„მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №51/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 170.230.000.22.035.014.964
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება№245/ნ
2010 წლის 9 აგვისტო
ქ. თბილისი
„მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №51/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №51/ნ ბრძანების (სსმ III, 26.02.2010წ., №23, მუხ. 310) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. გარდამავალი დებულება
1. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე გაფორმებული მიმდინარე ხელშეკრულებების მოქმედების ვადა განისაზღვროს არა უმეტეს 2011 წლის 1 იანვრამდე.
2. თუ არ არსებობს „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, მაგრამ მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულება გაფორმებულია მითითებული კანონის ძალაში შესვლამდე, ცალკეულ შემთხვევებში, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, რეგიონული საბჭო უფლებამოსილია „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 2011 წლის 1 იანვრამდე პერიდში გააგრძელოს კონკრეტული ხელშეკრულების მოქმედების ვადა არა უმეტეს 2011 წლის 1 იანვრისა.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №51/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 09.08.2010.
- როდის იქნა მიღებული „მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №51/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №51/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 09.08.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №245/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 170230000.22.035.014964.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №51/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №51/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.08.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №51/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №245/ნ, 09.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 170230000.22.035.014964 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.08.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1018970/