„ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№452
სარეგისტრაციო კოდი
200130000.22.033.014712
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 64, 07/06/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.130.000.22.033.014.712

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №452

2010 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

„ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 მარტის №194 ბრძანებაში (სსმ III, 03.04.2009წ., №42, მუხ. 488) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1

დამტკიცდეს ინსტრუქცია „ქონების გადასახადის  გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ თანდართულ დანართებთან ერთად (დანართი №1, №2, №3, №4, №7, №8).“.

2. ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ფიზიკურ პირთან მიმართებაში საგადასახადო ორგანო. ამ მიზნით გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 მაისისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი მიწის შესახებ შეიტანება მიმდინარე საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით და მასში აისახება მხოლოდ მიწის ნაკვეთის მდებარეობა, კატეგორია, ფართობი და შეღავათი (დანართი №3).“.

3. ამოღებულ იქნეს ბრძანებით დამტკიცებული დანართი №5 და დანართი №6.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 03.06.2010.
როდის იქნა მიღებული „ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
„ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 03.06.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №452. სარეგისტრაციო კოდი — 200130000.22.033.014712.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.06.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №452, 03.06.2010, სარეგისტრაციო კოდი 200130000.22.033.014712 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1020822/