,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება№645
2010 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 1997 წ., №2, გვ. 41) დამტკიცებული ,,სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ცნობათა ნუსხის“ 2.1.9, 2.1.10 და 2.1.11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2.1.9. საქართველოს ტერიტორიის სამხედრო და სპეციალური დანიშნულების გრაფიკული და ციფრული რუკები, რომლებზეც დატანილია ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს მიკუთვნებული ინფორმაცია და მონაცემები. მათ შორის – საქართველოს ტერიტორიის გრავიმეტრიული ველის მოდელი, გრავიმეტრიული ანომალიის სქემები, გრაფიკები და გრავიმეტრიული პუნქტებისა და სამხედრო ობიექტების კოორდინატები (საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულის გარდა).
2.1.10. სამხედრო დანიშნულების ობიექტების ტერიტორიაზე (აკვატორიაზე) შესრულებული აეროგადაღებითი, ჰიდროგრაფიული, ანემომეტრიული და ოკეანოგრაფიული მასალები და მონაცემები;
2.1.11. საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სამხედრო დანიშნულების ობიექტების აეროგადაღების გრაფიკული და ციფრული მასალები (საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების გარდა).“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.08.2010.
- როდის იქნა მიღებული „,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- „,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 16.08.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №645. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.000.000000.
- სად არის „,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.08.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“, №645, 16.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.08.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1019967/