„სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.060.21.014.014.604
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება №03
2010 წლის 6 მაისი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებით (სსმ III, 03.01.2006 წ., №1, მუხ.1) დამტკიცებულ „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნას შემდეგი დამატებები და ცვლილება:
1. დებულების 29-ე მუხლს მე-13 პუნქტის შემდეგ დაემატოს 131 და 132 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
„131. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულებების მიმდინარეობის შესახებ ანგარიში, შედგენილი ამ დებულების „დანართი №7“-ის (შემდგომში – დანართი №7) შესაბამისად, და ტენდერის მეშვეობით განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიში, შედგენილი ამ დებულების 29-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სააგენტოს წარედგინება არა უგვიანეს მომდევნო წლის 30 იანვრისა.
132. დანართ №7-ს უნდა დაერთოს საანგარიშო წლის განმავლობაში დადებული ხელშეკრულებების და მათში განხორციელებული ცვლილებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.“.
დანართი №4-ის შევსების ინსტრუქცია
1. დანართი №4-ის თავში მიეთითება შემსყიდველი ორგანიზაცია, ხოლო მარჯვენა კუთხეში მიეთითება წარმოსადგენი ანგარიშის შესაბამისი წელი და კვარტალი.
2. დანართი №4-ის ცხრილი 1-ის მე-2 გრაფაში იწერება შესაბამისი კვარტალის განმავლობაში გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება.
3. დანართი №4-ის ცხრილი 1-ის მე-3 გრაფაში იწერება შესაბამისი კვარტალის განმავლობაში ხელშეკრულებების საფუძველზე გადახდილი ჯამური თანხა.
4. დანართი №4-ის ცხრილი 2-ის პირველ გრაფაში მიეთითება კვარტალში უარყოფითად დასრულებული და არშემდგარი ტენდერების რაოდენობა.
5. დანართი №4-ის ცხრილი 2-ის მე-2 გრაფაში მიეთითება კვარტალში უარყოფითად დასრულებული და არშემდგარი ტენდერების დასახელება.
6. დანართი №4-ის ცხრილი 2-ის მე-3 გრაფაში მიეთითება შესაბამის კვარტალში ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გაფორმებული ხელშეკრულებების რაოდენობა (ჯამში).
7. დანართი №4-ის ცხრილი 2-ის მე-4 გრაფაში მიეთითება შესაბამის კვარტალში ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება (ჯამში).
8. დანართი №4-ის ცხრილი 2-ის მე-5 გრაფაში მიეთითება შესაბამის კვარტალში ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებების რაოდენობა.
9. დანართი №4-ის ცხრილი 2-ის მე-6 გრაფაში მიეთითება შესაბამის კვარტალში ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება (ჯამში).
10. დანართი №4-ის ცხრილი 2-ის მე-7 გრაფაში მიეთითება შესაბამის კვარტალში ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებების რაოდენობა (ჯამში).
11. დანართი №4-ის ცხრილი 2-ის მე-8 გრაფაში მიეთითება შესაბამის კვარტალში ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება (ჯამში).
12. დანართი №4-ის ცხრილი 2-ის მე-9 გრაფაში მიეთითება კვარტალში ტენდერის ჩატარების შედეგად გაფორმებული ხელშეკრულებების რაოდენობა (ჯამში).
13. დანართი №4-ის ცხრილი 2-ის მე-10 გრაფაში მიეთითება კვარტალში ტენდერის ჩატარების შედეგად გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება (ჯამში).
14. დანართი №4-ის ცხრილი 2-ის მე-11 გრაფაში მიეთითება კვარტალში ფასთა კოტირების ჩატარების შედეგად გაფორმებული ხელშეკრულებების რაოდენობა (ჯამში).
15. დანართი №4-ის ცხრილი 2-ის მე-12 გრაფაში მიეთითება კვარტალში ფასთა კოტირების ჩატარების შედეგად გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება (ჯამში).
16. დანართი №4-ის ცხრილი 2-ის მე-13 გრაფაში მიეთითება შესაბამის კვარტალში „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით გაფორმებული ხელშეკრულებების რაოდენობა (ჯამში).
17. დანართი №4-ის ცხრილი 2-ის მე-14 გრაფაში მიეთითება შესაბამის კვარტალში „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება (ჯამში).
18. დანართი №4-ის ცხრილ 3-ში გამოყენებული ტერმინები აღნიშნავს შემდეგს:
ა) ეპმ – ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის განხორციელება;
ბ) ფკ – ფასთა კოტირების საშუალებით შესყიდვის განხორციელება;
გ) ტ – ტენდერის საშუალებით შესყიდვის განხორციელება;
დ) ნაზარდი ჯამით – გულისხმობს შესაბამისი გრაფების ნაზარდი ჯამით შევსებას.
19. დანართი №4-ის ცხრილი 3 ივსება ყოველკვარტალურად. ცხრილი ივსება შემდეგი რიგითობით:
ა) საქონელი შესყიდული ერთ პირთან მოლაპარაკების გზით;
ბ) საქონელი შესყიდული ფასთა კოტირების საშუალებით;
გ) საქონელი შესყიდული ტენდერის საშუალებით;
დ) მომსახურება შესყიდული ერთ პირთან მოლაპარაკების გზით;
ე) მომსახურება შესყიდული ფასთა კოტირების საშუალებით;
ვ) მომსახურება შესყიდული ტენდერის საშუალებით;
ზ) სამუშაო შესყიდული ერთ პირთან მოლაპარაკების გზით;
თ) სამუშაო შესყიდული ფასთა კოტირების საშუალებით;
ი) სამუშაო შესყიდული ტენდერის საშუალებით.
20. დანართი №4-ის ცხრილი 3-ის პირველი გრაფა დაჯგუფებულია შესყიდვის ჯგუფების მიხედვით (საქონელი, მომსახურება, სამუშაო), რათა ვერტიკალურად ცხრილი შესაბამისი შინაარსით შეივსოს.
21. დანართი №4-ის ცხრილი 3-ის მე-2 გრაფაში მიეთითება შესყიდვის პროცედურის საშუალება (ერთ პირთან მოლაპარაკება; ფასთა კოტირება; ტენდერი).
22. დანართი №4-ის ცხრილი 3-ის მე-3 გრაფაში მიეთითება შესყიდვის ერთგვაროვან ობიექტთა ჯგუფის დასახელება (მაგ.: საკანცელარიო საქონელი) გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
23. დანართი №4-ის ცხრილი 3-ის მე-4 გრაფაში მიეთითება შესყიდული საქონელის, მომსახურების ან სამუშაოს დასახელება (მაგ.: კალამი, საშლელი, საკანცელარიო დაფა და ა.შ.) გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
24. დანართი №4-ის ცხრილი 3-ის მე-5 გრაფაში მიეთითება შესყიდული საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება (ანუ დანართი №4-ის ცხრილი 3-ის მე-4 გრაფაში მითითებული შესყიდული საქონლის, მომსახურების, სამუშაოს საერთო ღირებულება) გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
25. დანართი №4-ის ცხრილი 3-ის მე-6 გრაფაში მიეთითება შესყიდული საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს შესყიდვაზე გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება.
26. დანართი №4-ის ცხრილი 3-ის მე-7 გრაფაში მიეთითება შესაბამისი კვარტალის განმავლობაში მიწოდებული საქონლის, გაწეული მომსახურების ან შესრულებული სამუშაოს ღირებულება ხელშეკრულების შესაბამისად.
27. დანართი №4-ის ცხრილი 3-ის მე-8 გრაფაში მიეთითება შესაბამისი კვარტალის განმავლობაში მიწოდებული შესყიდული საქონელზე, გაწეულ მომსახურებაზე ან შესრულებულ სამუშაოზე გადახდილი თანხის ოდენობა (შესაბამისი ხელშეკრულების შესაბამისად).
28. დანართი №4-ის ცხრილი 3-ის მე-9 გრაფაში მიეთითება წლის განმავლობაში დადებული ხელშეკრულების შესაბამისად მიწოდებული საქონლის, გაწეული მომსახურების ან შესრულებული სამუშაოს ღირებულება ნაზარდი ჯამით, რაც გულისხმობს ყოველ კვარტალში ერთი კონკრეტული ხელშეკრულების შესაბამისად მიწოდებული საქონლის, გაწეული მომსახურების ან შესრულებული სამუშაოს ღირებულებას ჯამურად.
29. დანართი №4-ის ცხრილი 3-ის მე-10 გრაფაში მიეთითება წლის განმავლობაში დადებული ხელშეკრულების შესაბამისად მიწოდებულ საქონელზე, გაწეულ მომსახურებაზე ან შესრულებულ სამუშაოზე გადახდილი თანხა ნაზარდი ჯამით, რაც გულისხმობს ყოველ კვარტალში ერთი კონკრეტული ხელშეკრულების შესაბამისად მიწოდებული საქონლის, გაწეული მომსახურების ან შესრულებულის სამუშაოსათვის გადახდილ თანხას ჯამურად.
30. დანართი №4-ის ცხრილი 3-ის მე-11 გრაფაში მიეთითება ინფორმაცია კონკრეტულ ხელშეკრულებაში თუ ქონდა ადგილი ცვლილებების განხორციელებას შესაბამისი კვარტალის განმავლობაში.
31. დანართი №4-ის ცხრილი 3-ის მე-12 გრაფაში მიეთითება ხელშეკრულების გაფორმების (მოქმედების დაწყების) დრო და მისი დამთავრების (მოქმედების დასრულების) დრო.
32. დანართი №4-ის ცხრილი 3-ის მე-13 გრაფაში მიეთითება ხელშეკრულების ნომერი.
33. დანართი №4-ის ცხრილი 3-ის მე-14 გრაფაში მიეთითება მიმწოდებელი ორგანიზაციის დასახელება ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების შესაბამისად.
დანართი №7-ის შევსების ინსტრუქცია
1. დანართი №7-ის თავში მიეთითება შემსყიდველი ორგანიზაცია, ხოლო მარჯვენა კუთხეში მიეთითება წარმოსადგენი ანგარიშის შესაბამისი წელი.
2. დანართი №7-ის ცხრილი 1-ის მე-2 გრაფაში იწერება შესაბამისი წლის განმავლობაში გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება.
3. დანართი №7-ის ცხრილი 1-ის მე-3 გრაფაში იწერება შესაბამის წლის განმავლობაში ხელშეკრულებების საფუძველზე გადახდილი თანხა.
4. დანართი №7-ის ცხრილი 2-ის პირველ გრაფაში მიეთითება წლის განმავლობაში უარყოფითად დასრულებული და არშემდგარი ტენდერების რაოდენობა.
5. დანართი №7-ის ცხრილი 2-ის მე-2 გრაფაში მიეთითება წლის განმავლობაში უარყოფითად დასრულებული და არშემდგარი ტენდერების დასეხელება.
6. დანართი №7-ის ცხრილი 2-ის მე-3 გრაფაში მიეთითება წლის განმავლობაში ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით გაფორმებული ხელშეკრულებების რაოდენობა (ჯამში).
7. დანართი №7-ის ცხრილი 2-ის მე-4 გრაფაში მიეთითება წლის განმავლობაში ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება (ჯამში).
8. დანართი №7-ის ცხრილი 2-ის მე-5 გრაფაში მიეთითება წლის განმავლობაში ტენდერის ჩატარების შედეგად გაფორმებული ხელშეკრულებების რაოდენობა (ჯამში).
9. დანართი №7-ის ცხრილი 2-ის მე-6 გრაფაში მიეთითება წლის განმავლობაში ტენდერის ჩატარების შედეგად გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება (ჯამში).
10. დანართი №7-ის ცხრილი 2-ის მე-7 გრაფაში მიეთითება წლის განმავლობაში ფასთა კოტირების ჩატარების შედეგად გაფორმებული ხელშეკრულებების რაოდენობა (ჯამში).
11. დანართი №7-ის ცხრილი 2-ის მე-8 გრაფაში მიეთითება წლის განმავლობაში ფასთა კოტირების ჩატარების შედეგად გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულება (ჯამში).
12. დანართი №7-ის ცხრილი 3 ივსება ყოველკვარტალურად. ცხრილი ივსება შემდეგი რიგითობით:
ა) საქონლის შესყიდვა;
ბ) მომსახურების შესყიდვა;
გ) სამუშაოს შესყიდვა.
13. დანართი №7-ის ცხრილი 3-ის პირველი გრაფა დაჯგუფებულია შესყიდვის ჯგუფების მიხედვით (საქონელი, მომსახურება, სამუშაო), რათა ცხრილი შესაბამისი შინაარსით შეივსოს.
14. დანართი №7-ის ცხრილი 3-ის მე-2 გრაფაში მიეთითება შესყიდვის პროცედურის საშუალება (ერთ პირთან მოლაპარაკება; ფასთა კოტირება; ტენდერი).
15. დანართი №7-ის ცხრილი 3-ის მე-3 გრაფაში მიეთითება შესყიდვის ერთგვაროვან ობიექტთა ჯგუფის დასახელება (მაგ.: საკანცელარიო საქონელი) გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად;
16. დანართი №7-ის ცხრილი 3-ის მე-4 გრაფაში მიეთითება შესყიდული საქონელის, მომსახურების ან სამუშაოს დასახელება (მაგ.: კალამი, საშლელი, საკანცელარიო დაფა და ა.შ.) გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად;
17. დანართი №7-ის ცხრილი 3-ის მე-5 გრაფაში მიეთითება შესყიდული საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება (ანუ დანართი №4-ის ცხრილი 3-ის მე-4 გრაფაში მითითებული შესყიდული საქონლის, მომსახურების, სამუშაოს საერთო ღირებულება) გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად;
18. დანართი №7-ის ცხრილი 3-ის მე-6 გრაფაში მიეთითება შესყიდული საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს შესყიდვაზე გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება;
19. დანართი №7-ის ცხრილი 3-ის მე-7 გრაფაში მიეთითება წლის განმავლობაში მიწოდებული საქონლის, გაწეული მომსახურების ან შესრულებული სამუშაოს ღირებულება შესაბამისი ხელშეკრულების შესაბამისად;
20. დანართი №7-ის ცხრილი 3-ის მე-8 გრაფაში მიეთითება წლის განმავლობაში მიწოდებული შესყიდული საქონელზე, გაწეულ მომსახურებაზე ან შესრულებულ სამუშაოზე გადახდილი თანხის ოდენობა (შესაბამისი ხელშეკრულების შესაბამისად);
21. დანართი №7-ის ცხრილი 3-ის მე-9 გრაფაში მიეთითება ხელშეკრულების გაფორმების (მოქმედების დაწყების) დრო და მისი დამთავრების (მოქმედების დასრულების) დრო;
22. დანართი №7-ის ცხრილი 3-ის მე-10 გრაფაში მიეთითება ხელშეკრულების ნომერი;
23. დანართი №7-ის ცხრილი 3-ის მე-11 გრაფაში მიეთითება მიმწოდებელი ორგანიზაციის დასახელება ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების შესაბამისად;
24. დანართი №7-ის ცხრილი 3-ის მე-12 გრაფაში მიეთითება მიმწოდებელი ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ტ. ურჯუმელაშვილი