„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №174
2010 წლის 24სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №71 ბრძანებით (სსმ III, 08.04.2009 წ., №44, მუხ. 499) დამტკიცებული დებულების დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დანართი №3
საქართველოს პროკურატურა
საქართველოს მთავარი პროკურატურა
1. საქართველოს მთავარი პროკურორი – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი;
2. საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი;
3. საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი;
4. დეპარტამენტის უფროსი, საგამოძიებო ნაწილის უფროსი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი;
5. უფროსი პროკურორი, განსაკუთრებით მნიშვანელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი – იუსტიციის მრჩეველი;
6. სამმართველოს უფროსის მოადგილე – მთავარი ბუღალტერი, პროკურორი, პროკურორ-კრიმინალისტი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, მრჩეველი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი.
ქ. თბილისის პროკურატურა
1. ქ. თბილისის პროკურორი, ქ. თბილისის პროკურორის მოადგილე, ქ. თბილისის პროკურორის მოადგილე – საგამოძიებო ნაწილის უფროსი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი;
2. განყოფილების უფროსი; განყოფილების უფროსის მოადგილე, საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე – იუსტიციის მრჩეველი;
3. პროკურორი, უფროსი გამომძიებელი, კანცელარიის უფროსი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი;
4. მრჩეველი – პირველი კლასის იურისტი.
საოლქო პროკურატურები
1. საოლქო პროკურორი, საოლქო პროკურორის მოადგილე, საგამოძიებო ნაწილის უფროსი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი;
2. განყოფილების უფროსი, უფროსი პროკურორი – იუსტიციის მრჩეველი;
3. პროკურორი, უფროსი გამომძიებელი, კანცელარიის უფროსი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი.
რაიონული პროკურატურები
1. რაიონული პროკურორი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი;
2. რაიონული პროკურორის მოადგილე – იუსტიციის მრჩეველი;
3. პროკურორი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი;
4. კანცელარიის უფროსი – მესამე კლასის იურისტი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მოადგილე, საგამოძიებო ნაწილის უფროსი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი;
2. განყოფილების უფროსი, უფროსი პროკურორი – იუსტიციის მრჩეველი;
3. პროკურორი, უფროსი გამომძიებელი, კანცელარიის უფროსი – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი;
4. მრჩეველი – პირველი კლასის იურისტი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი – იუსტიციის უფროსი მრჩეველი.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 24 სექტემბრიდან.
ზ. ადეიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.09.2010.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.09.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №174. სარეგისტრაციო კოდი — 010320030.22.027.016004.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.09.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №71 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №174, 24.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 010320030.22.027.016004 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.09.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1019555/