„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№235
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 99, 13/08/2010

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება№235

2010 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქარ­თველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით (სსმ III, 2004 წე­ლი, №99, მუხლი 849) დამტკიცებულ დებულე­ბა­ში შე­ტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვე­პუნქ­ტი:

„რ) სამინისტროს სამდივნო (სამმართველო).“.

2. მე-9 მუხლის:

ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სამინისტროს ადმინისტრაცია – სამინისტროში საბუ­ღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველ­ყოფა; ფინანსური მონიტორინგის გაწევა პრივატიზების, ბუნებ­რივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემიდან და სა­ხელმწიფო ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის პრო­ცე­სიდან მიღებულ და მისაღებ შემოსავლებზე, სამინის­ტ­როს მიერ დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე ურთი­ერთ­შედარების განხორციელება მყიდველთან (მოიჯარესთან); სამინისტროს საბიუჯეტო სახსრებისა და საშუალებების და­გეგმვის უზრუნველყოფა; სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის შე­მუ­შავება და მისი აღსრულების კოორდინაცია; საგანგებო სი­ტუა­ციებისა და საიდუმლოების დაცვის რეჟიმის, მობილიზა­ციის რეჟიმის, სამობილიზაციო გეგმების შემუშავების კოორდი­ნაცია; მონაწილეობის მიღება საწარმოებსა და ორგანიზა­ციებ­ში სამობილიზაციო რეზერვების მატერიალურ ფასეულობათა შენახვის, მიწოდების, გაცემის, განახლების, შეცვლის, ჯავშ­ნიდან მოხსნისა და გასესხების ოპერაციებში, სამოქალაქო თავ­დაცვის გეგმების შემუშავებასა და მათ სისტემატურ კორექტი-რებაში; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, სამინისტროს მიერ სახელმწიფო შეს­ყიდ­ვების განსახორციელებლად დოკუმენტაციის მომზადება, შეს­ყიდვის პროცედურების კოორდინაცია და კონტროლი; სამი­ნისტროს ადმინისტრაციული შენობისათვის საექსპლუატაციო პირობების შექმნის უზრუნველყოფა; სამინისტროს ცენტრალურ აპარატში არსებული კომპიუტერული ქსელის სისტემების ადმი­ნის­ტრირება და მართვა; საქართველოს პრეზიდენტის, საქარ­თველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის, სა­ქარ­თვე­ლოს მთავრობის ნორმატიული და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვ­ნებული დავალებების, აგრეთვე მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების კონტროლი; საქმისწარმოების ერთია­ნი წესების შესაბამისად, სამინისტროში შემოსული ოფიცია­ლური კორესპონდენციის დამუშავებისა დამოძრაობის უზრუნ­ველ­ყოფა; სამინისტროში შემოსულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლი; ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებ­ლად კონკურსის ორგანიზება და გამართვა; საჯარო მოსამსა­ხუ­რეთა ატესტაციებში მონაწილეობა და ატესტაციის შედე­გების სათანადოდ ასახვა საჯარო მოსამსახურეთა პირად საქ­მეებში; საკადრო რესურსების მართვის (დანიშვნა, გათავი­სუფ­ლება, დაწინაურება და სხვ.) პერიოდული ანალიზი და შესა­ბამისი სტატისტიკის წარმოება; სამინისტროს საჯარო მოსამსა­ხურეთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭირო ღონისძიებათა განხორციელება; დარგებში ინსტიტუციონალური და სტრუქტუ­რუ­ლი რეფორმების სამართლებრივი უზრუნველყოფა; საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება; სამინისტროს საქ­მიანობის გამჭვირვალობისა და დემოკრატიზაციის უზრუნ­ველ­ყოფა; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სამინის­ტროს როლისა და მნიშვნელობის განმარტება სახელმწიფო პო­ლი­ტი­კის, მისი პრიორიტეტების, ეკონომიკური რეფორმების პრო­ცე­სებში; სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავში­რე­ბუ­ლი ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა ინ­ფორ­მაციის მიწოდება საინფორმაციო საშუალებები­სათვის; სა­მინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებათა, მი­ღებულ გა­დაწყვეტილებათა შესახებ საზოგადოების ინფორ­მი­რება; მი­ნის­ტრის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქ­მიანობის უზ­რუნველყოფა, მათ შორის, საპროტოკოლო ღონის­ძიებების გან­ხორციელება; სამინისტროს ცენტრალური აპარა­ტის სტრუქ­ტუ­რული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესებუ­ლე­ბე­ბისა და სხვა ორგანოების საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება;“;

ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) პრივატიზების დეპარტამენტი – წინადადებების მომზადება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პრივატიზების ფორ­მებით და დადგენილი წესის შესაბამისად, სახელმწიფო ქო­ნების (მათ შორის, აქციები და წილები) პრივატიზების შე­სა­ხებ; წინადადებების მომზადება სახელმწიფოს საკუთრებაში არსე­ბული ქონების (მათ შორის, აქციები და წილები) პრივატიზების ფორ­მისა და პირობების შესახებ; პოტენციურ შემძენებთან მუშა­ობა და პრივატიზების ხელშეწყობა; სამინისტროს ტერიტორიული ორგა­ნოების საქმიანობის კოორდინაცია, მათ შორის, სახელმწიფო ქო­ნე­ბის პრივატიზების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო დანიშნუ­ლე­ბ­ის მიწის ნაკვეთების პრივატიზებისა და მასთან დაკავში­რებული უძრავი ქონების პრივატიზების განხორციელების პრო­ცეს­ში; სა­ჭიროების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგ­ლებ­ში, სა­ხელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი სა­წარ­მოე­ბის საწესდებო კაპიტალის ცვლილების შესახებ წინადა­დებათა წარ­დგენა, მათ ბალანსზე რიცხული ქონების რეა­ლიზების საკით­ხების განხილვა; მიღებული ინფორმაციის საფუძ­ველზე, მოქმედი კა­ნონ­მდებლობის შესაბამისად, წინადადებათა მო­მ­ზადება სამი­ნის­ტროს ტერიტორიული ორგანოებისათვის სა­ხელ­მწიფო ქონების პრი­ვატიზების დელეგირების თაობაზე; პრი­ვატიზების რეჟიმში არ­სებული სახელმწიფოს წილობრივი მონაწი­ლეობით მოქმედი სა­წარმოების რეორგანიზაციის (შერწყმა, ნა­ტუ­რით გაყოფა, გარ­დაქმ­ნა) ლიკვიდაციის, გაკოტრების საქმისწარ­მოების გახსნის, მა­თი ქონების უფლებრივად დატვირთვის, ამ სა­წარმოთა მიერ სხვა საწარმოების აქციებისა და წილების შეს­ყიდვისა და ახალი სა­წარმოების შექმნის შესახებ წარდგენილ წინადადებათა განხილვა და მომზადება მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის, მინისტრის სათანადო ნორმატიული აქტით დადგე­ნი­ლი წესის) შესაბამისად; სა­მინისტროს სისტემაში შემავალ და­წე­სებულებათა საზოგადო­ებასთან ურთიერთობის სამსახურების კო­ორ­დინირებული საქმია­ნო­­ბის უზრუნველყოფა; სამინისტროს კომ­პე­ტენ­ციას მიკუთვნებუ­ლ სა­კითხებზე, მათ შორის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებუ­ლი ქონების პრივატიზებაზე, დაინტერე­სე­ბულ პირთათვის კონ­სულ­­ტაციების გაწევა; მოქალაქეთათვის ზე­პი­­რი განმარტებების მი­ცემა კომპეტენციიდან გამომდინარე;“.

3. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის “რ“ ქვე­პუნქ­ტი:

„რ) სამინისტროს სამდივნო (სამმართველო) – სამინის­ტროს სათათბირო ორგანოების სხდომების, მინისტრისა და მი­ნის­ტრის მოადგილეების მიერ დანიშნული სხვა თათბირების გა­მარ­თვის ორგანიზება; მინისტრის სათათბირო ორგანოების სხდო­მების ორგანიზება; ოქმების წარმოება; მინისტრისა და მი­ნის­ტრის მოადგილეების საჯარო გამოსვლებისა და მოხსენე­ბების მომზადების კოორდინაცია.“.

4. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

    „მუხლი 11. მინისტრის მრჩევლები და თანაშემწეები, მინის­ტრის მოადგილის თანაშემწე

მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­ვისუფლებს მინისტრის მრჩევლებსა და თანაშემწეებს, ასევე მი­ნისტრის მოადგილის თანაშემწეს – მინისტრის მოადგილის წარ­­დგინებით. მინისტრის მრჩევლები და თანაშემწეები თანამ­დებობაზე ინიშნებიან მინისტრის უფლებამოსილების ვადით, ხოლო მინისტრის მოადგილის თანაშემწე – მინისტრის მოად­გილის უფლებამოსილების ვადით. მრჩევლებისა და თანაშემ­წე­ების მოვალეობანი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რო­მელსაც ამტკიცებს მინისტრი.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 12 აგ­ვის­­­ტოდან.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური