„საბაჟო ორგანოების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 16 ნოემბრის №152 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.19.012.014.706
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის
უფროსის ბრძანება №12
2010 წლის 2 ივნისი
ქ. თბილისი
„საბაჟო ორგანოების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 16 ნოემბრის №152 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 16 ნოემბრის №152 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №134, მუხლი 1190) დამტკიცებულ „საბაჟო ორგანოების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი. 1 ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე დებულება შემუშავებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
2. დებულება განკუთვნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული ორგანოებისა და სამსახურის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.
3. დებულება არეგულირებს შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული ორგანოებისა და სამსახურის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის (შემდგომში – სამსახური) გადაცემის პირობებსა და წესებს.“.
2. მე-2 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საბაჟო ორგანო – შემოსავლების სამსახური (ცენტრალური აპარატი), მისი ტერიტორიული ორგანო (რეგიონული ცენტრი) და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შექმნილი შემოსავლების სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეული, რომლის ფუნქციაა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული პროცედურების, საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელება;“.
ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი და – შემოსავლების სამსახურის ის თანამშრომლები, რომლებსაც ეკისრებათ მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფა და ენიჭებათ შესაბამისი უფლება-მოვალეობანი.“.
3. მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად შემოსავლების სამსახური შეიმუშავებს და სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით ამტკიცებს შიდა ინსტრუქციას (შიდა კონტროლის წესს).“.
ბ) მე–2 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა1) ამ მუხლის მე–2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ პირთა შემოწმება ტერორისტთა და ტერო-რიზმის ხელშემწყობ პირთა სიის მიხედვით (აღნიშნული სია ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და სამსახურის მიერ ეგზავნება შემოსავლების სამსახურს).“
გ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შემოსავლების სამსახურში მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლების დანიშვნის ან შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების შექმნის საკითხები;“.
დ) მე–3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) რეგიონალური ცენტრებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის მიერ შედგენილი ანგარიშგების სპეციალური ფორმებისა და სხვა მასალების (ინფორმაციის) სამსახურში წარდგენის წესი.“
ე) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) რეგიონული ცენტრებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის მიერ შედგენილი ანგარიშგების სპეციალური ფორმებისა და სხვა მასალების (ინფორმაციის) სამსახურში წარდგენის წესი.
4. მე-6 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. შემოსავლების სამსახურის ვალდებულებანი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან
დაკავშირებით“.
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შემოსავლების სამსახური ვალდებულია ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნაღდი ფულის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი პირების მიერ შევსებული „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია“ შეინახოს მათ მიერ საბაჟო საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში. თუ საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი დოკუმენტებისა და ჩანაწერების შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. 6 წლის ვადით შენახვას ექვემდებარება აგრეთვე ამ დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგების სპეციალური ფორმები ელექტრონული სახით (ნაბეჭდი ფორმების შემთხვევაში – ეს უკანასკნელიც).“.
5. მე-7 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. შემოსავლების სამსახურის ვალდებულებანი ანგარიშგების ფორმების წარდგენასთან
დაკავშირებით“;
ბ) პირველი, მე-2 და 21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მიღებულ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ანგარიშგების სპეციალური ფორმებისა და სხვა სახით უგზავნის (წარუდგენს) სამსახურს.
2. სამსახურისათვის ინფორმაციის მიწოდება გულისხმობს მონიტორინგის განხორციელებაზე შემოსავლების სამსახურის პასუხისმგებელი თანამშრომლის ან ამ მიზნებისათვის შექმნილი სპეციალური სტრუქტურული დანაყოფის მიერ ანგარიშგების ფორმების შევსებასა და ელექტრონულად გაგზავნას (წარდგენას) ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესით. ნაბეჭდი ფორმით ანგარიშგების ფორმა სამსახურს ეგზავნება ამ დებულებით დადგენილი წესით ელექტრონული ფორმით მისი გაგზავნის შეუძლებლობის შემთხვევაში. ანგარიშგების ფორმა განსაზღვრულია ამ დებულების დანართის სახით (დანართი №1). ანგარიშგების ფორმა გაგზავნილი (ან წარდგენილ) უნდა იქნეს ფიზიკური პირის მიერ საბაჟო საზღვრის გადაკვეთიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
21. თუ ფიზიკური პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში, ან თუ არსებობს ვარაუდი ან წინასწარი ინფორმაცია, რომ ფიზიკური პირი დაკავშირებულია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირებთან, ან მის მიერ გადაადგილებული ნაღდი ფული ან/და ჩეკები ან/და სხვა ფასიანი ქაღალდები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ – ანგარიშგების ფორმა გაგზავნილ (ან წარდგენილ) უნდა იქნეს შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ანგარიშგების ფორმასთან ერთად სამსახურს უნდა მიეწოდოს შემოსავლების სამსახურის პასუხისმგებელი თანამშრომლის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი, ასევე, უნდა გატარდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.“.
გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნას.
დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ ანგარიშგების სპეციალური ფორმის გაგზავნა (წარდგენა) ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება ამ მუხლის მე–2 პუნქტში მითითებულ ვადებში, საბაჟო ორგანოს ხელთ არსებული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს კომუნიკაციის არსებული საშუალებით (ტელეფონით, ფაქსით, ელექტრონული ფოსტით). ზემოაღნიშნული საშუალებით ინფორმაციის მიწოდების მიუხედავად, შემოსავლების სამსახური ვალდებულია ინფორმაციის მიწოდებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა სამსახურს დადგენილი წესით გაუგზავნოს (წარუდგინოს) სათანადოდ შევსებული ანგარიშგების ფორმა, რომელშიც უნდა აღინიშნოს ინფორმაციის მიწოდების საშუალება, ზუსტი დრო, გამგზავნი და მიმღები პირები, აგრეთვე ანგარიშგების ფორმის დაგვიანებით წარდგენის მიზეზები.“.
ე) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის გაგზავნისას ანგარიშგების ფორმა უნდა დაიბეჭდოს ორ ეგზემპლიარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს შემოსავლების სამსახურის შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული, საბოლოო გადაწვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი, საამისოდ უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. ფორმის ერთი ეგზემპლიარი ეგზავნება სამსახურს, ხოლო მეორე რჩება შემოსავლების სამსახურში და ექვემდებარება შენახვას არა ნაკლებ 6 წლის განმავლობაში.
8. შემოსავლების სამსახური ვალდებულია აწარმოოს სამსახურისათვის გაგზავნილი (ან წარდგენილი) ანგარიშგების ფორმების აღრიცხვა, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ანგარიშგების თითოეული ფორმისათვის ინდივიდუალური ნომრის მინიჭებას. ანგარიშგების ფორმების ნუმერაცია უნდა იყოს თანმიმდევრული ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში და უნდა აისახებოდეს სპეციალურ ჟურნალში, რომლის გვერდები უნდა იყოს დანომრილი.“.
ვ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. თუ ანგარიშგების ფორმის რომელიმე გრაფაში არ არის საკმარისი ადგილი არსებული ინფორმაციის სრულად ჩასაწერად, ფორმას უნდა დაერთოს დამატებითი ელექტრონული ფურცელი (ფურცლები), რომელშიც დაწვრილებით აისახება საჭირო ინფორმაცია (მათ შორის ინფორმაცია იმ პირის შესახებ, რომელმაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაიტანა ან გადმოიტანა მონიტორინგს დაქვემდებარებული ნაღდი ფული და/ან ჩეკები და/ან სხვა ფასიანი ქაღალდები). თითოეული ფურცლის თავში უნდა მიეთითოს იმ ფორმის და გრაფის ნომრები, რომლის დანართსაც იგი წარმოადგენს. თითოეულ ფურცელზე მითითებული უნდა იყოს ინსტრუქციით განსაზღვრული, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი.“.
6. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მონაცემთა ბაზაში საბაჟო ორგანოების
საბაჟო საგუშაგოებისა და საბაჟო გამშვები პუნქტების შესახებ ინფორმაციის შეტანა
1. ნაღდი ფულის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების საქართველოში შემოტანისა და გატანის მონიტორინგის თაობაზე სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციისა და ანალიტიკური სამუშაოების განხორციელებისათვის, სამსახურის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად შექმნილი მონაცემთა ბაზის სრულყოფის მიზნით, შემოსავლების სამსახურის შესაბამისმა სამსახურმა სამსახურს უნდა წარუდგინოს ამ დებულებასთან ერთად დამტკიცებული (დანართი №2) „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საბაჟო საგუშაგოებისა და საბაჟო გამშვები პუნქტების აღრიცხვის ფორმა“ თითოეული საბაჟო საგუშაგოსა და საბაჟო გამშვები პუნქტის მიხედვით ცალ-ცალკე, რომელიც უნდა იყოს შევსებული სრულად და დამოწმებული შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის ხელმოწერით.
2. „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საბაჟო საგუშაგოებისა და საბაჟო გამშვები პუნქტების აღრიცხვის ფორმაში“ დაფიქსირებული ნებისმიერი ინფორმაციის (მათ შორის, მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის) შეცვლის შემთხვევაში შემოსავლების სამსახური ვალდებულია ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა აღრიცხვის ფორმის მეშ-ვეობით სამსახურს გადასცეს განახლებული ინფორმაცია.“.
7. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1 და დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. როინიშვილი
ნაწილი 1
დანართი №1
მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა საბაჟო
ორგანოებისათვის (N11)
გამოგზავნის მიერ მინიჭებული №---------------
ფმს-ში გამოგზავნის თარიღი --------------
პირველადი დამატებითი შეცვლილი ფმს-ს მიერ მინიჭებული №--------
მონაცემები ფიზიკური პირის შესახებ
| 1.1. სახელი |
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1.2. გვარი |
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1.3. დაბადების თარიღი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1.4. საცხოვრებელი ადგილი (კოდი, ქვეყანა, მისამართი) |
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1.5. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახეობა |
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1.6. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1.7. პირადი ნომერი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1.8. მოქალაქეობა (კოდი, ქვეყანა) |
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1.9. ქვეყანა საიდანაც ჩამოვიდა პიროვნება |
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1.10. ქვეყანა რომელშიც მიემგზავრება პიროვნება |
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1.11. მგზავრობის მიზანი |
| საქმიანი |
|
|
| პირადი | სხვა |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1.12. ეროვნული და უცხოური ვალუტის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების დასახელება
| ვალუტის კოდი | 1.13. ოდენობა (ღირებულება) | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
| ციფრებით | სიტყვიერად | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ჯამური ღირებულება ლარებში |
|
|
|
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| 1.14. ანგარიშგების ფორმის შემადგენლობა |
|
|
|
|
|
|
|
| რაოდენობა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ნაწილი 1 |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ნაწილი 2 |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| სულ ფურცლები |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||
|
|
| 1.15. ფორმის შევსების თარიღი |
|
|
| 1.16. უფლებამოსილი თანამშრომლის სახელი და გვარი (ხელმოწერა) |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ნაწილი 2
კონფიდენციალური
მონიტორინგს დაქვემდებარებული ანგარიშგების ფორმა საბაჟო
ორგანოებისათვის (№11)
გამოგზავნის მიერ მინიჭებული №---------------
ფმს-ში გამოგზავნის თარიღი --------------
ფმს-ს მიერ მინიჭებული №-------------
პირველადი დამატებითი შეცვლილი
დამატებითი ფურცელი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 2.1. ფორმის შევსების თარიღი |
| 2.2 უფლებამოსილი თანამშრმლის სახელი და გვარი (ხელმოწერა) | ||||
|
|
|
|
|
|
|
|
დანართი № 2
| საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საბაჟო საგუშაგოების, საბაჟო-გამშვები პუნქტების აღრიცხვის ფორმა | |||
| საბაჟო საგუშაგოს, საბაჟო-გამშვები პუნქტის სააღრიცხვო კოდი(1): | |||
| ნაწილი 1 | |||
| ფორმის სახე: პირველადი ქ შეცვლილი ქ
| |||
| 1. საბაჟო საგუშაგოს ან საბაჟო გამშვები პუნქტის სრული დასახელება: | |||
|
| |||
| 2. იურიდიული მისამართი: | |||
|
| |||
| (1) ივსება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ | |||
| ნაწილი 2 | |||
| 3. საბაჟო საგუშაგოს, საბაჟო-გამშვები პუნქტის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი(2) | |||
|
| |||
| თანამდებობა: | |||
| სახელი: | |||
| გვარი: | |||
| მამის სახელი: | |||
| ტელეფონი: | |||
| დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი): | |||
| დაბადების ადგილი: | |||
| პირადობის მოწმობის ნომერი: | |||
| პირადი ნომერი: | |||
| პირადობის მოწმობის გაცემის თარიღი (დღე, თვე, წელი): | |||
| პირადობის მოწმობის გამცემი ორგანო: | |||
|
| |||
| (2) იმ ხელმძღვანელის მონაცემები, რომლის უშუალო დაქვემდებარებაში იმყოფება მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეული | |||
| საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელის ხელმოწერა
| |||
| თარიღი: | |||
| ნაწილი 3 | |||
| 4. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული ან თანამშრომელი(3) | |||
| 4.1. დასახელება (სტრუქტურული ერთეულის შემთხვევაში): | |||
| 4.2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ან მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი | |||
| თანამდებობა: | |||
| სახელი: | |||
| გვარი: | |||
| მამის სახელი: | |||
| ტელეფონი: | |||
| ფაქსი: | |||
| ელექტრონული ფოსტა: | |||
| დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი): | |||
| დაბადების ადგილი: | |||
| პირადობის მოწმობის ნომერი: | |||
| პირადი ნომერი: | |||
| პირადობის მოწმობის გაცემის თარიღი (დღე, თვე, წელი): | |||
| პირადობის მოწმობის გამცემი ორგანო: | |||
|
| |||
| (3) იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი არის ერთზე მეტი თანამშრომელი, ნაწილი 3 ივსება თითოეული მათგანისათვის | |||
| ნაწილი 4 | |||
| 5. იმ პირის სახელი, გვარი, თანამდებობა და ხელმოწერის ნიმუში, რომელსაც შემოსავლების სამსახურის სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარსადგენი მასალების (მ.შ. ანგარიშგების ფორმების) შევსების (ხელმოწერის)უფლებამოსილება (4) | |||
|
| |||
|
| |||
|
| |||
|
| |||
| (4) იმ შემთხვევაში, თუ ასეთი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ერთზე მეტ თანამშრომელს, ნაწილი 4 ივსება თითოეული მათგანისათვის | |||
| საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელის ხელმოწერა: | |||
| თარიღი: | |||