„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
140.120.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 10, 23/01/2008

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №16

2008 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა თანამდეობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში (სსმ III, 2003 წ., №126, მუხ. 1050) შეტანილ იქნეს ცვლილებები და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული ნუსხის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში:

1. მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე;

2. სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი;

3. სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე;

4. გენერალური ინსპექციის უფროსი;

5. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე;

6. სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი;

7. სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

8. სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მოსამსახურეები;

9. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი;

10. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე;

11. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დეპარტამენტის უფროსი;

12. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

13. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე;

14. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები;

15. სახმელეთო ჯარების სარდალი, სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილე, სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსი;

16. სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი, სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის მოადგილე, სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბის უფროსი;

17. სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი, სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის მოადგილე, სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბის უფროსი;

18. საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორი;

19. ეროვნული სასწავლო ცენტრის „კრწანისის“ უფროსი, სასწავლო ცენტრის „კრწანისის“ უფროსის მოადგილე, შტაბის უფროსი;

20. სამშვიდობო ძალების შტაბის უფროსი, მისი მოადგილე, სამშვიდობო ძალების შტაბის საქართველოში სამშვიდობო წარმომადგენლობების უფროსები.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.01.2008.
როდის იქნა მიღებული „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 17.01.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №16. სარეგისტრაციო კოდი — 140.120.000.08.002.004.
სად არის „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.01.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №16, 17.01.2008, სარეგისტრაციო კოდი 140.120.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.01.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/102142/