„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 19 ნოემბრის №987 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.014.959
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება№67/ნ
2010 წლის 4 აგვისტო
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 19 ნოემბრის №987 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ აქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული “საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის “მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 19 ნოემბრის №987 ბრძანებით (სსმ III, 01.12.2008წ., №170, მუხ.1741) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. წესდების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (შემდგომში „უნივერსიტეტი“) არის “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ და “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე შექმნილი ავტონომიური მრავალდარგოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო-სამეცნიერო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სახელობო, უმაღლესი პროფესიული და უმაღლესი აკადემიური განათლების სამივე საფეხურის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის სამედიცინო აკადემიური უმაღლესი, კვალიფიკა-ციის ამაღლების, გადამზადების, უწყვეტი განათლების და სხვა საგანმანათლებლო პროგრამებს“.
2. წესდების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. უნივერსიტეტის გერბს, დროშას და ჰიმნს აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო“.
3. წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. უნივერსიტეტის მართვის ორგანოების საქმიანობის წესი განისაზღვრება უნივერსიტეტის წესდებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით.”.
4. წესდების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში შედის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, აკადემიური საბჭოს მიერ მისი არჩევის შემდეგ.”.
5. წესდების მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:
„5 წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, აგრეთვე, მოისმინოს და ცნობად მიიღოს ინფორმაცია, შეიმუშაოს რეკომენდაციები.
6 წარმომადგენლობითი საბჭოს სამუშაო და საქმის წარმოების ენაა ქართული.”.
6. წესდების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა სრული ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“.
7. წესდების მე-12 მუხლის “კ” და “ლ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ. ადგენს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციების, აგრეთვე, უმაღლესი განათლების კრედიტების აღიარების წესს.
„ლ. ფაკულტეტის საბჭოს ან/და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას.”.
8. წესდების მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4, მე-5, მე-6, მე-7 პუნქტები:
„4. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი.გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. რექტორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრაში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადაო აქტის მოქმედების შეჩერებას.
5. აკადემიური საბჭო რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის მოვალეობის შესრულებას აკისრებს იმავე ან სხვა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სრულ ან ასოცირებულ პროფესორს.
6. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ.
7. რექტორს აკადემიური საბჭოს წევრობა უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში უწყდება.”.
9. წესდების მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამჭირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კვირისა. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 1 და არა უგვიანეს 2 თვის ვადაში. საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხებს ადგენს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.”.
10. წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის “ზ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ. გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში; წყვეტს დამხმარე პერსონალის პრემირების საკითხს”.
11. წესდების მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 პუნქტები:
„5. უნივერსიტეტის ფაკულტეტებია:
ა) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
ბ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი;
გ) სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი;
დ) განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი;
ე) ჯანდაცვის ფაკულტეტი;
ვ) სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი დარგების ფაკულტეტი;
6. უნივერსიტეტში აკადემიური უმაღლესი განათლების მიღება შეიძლება ერთსაფეხურიანი, ორსაფეხურიანი და სამსაფეხურიანი სწავლების საფუძველზე:
ა) პირველი საფეხური (ბაკალავრიატი) – საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, რომელიც მოიცავს არანაკლებ 240 კრედიტს;
ბ) მეორე საფეხური (მაგისტრატურა) – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტს;
გ) მესამე საფეხური (დოქტორანტურა) – საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს.
7. უნივერსიტეტში ერთსაფეხურიანი სწავლება არის:
ა) დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამა;
ბ) სამედიცინო განათლების პროგრამა (სამედიცინო, სტომატოლოგიური, ვეტერინარული განათლება).
გ) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (მოიცავს 60 კრედიტს და ისწავლება არანაკლებ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში).
„8. უნივერსიტეტში ერთი სასწავლო წლის განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს საშუალოდ 60 კრედიტს.
9. სწავლის ყოველი საფეხურის გავლის შემდეგ გაიცემა სათანადო დიპლომი სტანდართული დანართით”.
12. წესდების მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
„2. უფლებამოსილია, დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათავის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოთ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ფაკულტეტის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.”.
13. წესდებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 მუხლი:
„მუხლი 211
1. უნივერსიტეტში “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის და ამ წესდების შესაბამისად, ფუნდამენტური და სამეცნიერო კვლევებისათვის იქმნება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული – ინსტიტუტი (შემდეგში – “ინსტიტუტი“), რომელსაც აქვს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროგრამა, ჰყავს აკადემიური, კვლევითი და დამხმარე პერსონალი, აქვს საკუთარი ბიუჯეტი.
2. ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროგრამას ადგენენ უნივერსიტეტის პროფესორები ან/და მკვლევარები, რომლებიც ქმნიან ინსტიტუტის საბჭოს.
3. უნივერსიტეტის პროფესორები და მკვლევარები, რომლებსაც სურვილი აქვთ შექმნან ინსტიტუტი, ირჩევენ ინსტიტუტის დირექტორს/დირექტორებს, რომელიც არის სრული ან ასოცირებული პროფესორი.
4. უნივერსიტეტის რექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ინსტიტუტის დირექტორის არჩევნებთან დაკავშირებით.
5. ინსტიტუტის დირექტორის არჩევნების ჩატარებას ფარული კენჭისყრით უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია და მასში მონაწილეობას იღებენ ინსტიტუტის საბჭოს აკადემიური პერსონალი და მკვლევარები.
6. ინსტიტუტის საბჭო ინსტიტუტის დირექტორის არჩევის შემდეგ, განიხილავს დირექტორის მიერ წარმოდგენილ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროგრამას, ინსტიტუტის ბიუჯეტის პროექტსა და ინსტიტუტის დებულების პროექტს.
7. ინსტიტუტის საბჭო სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროგრამას წარუდგენს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნელყოფის სამსახურს დასკვნის/რეკომენდაციის მისაღებად. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დადებითი დასკვნის საფუძველზე, ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროგრამა წარედგინება აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად.
8. ინსტიტუტის დებულებას, უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოზე განხილვის შემდგომ, ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო.”.
14. წესდების 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. საბუთების მიღება გრძელდება არანაკლებ ორი და არა უმეტეს 3 კვირისა. კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არაუადრეს ერთი და არა უგვიანეს 2 თვის ვადაში.”.
15. წესდების 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.
2. უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი.
3. უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს მიღწეული პირის არჩევის შესაძლებლობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის 2/3-ით. აკადემიურმა საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს უნივერსიტეტისათვის, ფაკულტეტისათვის ან ფაკულტეტის ცალკეული მიმართულებებისათვის.
4. უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი პირი, რომელმაც მიაღწია 65 წელს, აკადემიური თანამდებობიდან განთავისუფლდება აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადის გასვლის შემდეგ.”
16. წესდების 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) 5 წელიწადში ერთხელ პროფესიული განვითარების მიზნით აიღოს ანაზღაურებადი სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულება არა უმეტეს ერთი სასწავლო წლის ვადით”;
ბ) მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ. სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების დასრულების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ, რომლის წარმოუდგენლობა არის უნივერსიტეტიდან სამეცნიერო მივლინებაში ყოფნის დროს მიღებული თანხის უკან დაბრუნების წინაპირობა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.”.
17. წესდების 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით უცხო ქვეყნის მოქალაქე მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდება.
2. საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) განსაკუთრებული მნიშვნელობის მეცნიერული მიღწევა;
ბ) აკადემიურ განათლებასა და სამეცნიერო კვლევის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი:
გ) უნივერსიტეტისთვის გაწეული განსაკუთრებული სამსახური.
3. ფაკულტეტის საბჭო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, პირის საპატიო დოქტორის წოდებაზე წარდგენასთან ერთად, წოდების მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ ასევე წარუდგენს დოკუმენტაციასა და დასკვნას.
4. საპატიო დოქტორის წოდების მფლობელ პირზე გაიცემა საპატიო დოქტორის წოდების დამადასტურებელი დიპლომი.
5 .2009-2010 სასწავლო წლიდან უნივერსიტეტის 65 წლის ასაკს მიღწეულ ყველა სრულ პროფესორს ენიჭება ემერიტუსის წოდება.
6. ემერიტუსის წოდების მქონე პირის ემერიტუსის წოდების მინიჭებამდე არსებული ხელფასისა და სახელმწიფო პენსიის ოდენობებს შორის განსხვავებას ფარავს უნივერსიტეტი. ამასთან, ემერიტუსის წოდების მქონე პირს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს დაწესებულების საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების გარეშე და ისარგებლოს დამატებითი სოციალური გარანტიებით უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან.
7. უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადით შეჩერდება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება.
8. უნივერსიტეტში ემერიტუსის წოდების მქონე პირს სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში შეუწყდება ემერიტუსის წოდება და ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდა.”.
18. წესდების 33-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება ამ უნივერსიტეტში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინიტრაციული თანამდებობა ან იყოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.”.
19. წესდების 33-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე, თუ პირი არ აირჩა შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე.“.
მუხლი 2.
ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი