„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №156 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.070.000.22.030.014.875
საქართველოს საგარეო საქმეთა
მინისტრის ბრძანება №165
2010 წლის 15 ივლისი
ქ. თბილისი
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №156 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №156 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 09.10.2007წ., №140, მუხ. 1553) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველ მუხლს დაემატოს მე-11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„11. წარმომადგენლობას ხელმძღვანელობს ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი, რომელიც წარმოადგენს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს როგორც ადგილსამყოფელ ქვეყანაში, ასევე იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც აკრედიტებულია წარმომადგენლობა.“.
2. მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. წარმომადგენლობას ხელმძღვანელობს: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო ორგანიზაციასთან.“;
ბ) მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) გამოსცემს ბრძანებებს წარმომადგენლობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომელთა ადგილსამყოფელი ქვეყნის და იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მივლინების თაობაზე, რომელშიც ასევე აკრედიტებულია წარმომადგენლობა, ამტკიცებს წარმომადგენლობის შინაგანაწესს და ზედამხედველობს შინაგანაწესის სათანადოდ შესრულებას;“;
გ) მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) სამინისტროსთან შეთანხმებით აფორმებს ხელშეკრულებას წარმომადგენლობის შტატგარეშე თანამშრომლებთან, წყვეტს მათთან სახელშეკრულებო ურთიერთობას, გამოსცემს ბრძანებებს მათი შვებულების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;“.
დ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:
„ლ1) გამოსცემს ბრძანებებს წარმომადგენლობის შტატგარეშე თანამშრომლების ადგილსამყოფელი ქვეყნის და იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მივლინების თაობაზე, რომელშიც ასევე აკრედიტებულია წარმომადგენლობა;“.
3. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„31. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი გამოცემისთანავე უზრუნველყოფს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში ამ მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ და „ლ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრძანების ელექტრონული ვერსიის გადაგზავნას, რომელშიც ასახული უნდა იყოს მივლინების მიზანი და საფუძველი.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ვაშაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №156 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.07.2010.
- როდის იქნა მიღებული „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №156 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ?
- „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №156 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ მიღებულია 15.07.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №165. სარეგისტრაციო კოდი — 480070000.22.030.014875.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №156 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №156 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.07.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 4 ოქტომბრის №156 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, №165, 15.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 480070000.22.030.014875 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1020088/