„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში დამატების და ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№175
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 80, 06/07/2010

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №175

2010 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების  დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში დამატების და ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №54, მუხლი 462) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) იღებს გადაწყვეტილებებს სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა წახალისების შესახებ;“;

ბ) მე-6 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ვ) სათათბირო ორგანოს საქმიანობასა და სხდომის ოქმების წარმოებას უზრუნველყოფს სამინისტროს ბიურო;“.

2. მე-8 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„დ) სამინისტროს ბიურო;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„3. სახელმწიფო ხაზინა მისთვის დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს სახელმწიფო ხაზინის ცენტრალურ აპარატში შემავალი დეპარტამენტებისა და რეგიონალური ხაზინების მეშვეობით, რომელთა დებულებას ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.

4. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

     „მუხლი 25

სამინისტროს ბიუროს ძირითადი ამოცანებია:

ა) მინისტრისა და მისი მოადგილეების საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სხვა უწყებებთან საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობის მიღება;

გ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ეროვნული უშიშროების საბჭოდან, საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან და საქართველოს პარლამენტიდან შემოსული საკონტროლო დავალებების, მინისტრის სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილებებისა და მინისტრის ბრძანებების შესრულების კონტროლი;

დ) მინისტრის სახელზე შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა და დამუშავება, მინისტრის რეზოლუციათა პროექტების მომზადება;

ე) მინისტრის სათათბირო საბჭოს სხდომებისა და სამინისტროში გამართული თათბირების ორგანიზაცია დადგენილი წესით;

ვ) პროტოკოლის წარმოება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა;

თ) სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობისა და დემოკრატიზაციის უზრუნველყოფა;

ი) სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებათა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების კოორდინირებული საქმიანობის უზრუნველყოფა;

კ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით ფინანსთა სამინისტროს როლისა და მნიშვნელობის განმარტება სახელმწიფო პოლიტიკის, მისი პრიორიტეტების, ეკონომიკური რეფორმების პროცესში;

ლ) სამინისტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მათი მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდება;

მ) სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების, მიღებულ გადაწყვეტილებათა შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება;

ნ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;

ო) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

პ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვადასხვა საკითხებზე მუშაობა.“.

5. 29-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 15 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრი    ნ. გილაური