„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№501
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 85, 14/07/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №501

2010 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით (სსმ III, 1998 წ., №3, მუხ. 73) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) პირველი თავის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დებულების მოთხოვნები ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის, საქართველოს შეიარაღებული ძალების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამხედრო მოსამსახურეებზე.“;

ბ) პირველ თავს დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„21. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სამხედრო მოსამსახურის სტატუსი გააჩნია პირს, თუ იგი დანიშნულია საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურის თანამდებობაზე.“;

გ) X1 თავის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამხედრო მოსამსახურის ატესტაცია არის სამხედრო მოსამსახურის პროფესიული უნარებისა და ჩვევების, კვალიფიკაციის (განათლება და გამოცდილება), გაწეული პროფესიული საქმიანობისა და ფსიქოლოგიური/ ინტელექტუალური შესაძლებლობების თანამდებობრივ და/ან წოდებრივ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება. ყოველი სამხედრო თანამდებობისთვის/ წოდებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი