„2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№261/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.014989
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 100, 17/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.014.989

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება№261/ნ

2010 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

„2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

  მუხლი 1.

 „2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანების (სსმ III, 22.12.2009წ., №156, მუხ. 1876) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ №4-ში „ფთიზიატრიული მომსახურების სახელმწიფო პროგრამა“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. რეზისტენტული ტუბერკულოზის სფეროში მართვის სრულყოფის ღონისძიებების კომპონენტის ფარგლებში ხორციელდება:

ა) რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების მკურნალობის ამბულატორიულ ფაზაში მკურნალობაზე დამყოლობის უზრუნველსაყოფად, პაციენტების სამედიცინო დაწესებულებაში და პირველადი ჯანდაცვის მედდების პაციენტთან სახლში ვიზიტების ტრანსპორტირება;

ბ) ტუბერთეულებთან არსებული ნახველის შემგროვებელი პუნქტებიდან ბაქტერიოსკოპიულ ლაბორატორიაში და ცენტრალურ რეფერენსლაბორატორიაში მასალის ტრანსპორტირება;

გ) ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა;

დ) პენიტენციალური სისტემის სუპერვიზიით უზრუნველყოფა;

ე) სოციალური მუშაკის დახმარება კონსულტაცია;

ვ) პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ფთიზიატრის მიერ ზედამხედველობა.“.

2. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–4 პუნქტი:

„4. რეზისტენტული ტუბერკულოზის სფეროში მართვის სრულყოფის ღონისძიებების კომპონენტის დაფინანსება წარმოებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, ერთი თვის ხარჯი შეადგენს 73 650 ლარს.“

3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 7. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 8 094.6 ათასი ლარით:

 

№

კომპონენტი

ბიუჯეტი (ათას

ლარებში)

1.

ამბულატორიული მომსახურება

2 306.6

2.

რეფერენს კონტროლის კომპონენტი

244.0

3.

ზედამხედველობის კომპონენტი (სუპერვიზია)

80.0

4.

DOT სამსახურის უზრუნველყოფის კომპონენტი

460.0

5.

სტაციონარული მომსახურება (მ.შ. რეზისტენტული ფორმების მკურნალობა (ქ.თბილისი, ქ. ზუგდიდი, აბასთუმანი)

4 709.4

6.

რეზისტენტული ტუბერკულოზის სფეროში მართვის სრულყოფის ღონისძიებები    

294.6

 

სულ   

8 094.6

 

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. კვიტაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.08.2010.
როდის იქნა მიღებული „2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
„2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.08.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №261/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.22.035.014989.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.08.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №261/ნ, 16.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.014989 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.08.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1021219/