,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№125
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.10.003.000.259
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 92, 05/08/2005

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №125

2005 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი  ვადაგადაცილებულ საგადასახადო და  სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ბოლო დროს ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების გამო ,,საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 დადგენილების (სსმ III, 2004 წ., №58, მუხლი 501) პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

ნიკა გილაური –            საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი

გრიგოლ გობეჯიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ლაშა გოცირიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

კონსტანტინე კემულარია – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ირაკლი კოვზანაძე – საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდო-მარე

ნიკოლოზ ლეკიშვილი – საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე

დავით ნატროშვილი – სსიპ ,,საწარმოთა მართვის სააგენტოს” თავმჯდომარე

ვაჟა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებუ-ლების – საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე

მიხეილ სვიმონიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

ირაკლი სირაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის მდივანი

ზაზა სოფრომაძე          – სსიპ ,,საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის” გენერალური დირექტორი

ირაკლი ჩოგოვაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.”.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი          ზ. ნოღაიდელი