„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №49 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№174
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.030.014874
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 88, 20/07/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.014.874

საქართველოს საგარეო საქმეთა

მინისტრის ბრძანება №174

2010 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №49 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №49 ბრძანებით (სსმ III, 06.03.2009 №25, მუხ. 318) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოსამსახურეების რანგირების, დეპარტამენტის თანამშრომლების დანიშვნა-გათავისუფლების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;“;

ბ) დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები

დეპარტამენტში სამმართველოს სახით შედის შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები:

ა) აშშ-სა და კანადის სამმართველო;

ბ) ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების სამმართველო.“;

გ) დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

1. აშშ-სა და კანადის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) აშშ-სთან და კანადასთან საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების კოორდინაცია;

ბ) აშშ-ს საგარეო და საშინაო პოლიტიკის ანალიზი, საინფორმაციო-ანალიტიკური მასალებისა და სასაუბროების მომზადება აშშ-სთან საქართველოს ურთიერთობების საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტისათვის, პარლამენტისა და მთავრობისათვის;

გ) აშშ-სთან საქართველოს წარმომადგენელთა მოლაპარაკებების მომზადება და მონაწილეობა. მოლაპარაკებათა მომზადების პერიოდში, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, თანამშრომლობა საქართველოს შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან;

დ) აშშ-სთან და კანადასთან საქართველოს ერთიანი საგარეო პოლიტიკური კურსის თანამიმდევრული გატარება, ამ მიზნით შესაბამისი საქმიანობის განხორციელება და სამინისტროს ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია;

ე) აშშ-სთან და კანადასთან ორმხრივი საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ვ) უსაფრთხოების სფეროში ქვეყნებთან ორმხრივ საფუძველზე თანამშრომლობა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში წინადადებათა შემუშავება აშშ-ის მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის რეალიზაციის სრულყოფის მიზნით;

თ) საქართველოს საშინაო და საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის, კერძოდ, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის, მისი საინვესტიციო კლიმატისა და ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობის შესახებ აშშ-ში და კანადაში ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფა;

ი) აშშ-სთან და კანადასთან კულტურული ურთიერთობის განვითარება.

2. ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან პარტნიორული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება, მათთან პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის ხელშეწყობა, აღნიშნული რეგიონების ქვეყნებში მიმდინარე პროცესებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებების შესწავლის საფუძველზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ბ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საგარეო საქმიანობისა და კავშირურთიერ-თობის კოორდინაცია და მათი შეთანხმებული ურთიერთმოქმედების ხელშეწყობა დაფარვის რეგიონების სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში ერთიანი კურსის გატარების მიზნით;

გ) დიპლომატიურ საშუალებათა გამოყენება უცხოური საინვესტიციო კაპიტალისა და ტექნიკური დახმარების მოზიდვისა და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საერთაშორისო, რეგიონალური საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით;

დ) დადგენილი წესით საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების, შესრულების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ე) ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან საქართველოს ერთიანი საგარეო პოლიტიკური კურსის თანამიმდევრული გატარება და ამ მიმართულებით შესაბამისი საქმიანობის განხორციელება;

ვ) ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობის განვითარება.

3. დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისას სამმართველო უფლებამოსილია:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან მოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება სამმართველოს საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს;

ბ) საქართველოს საელჩოებიდან და დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება სამმართველოს საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს;

გ) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს დაუგზავნოს რეკომენდაციები კომპეტენციის სფეროში შემავალი მიმართულებებით საგარეო-პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების წარმართვისა და ხელშეწყობის თაობაზე;

დ) დეპარტამენტის და შემდგომ სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს ინფორმაცია აშშ-სთან, კანადასთან, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების კოორდინაციის თაობაზე;

ე) მოამზადოს ანგარიში სამმართველოს საქმიანობის სფეროში გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ;

ვ) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს გაუგზავნოს ინსტრუქციები და რეკომენდაციები იმ საკითხთა შესახებ, რომლებიც ამ დებულების შესაბამისად მიეკუთვნება სამმართველოს ფუნქციებსა და ამოცანებს.“;

დ) მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის დირექტორის და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წინაშე სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს სამმართველოს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

დ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამმართველოსათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან შეთანხმებით დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

ე) დეპარტამენტის დირექტორს და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ვ) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან შეთანხმებით წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) ასრულებს სამინისტროს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ვაშაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №49 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.07.2010.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №49 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №49 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 15.07.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №174. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.22.030.014874.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №49 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №49 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.07.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №49 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“, №174, 15.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.030.014874 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1020103/