„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1633 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№494
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.034.014720
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 64, 07/06/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.014.720

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №494

2010 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1633 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1633 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართის №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №9, №10, №11, №12, №16 და №17 პლანშეტები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ი. მერაბიშვილი

 

პლანშეტი 1

ყოველდღიური საზაფხულო ფორმა – დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი; შავი წინაფრიანი ქუდი (ან შავი კეპი); შავი ფერის პილოტური ქუდი, დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის კანტით; შავი ფერის ბერეტი; მუქი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ბერეტი; დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი; შავი ჰალსტუხი; თეთრი მაისური; შავი ფეხსაცმელი.

სახელმწიფო სპეციალური წოდების (შემდგომში – წოდება)  შესაბამისი  ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

 

 

პლანშეტი 2

 

ყოველდღიური საზაფხულო ფორმა – დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი; შავი წინაფრიანი ქუდი (ან შავი კეპი); შავი ფერის პილოტური ქუდი, დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის კანტით; შავი ფერის ბერეტი; მუქი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ბერეტი;  დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი; თეთრი მაისური; შავი ფეხსაცმელი.

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

 

 

პლანშეტი 3

 

ყოველდღიური საზაფხულო ფორმა – დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი; შავი ფერის კეპი, დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის მაისური მოკლე სახელოთი; თეთრი მაისური; შავი ფეხსაცმელი.

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

 

ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა

 

პლანშეტი №4

1. ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – დამცავი რუხი ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი; შავი პიჯაკი ღილკილოთი; შავი წინაფრიანი ქუდი; შავი ფერის პილოტური ქუდი, დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის კანტით; შავი ფერის ბერეტი; მუქი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ბერეტი; დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი; შავი ჰალსტუხი; თეთრი მაისური; შავი ფეხსაცმელი. (ან მაღალყელიანი დათბუნებული ფეხსაცმელი).

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

 

2. ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – დამცავი რუხი ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი; შავი მოკლე ქურთუკი: შავი წინაფრიანი ქუდი (ან შავი კეპი); შავი ფერის პილოტური ქუდი, დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის კანტით; შავი ფერის ბერეტი; მუქი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ბერეტი;  დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი; შავი ჰალსტუხი; თეთრი მაისური; შავი ფეხსაცმელი.

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

 

პლანშეტი №5

 

ყოველდღიური ზამთრის ფორმა – დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი; შავი მოკლე დათბუნებული ქურთუკი; შავი წინაფრიანი ქუდი (ან შავი კეპი); შავი ფერის ბერეტი; დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი; შავი ჰალსტუხი; თეთრი მაისური; შავი ფეხსაცმელი.

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

 

 

 

ყოველდღიური ზამთრის ფორმა

 

პლანშეტი №6

 

1. ყოველდღიური ზამთრის ფორმა – დამცავი რუხი ფერის ლამპასიანი  შავი ფერის შარვალი; შავი ფერის პალტო; შავი წინაფრიანი ქუდი; შავი ფერის პილოტური ქუდი, დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის კანტით; შავი ფერის ბერეტი; მუქი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ბერეტი; დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი; რუხი ფერის ყელსახვევი; თეთრი მაისური; შავი ფეხსაცმელი (ან მაღალყელიანი დათბუნებული ფეხსაცმელი).

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

2. ყოველდღიური ზამთრის ფორმა – დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ლამპასიანი  შავი ფერის შარვალი. შავი გრძელი დათბუნებული ქურთუკი; შავი ფერის დათბუნებული კეპი; შავი ფერის პილოტური ქუდი, დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის კანტით; შავი ფერის ბერეტი; მუქი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ბერეტი; თეთრი მაისური; შავი ფეხსაცმელი (ან მაღალყელიანი დათბუნებული ფეხსაცმელი).

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

 

 

პლანშეტი №7

ყოველდღიური ზამთრის ფორმა – დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ლამპასიანი შავი ფერის შარვალი; შავი წინაფრიანი ქუდი; შავი ფერის ბერეტი; მუქი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის სვიტერი; შავი ფეხსაცმელი (ან მაღალყელიანი დათბუნებული ფეხსაცმელი).

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

 

ყოველდღიური სპეციალური ფორმა

 

პლანშეტი №9

 

1. ყოველდღიური სპეციალური ფორმა – შავი ფერის საველე ქურთუკი; შავი ფერის საველე შარვალი; შავი ფერის მაისური; შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

2. ყოველდღიური სპეციალური ფორმა – კომუფლირებული საველე ქურთუკი; კომუფლირებული მაისური; შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

3. შავი ფერის ბერეტი; მუქი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის ბერეტი.

 

 

 

ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა მოსამსახურე ქალებისათვის

 

პლანშეტი №10

1. ყოველდღიური ზაფხულის ფორმა მოსამსახურე ქალებისათვის – შავი ფერის ქვედაბოლო ან შავი ფერის შარვალი; დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის მაისური მოკლე სახელოთი; შავი ფეხსაცმელი.

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

2. ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა მოსამსახურე ქალებისათვის – შავი ფერის ქვედაბოლო ან შავი ფერის შარვალი; დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი; მუქი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის სვიტერი: შავი ფეხსაცმელი.

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

3. ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა მოსამსახურე ქალებისათვის – შავი ფერის ქვედაბოლო ან შავი ფერის შარვალი; შავი ფერის პიჯაკი; დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი; შავი ფეხსაცმელი.

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

4. ყოველდღიური ზამთრის ფორმა მოსამსახურე ქალებისათვის – შავი ფერის ქვედაბოლო ან შავი ფერის შარვალი; შავი ფერის ქურთუკი; დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის პერანგი; მუქი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის სვიტერი; შავი ფეხსაცმელი.

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

5. შავი ფერის პილოტური ქუდი დამცავი (რუხი-მწვანე ტონალობის) ფერის კანტით.

                                 

 

პლანშეტი №11

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი)  ემბლემა არის ჰერალდიკურ ფარზე ლაჟვარდისფერ (ლურჯ)  ველზე  მდებარე კომპოზიცია, რომელიც  წარმოადგენს ორ გადაჯვარედინებულ ოქროს აფთზე  გამოსახულ ჰერალდიკურ ფარს, რომლის მეწამულ (წითელ) ველზე  გამოსახულია მარჯვნივ მიმართული ლომი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გერბი. ფარს აგვირგვინებს „ივერიული“ გვირგვინი – საქართველოს სახელმწიფო გერბის დეტალი. ფარის ქვედა ნაწილში ვერცხლის სადევიზო ბაფთაზე გამოსახულია წარწერა: „დაცვის პოლიციის დეპარტამენტი“.

2. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სტილიზებული ემბლემა.

3. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დროშა წარმოადგენს მართკუთხა  ქსოვილს, პროპორციით 2/3, რომელსაც ირიბად გაჰკვეთს და გადაკვეთს ორმაგი ნარინჯისფერი ჯვარი, რომლის ცენტრში გამოსახულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სტილიზებული ემბლემა.

 

 

პლანშეტი №12

1. ქუდის ემბლემა (კოკარდა) – სტილიზებული ჰერალდიკური ფარი, რომლის წითელ (მეწამულ) ველზე გამოსახულია ორი გადაჯვარედინებული ყვითელი (ოქროს) აფთი.

2. ქუდის ემბლემა (კოკარდა)  – ფონი – ვერცხლისფერი შვიდქიმიანი სხივებიანი ვარსკვლავი. მასზე გამოსახულია სახელმწიფო გერბის ოქროსფერი სტილიზებული კომპოზიცია. ჰერალდიკურ  ფარზე ამოტვიფრულია ლაჟვარდისფერ ველზე გადაჯვარედინებული აფთები. უპყრიათ ფარისმტვირთველებს – ლომებს, რომლებიც დგანან სადევიზო ბაფთაზე, რომელზედაც ამოტვიფრულია შავი მინანქრით წარწერა “დაცვის პოლიცია“ და ინგლისურ ენაზე “POLICE“.

3. სამკერდე ემბლემა – სტილიზებული ჰერალდიკური ფარი. ცენტრში მრგვალი მედალიონი, რომლის ოქროს ველზე გამოსახულია ორ გადაჯვარედინებულ აფთზე განთავსებული ოქროსფერი ჰერალდიკური ფარი მეწამულ (წითელ) ველზე გამოსახული ოქროსფერი ლომით – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ემბლემა. მას აგვირგვინებს “ივერიული“ გვირგვინი. მედალიონის გარშემო ლურჯ (ლაჟვარდოვან) ველზე არის ოქროსფერი წარწერა “დაცვის პოლიცია“ და ინგლისურ ენაზე “POLICE“.

4. სამკლავური ემბლემა – სტილიზებული ჰერალდიკური ფარი. შავ ველზე, რომელსაც გარს არტყამს ოქროსფერი (ყვითელი) კანტი, გამოსახულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ემბლემა – ორ გადაჯვარედინებულ აფთზე განთავსებული ოქროსფერი ჰერალდიკური ფარი, რომელზედაც გამოსახულია მეწამულ (წითელ) ველზე  გამოსახული ლომი. კომპოზიციის ზედა მხარეს არის ოქროსფერი (ყვითელი) წარწერა „საქართველო“, ქვედა ნაწილში კი ოქროსფერ (ყვითელ) სადევიზე ბაფთაზე – “დაცვის პოლიციის დეპარტამენტი“.

 

 

 

საზაფხულო და ზამთრის ყოველდღიური საავიაციო უშიშროების ფორმა მოსამსახურე კაცებისათვის

 

პლანშეტი №16

     საზაფხულო და ზამთრის ყოველდღიური საავიაციო უშიშროების ფორმა მოსამსახურე კაცებისათვის – შავი ფერის ქურთუკი, ლურჯი ფერის გრძელსახელოებიანი და მოკლესახელოებიანი ნაქსოვი პულოვერი, ლურჯი ფერის ჟილეტი, გაწყობილი ამრეკლი ზოლებით, სასიგნალო ჟილეტი, ნაცრისფერი გრძელსახელოებიანი და მოკლესახელოებიანი პერანგი, საწვიმარი ლაბადა, რომლებზეც გამოსახულია წარწერები ქართულ და ინგლისურ ენებზე – „დაცვის პოლიცია“, „AVIATION SECURITY”; შავი ფერის კლასიკური შარვალი, შავი ფერის პილოტური ქუდი სტაფილოსფერი კანტით, შავი წინაფრიანი ქუდი (ან შავი კეპი), წითელი (მეწამული) ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი.

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა.

 

 

საზაფხულო და ზამთრის ყოველდღიური საავიაციო უშიშროების ფორმა მოსამსახურე ქალებისათვის

 

პლანშეტი №17

საზაფხულო და ზამთრის ყოველდღიური საავიაციო უშიშროების ფორმა მოსამსახურე ქალებისათვის – შავი ფერის ქურთუკი, ლურჯი ფერის გრძელსახელოებიანი და მოკლესახელოებიანი ნაქსოვი პულოვერი, ლურჯი ფერის ჟილეტი, გაწყობილი ამრეკლი ზოლებით, სასიგნალო ჯილეტი, ნაცრისფერი გრძელსახელოებიანი და მოკლესახელოებიანი პერანგი, საწვიმარი ლაბადა, რომლებზეც გამოსახულია წარწერები ქართულ და ინგლისურ ენებზე – „დაცვის პოლიცია“, „AVIATION SECURITY“;  შავი ფერის კლასიკური შარვალი ან შავი ფერის კლასიკური ქვედაბოლო, შავი ფერის პილოტური ქუდი სტაფილოსფერი კანტით, წითელი (მეწამული) ჰალსტუხი, შავი ფეხსაცმელი.

წოდების შესაბამისი ფურნიტურა და ატრიბუტიკა