„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №718
2007 წლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულებით დამტკიცებული რეესტრის მერვე თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი VIII. თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო თანამდებობები
მუხლი 27. მთავარი საჯარო თანამდებობა
ა) მინისტრის პირველი მოადგილე;
ბ) მინისტრის მოადგილე;
გ) სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი;
დ) სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე;
ე) გენერალური ინსპექციის უფროსი;
ვ) სამინისტროს ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსი;
ზ) დეპარტამენტის უფროსი.
მუხლი 28. წამყვანი საჯარო თანამდებობა
ა) გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე;
ბ) სამინისტროს ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
გ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
დ) სამინისტროს ადმინისტრაციის სამმართველოს უფროსი;
ე) სამმართველოს უფროსი;
ვ) სამინისტროს ადმინისტრაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე;
ზ) სამმართველოს უფროსის მოადგილე;
თ) მინისტრის მრჩეველი;
ი) სამინისტროს მთავარი ბუღალტერი.
მუხლი 29. უფროსი საჯარო თანამდებობა
ა) სამინისტროს ადმინისტრაციის სამმართველოს განყოფილების უფროსი;
ბ) განყოფილების უფროსი;
გ) კანცელარიის უფროსი;
დ) პროტოკოლის უფროსი;
ე) მინისტრის თანაშემწე;
ვ) განყოფილების უფროსის მოადგილე;
ზ) სამინისტროს ადმინისტრაციის სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე;
თ) მინისტრის მოადგილის მრჩეველი;
ი) ჯგუფის უფროსი;
კ) მინისტრის მოადგილის თანაშემწე;
ლ) მთავარი რევიზორი;
მ) მთავარი ინსპექტორი;
ნ) უფროსი რევიზორი;
ო) რეფერენტი;
პ) უფროსი ინსპექტორი;
ჟ) მთავარი მენეჯერი;
რ) მთავარი სპეციალისტი;
ს) მთავარი ბუღალტერი (სამინისტროს მთავარი ბუღალტრის გარდა).
მუხლი 30. უმცროსი საჯარო თანამდებობა
ა) უფროსი იურისკონსულტი;
ბ) უფროსი ფინანსისტი;
გ) უფროსი ეკონომისტი;
დ) უფროსი ბუღალტერი;
ე) რევიზორი;
ვ) ინსპექტორი;
ზ) წამყვანი მენეჯერი;
თ) უფროსი სპეციალისტი;
ი) მენეჯერი;
კ) იურისკონსულტი;
ლ) მოლარე-ხაზინადარი;
მ) პროგრამისტი;
ნ) თარჯიმანი;
ო) სპეციალისტი;
პ) მდივან-რეფერენტი;
ჟ) უფროსი ლაბორანტი;
რ) ბუღალტერი;
ს) მუსიკოსი.
შენიშვნა:
ეს თავი არ ვრცელდება თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მომუშავე სამხედრო მოსამსახურეებზე.“.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.
ნ. ბურჯანაძე
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი