„სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
010240060.21.014.014976
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 99, 13/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.060.21.014.014.976

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება№6

2010 წლის 12 აგვისტო

ქ. თბილისი

„სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებით (სსმ III, 03.01.2006წ., №1, მუხ.1) დამტკიცებულ „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

1. მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს 41 მუხლი შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 41. ალტერნატიული შესყიდვა

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ღ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკომუნიკაციო მომსახურების შესყიდვისას შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული გადაწყვეტილებით შესაძლებელია განხორციელდეს ალტერნატიული შესყიდვა განსხვავებული მიმწოდებლისაგან.

2. ალტერნატიული შესყიდვის მეშვეობით მიღებული საკომუნიკაციო მომსახურების მოცულობა უნდა იყოს თანაზომიერი იმ საკომუნიკაციო მომსახურებისა, რომლის ალტერნატივასაც წარმოადგენს ალტერნატიული მომსახურება.

3. ალტერნატიული შესყიდვა შესაძლოა განხორციელდეს რამდენიმე ალტერნატიული მიმწოდებლისგან.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისთანავე შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია აცნობოს ამის თაობაზე მიმწოდებელს, რომელთანაც დადებულია იმ საკომუნიკაციო მომსახურების შესყიდვის თაობაზე ხელშეკრულება, რომლის ალტერნატივასაც წარმოადგენს ალტერნატიული მომსახურება”.

2. 29-ე მუხლის:

) მე-6 პუნქტს „ლ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „მ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„მ) ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და კორესპონდენცია.”.

) 132 პუნქტის შემდეგ დაემატოს 133 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„133. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ამ დებულების დანართი №3-ის, დანართი №4-ის და დანართი №7-ის შესაბამისად, ანგარიშები სააგენტოში წარადგინოს დამატებით ელექტრონული ვერსიის სახით ამ მუხლითა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ ვადებში. პასუხისმგებლობა ელექტრონული ვერსიით წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორესა და მის შესაბამისობაზე ქაღალდზე წარმოდგენილ ინფორმაციასთან ეკისრება შემსყიდველ ორგანიზაციას.”.

3. დებულების დანართი 1-ით გათვალისწინებული „ტიპური სატენდერო დოკუმენტაცია“ „მომსახურების შესყიდვა ტენდერის საშუალებით“ დოკუმენტაციის „ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის“ ინსტრუქციის 5.3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.3 სატენდერო დოკუმენტაცია შეიცავს შემდეგ დოკუმენტებსა და ინფორმაციას:

ა) ინსტრუქციას ტენდერში მონაწილეთათვის (ი.ტ.მ.);

ბ) საბაზისო მონაცემთა ნუსხას (ს.მ.ნ.);

გ) გასაწევი მომსახურების ჩამონათვალს;

დ) ტექნიკურ პირობებს;

ე) ხელშეკრულების საერთო პირობებს;

ვ) ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებს;

ზ) სატენდერო წინადადების ფორმას;

თ) სატენდერო წინადადების საბანკო გარანტიის ფორმას (გარანტიის ამ სახის გამოყენების შემთხვევაში);

ი) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფორმას;

კ) ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის ფორმას (გარანტირების ასეთი ფორმის გამოყენების შემთხვევაში);

ლ) აფიდავიტის ფორმას;

მ) ს.მ.ნ.-ში მითითებულ სხვა დამატებით ინფორმაციას და დოკუმენტაციას.”.

4. დებულების დანართი 1-ით გათვალისწინებული „ტიპური სატენდერო დოკუმენტაცია“ „სამუშაოების შესყიდვა ტენდერის საშუალებით“ დოკუმენტაციის „ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის“ ინსტრუქციის 5.3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.3 სატენდერო დოკუმენტაცია შეიცავს შემდეგ დოკუმენტებსა და ინფორმაციას:

ა) ინსტრუქციას ტენდერში მონაწილეთათვის (ი.ტ.მ.);

ბ) საბაზისო მონაცემთა ნუსხას (ს.მ.ნ.);

გ) სამუშაოს შესრულების ვადას;

დ) ტექნიკურ პირობებს;

ე) ხელშეკრულების საერთო პირობებს;

ვ) ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებს;

ზ) სატენდერო წინადადების ფორმას და ხარჯთაღრიცხვას;

თ) სატენდერო წინადადების საბანკო გარანტიის ფორმას (გარანტიის ამ სახის გამოყენების შემთხვევაში);

ი) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფორმას;

კ) ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის ფორმას (გარანტირების ასეთი ფორმის გამოყენების შემთხვევაში);

ლ) ნახაზებს და სპეციფიკაციებს;

მ) აფიდავიტის ფორმას;

ნ) ს.მ.ნ.-ში მითითებულ სხვა დამატებითი ინფორმაციას და დოკუმენტაციას. ”.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ტ. ურჯუმელაშვილი