„2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.014.749
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №169/ნ
2010 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
„2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„2010 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 22 დეკემბრის №424/ნ ბრძანების (სსმ III, 22.12.2009წ., №156, მუხ. 1876) პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ №10-ში „დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამა“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სამკურნალო-პროფილაქტიკური გასინჯვების ქვეკომპონენტი (მათ შორის საქართველოს სამთო-სათხილამურო ჩემპიონატში მონაწილე ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის პროფილაქტიკური შემოწმება)“.
2. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:
„მ) ნარკომანიის პრევენცია – ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის ქვეკომპონენტი“.
3. მე-19 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ავადობის აქტიური გამოვლენის მიზნით საქართველოს მოსახლეობის სამკურნალო-პროფილაქტიკური (მათ შორის ინსტრუმენტული) გასინჯვების ჩატარება ექიმ-სპეციალისტთა მიერ, მათ შორის, საქართველოში სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მოთხილამურე ბავშვთა და მოზარდთა სამკურნალო-პროფილაქტიკური შემოწმების ჩატარება;“.
4. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები:
„მ) საქართველოს სამთო-სათხილამურო ჩემპიონატში მონაწილე ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის პროფილაქტიკური შემოწმება მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს: სიმაღლის, წონის, გულისცემის, არტერიული წნევის, ხერხემლის მდგომარეობისა და ბრტყელტერფიანობის შეფასება. საჭიროების შემთხვევაში დამატებითი გამოკვლევების (დატვირთვით ელექტროკარდიოგრამის გადაღება, ექოკარდიოგრაფია, მუცლის ღრუს ექოსკოპია, კომპიუტერული ტომოგრაფია) ჩატარებას. სპორტსმენთა ფიზიკური მდგომარეობის შეფასება განხორციელდება სამთო-სათხილამურო კურორტზე და შავი ზღვის სანაპიროზე ჩატარებული შეკრებების დროს, საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე შეკრებების წინ და შემდგომ პერიოდებში“;
ნ) ნარკომანიის პრევენცია – ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა მოიცავს 12-13 წლის მოზარდების შემეცნებით-გამაჯანსაღებელ ღონისძიებათა კომპლექსს. კერძოდ, ინტელექტუალურ და ფიზიკურ აქტივობებს, ლექცია-სემინარებს ნარკომანიის თემაზე და ა. შ. მოცემული ღონისძიებების მიზანს წარმოადგენს ანტინარკოტიკული აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო პროფილაქტიკური ღონისძიებების უწყვეტობისა და კომპლექსურობის ცხოვრებაში დამკვიდრება“.
5. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრა 2 163.6 ათასი ლარით, №1 ცხრილის შესაბამისად:
ცხრილი №1 . დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის ხელშეწყობის კომპონენტი
| № | ქვეკომპონენტის დასახელება | ბიუჯეტი (ათას ლარებში) | ანაზღაურების წესი | ბენეფიციარები |
| 1 | სამკურნალო-პროფილაქტიკური გასინჯვების ქვეკომპონენტი, მ.შ: | 500.9 |
| მიზნობრივი ჯგუფები |
| 1.1 | მოთხილამურე ბავშვთა და მოზარდთა სამკურნალო-პროფილაქტიკური შემოწმების ჩატარება სამთო- სათხილამურო კურორტზე და შავი ზღვის სანაპიროზე | 94.0 | გლობალ ბიუჯეტი (ერთი ბენეფიციარის კომპლექსური კვლევის გასაშუალოებული ფასი შეადგენს 389 ლარს) | სპორტსმენთა ჯგუფი |
| 2 | ტრანსპლანტაციის რეესტრის წარმოების ქვეკომპონენტი | 25.0 | გლობალბიუჯეტი | ქვეყნის მთელი მოსახლეობა |
| 3 | კიბოს რეესტრის წარმოების ქვეკომპონენტი | 34.0 | გლობალბიუჯეტი | ქვეყნის მთელი მოსახლეობა |
| 4. | ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევის ქვეკომპონენტი | 50.4 | შესრულებული სამუშაოს მიხედვით, გამოკვლევების ფასი განისაზღვრება ცხრილი 3-ის შესაბამისად | ქ.თბილისში დაბადებული ყველა ახალშობილი |
| 5 | სქესობრივად გადამდებ დაავადებათა პროფილაქტიკის ქვეკომპონენტი | 150.0 | შესრულებული სამუშაოს მიხედვით, გამოკვლევების ფასი განისაზღვრება ცხრილი 4-ის შესაბამისად | რისკ-ჯგუფები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე |
| 6 | ქალთა დისჰორმონული ოსტეოპოროზის პროფილაქტიკის ქვეკომპონენტი | 25.0 | გლობალბიუჯეტი | მიზნობრივი ჯგუფები |
| 7 | საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამა „პატრიოტით” განსაზღვრული სამედიცინო ღონისძიებების უზრუნველყოფის ქვეკომპონენტი | 50.0 |
|
|
| 8 | ძუძუს კიბოს სკრინინგის ქვეკომპონენტი | 676.8 | შესრულებული სამუშაოს მიხედვით, გამოკვლევების ფასი განისაზღვრება გასაშუალოებული სტანდარტით და შეადგენს 24 ლარს თითოეულ გამოკვლეულ ქალზე | იმერეთის, აჭარის, კახეთის და ქვემო ქართლის მოსახლეობა |
| 9 | 0-3 წლამდე ასაკის ბავშვთა გლობალური განვითარების ხელშეწყობის კომპონენტი | 270.0 | გლობალბიუჯეტი | ქ. თბილისში მცხოვრები 0–3 წლამდე ასაკის ბავშვები |
| 10 | ზრდის ჰორმონის დეფიციტისა და ტერნერის სინდრომის მქონე ბავშვთა და მოზარდთა ზრდაში ჩამორჩენის პროფილაქტიკის ქვეკომპონენტი | 307.5 |
| მიზნობრივი ჯგუფები |
| 11 | რეპროდუქციული ასაკის ქალთა კარდიო-ვასკულარული სიკვდილობის კვლევის ქვეკომპონენტი | 25.0 | გლობალბიუჯეტი | მიზნობრივი ჯგუფები |
| 12 | ნარკომანიის პრევენცია – ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის ქვეკომპონენტი“ | 49.0 | გლობალბიუჯეტი | მიზნობრივი ჯგუფები |
|
| სულ | 2 163.6 |
|
|
ცხრილი 2 . ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევა
| № | ღონისძიების დასახელება | ერთეულის ფასი (ლარებში) |
| 1 | სმენის სკრინინგი | 2,0 |
| 2 | კომპიუტერული აუდიომეტრია | 60 |
| 3 | ტიმპანომეტრია | 6 |
ცხრილი 3 . სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა პროფილაქტიკის ქვეკომპონენტი
| № | ღონისძიების დასახელება | ფასი |
| 1 | სიფილისის ექსპრეს-დიაგნოსტიკა დერმატოლოგიური პროფილის ავადმყოფებში (14-65 წლამდე) | 5 ლარი |
| 2 | სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკა რისკ-ჯგუფებში (კონტაქტი, წყარო) (17-20 წლამდე) | 31 ლარი |
| 3 | სხვა ხარჯი (მათ შორის მივლინება, საწვავი, საკანცელარიო და სხვა) | 10000 ლარი |
შენიშვნა: 1. საპრეზიდენტო ნაციონალური პროგრამა „პატრიოტით“ განსაზღვრული სამედიცინო ღონისძიებების უზრუნველყოფის ქვეკომპონენტის ფარგლებში განსაზღვრულია პატრიოტთა 6 ბანაკის მომსახურება 5 თვის განმავლობაში.
2. თითოეული ბანაკისათვის ყოველთვიურად შეისყიდება მედიკამენტები და სამედიცინო დანიშნულების საგნები (ცხრილი 5) არაუმეტეს 1000 ლარის ფარგლებში.
თითოეულ ბანაკს ყოველთვიურად ემსახურება ერთი ექიმი. ყოველთვიურად ექიმის სახელფასო ფონდი განისაზღვრება 600 ლარით.
ცხრილი 4. მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების ნუსხა
| № | დასახელება | დოზა | ერთეული | რაოდენობა |
| 1. | იმოდიუმი | 2მგ | კაფს. | 30 |
| 2. | ბარალგინი | 5მლ | ამპ. | 15 |
| 3. | ბარალგინი | 500მგ | ტაბ. | 20 |
| 4. | პარაცეტამოლი | 500მგ | ტაბ. | 30 |
| 5. | სუპრასტინი | 2% 1მლ | ამპ. | 10 |
| 6. | სუპრასტინი | 25მგ | ტაბ. | 20 |
| 7. | სალბუტამოლის სულფატი-ინჰალაციური აეროზოლი | 100მკგ200დ | ბალონი | 2 |
| 8. | კორვალოლი | 25მლ | ფლაკონი | 3 |
| 9. | ვალერიანის წვეთები | 30მლ | ფლაკონი | 3 |
| 10. | დროტავერინის ჰ/ქ (ნო-შპა) | 40მგ | ტაბ. | 2 კოლოფი |
| 11. | კოფეინი | 10% 1მლ | ამპ. | 5 |
| 12. | გააქტივებული ნახშირი | 250მგ | ტაბ. | 40 |
| 13. | დექსამეტაზონი | 4მგ/მლ | ამპ. | 10 |
| 14. | პრედნიზოლონი | 30მგ/მლ | ამპ. | 10 |
| 15. | სპირტი | 96% | 1მლ | 800 |
| 16. | რეჰიდრონი |
| პაკეტი | 20 |
| 17. | ამოქსიცილინი | 500მგ | ტაბ./კაფს. | 30 |
| 18. | ამინოკაპრონის მჟავა | 5%-100მლ | ფლაკონი | 1 |
| 19. | წყალბადის ზეჟანგი | 3% 40მლ | ფლაკონი | 5 |
| 20. | ბამბა |
|
| 10 შეკვრა |
| 21 | აცეტილსალიცილის მჟავა | 300მგ | ტაბლეტები | 10 |
| 22 | ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი | 5%, 1ლ | ფლაკონი | 1 |
| 23 | იოდი | 10%, 200მლ | ფლაკონი | 1 |
| 24 | ტეტრაციკლინი HCL | 1%, 5მგ | თვალის მალამო | 1 |
| 25 | მარლის ბინტი | 10X10სმ, 100%ბამბა, 8-ფენა, სტერილური, | ყუთი/100 | 1 |
| 26 | მარლის ბინტი | 10X10სმ, 12-ფენა, სტერილური | ყუთი/5 | 10 |
| 27 | მარლის ბინტი | 10X10სმ, სტერილური, პარაფინით | ყუთი/10 | 1 |
| 28 | მარლის ლენტა | 8სმX4მ, ინდივიდუალურად შეხვეული |
| 8 |
| 29 | ელასტიური ბინტი | 8სმX4მ |
| 2 |
| 30 | ხელთათმანები სამედიცინო გასინჯვისათვის | ერთჯერადი, ლატექსი, არასტერილური | ყუთი/100 | 1 |
| 31 | ლეიკოპლასტირი | 2.5სმX5მ ცინკის ოქსიდატით |
| 2 |
| 32 | ლეიკოპლასტირი | 7.5X5მ, ცინკის ოქსიდატით |
| 1 |
| 33 | საოპერაციო მაკრატელი | 14 სმ |
| 1 |
| 34 | დანის ბასრი პირი | 1 | პაკეტი/5 | 1 |
| 35 | ჰემოსტატიური ქირურგიული პინცეტი | კოხერი 14 სმ, სწორი, 1X2 კბილანით | ყუთი | 1 |
| 36 | კორცანგი | 15.5 სმ |
| 1 |
| 37 | ფოლგაში შეხვეული 220X160სმ გადასაფარებელი (rescue blanket) |
|
| 1 |
| 38 | ტუალეტის საპონი | 100გრ |
| 1 |
| 39 | საპნის ყუთი | 110X70X35მმ |
| 1 |
| 40 | უსაფრთხო ქინძისთავები | საშუალო ზომის (40მმ) სწორი, ნიკელით დაფარული | ყუთი | 1 |
| 41 | პირსახოცი | 42X50 სმ, 100% ბამბა |
| 1 |
| 42 | მედიკამენტების ჩანთა | 13X20სმ, პლასტიკი | პაკეტში/10 | 1 |
| 43 | მრავალმხრივი დანიშნულების ჩანთა | 40X32X20სმ |
| 1 |
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ი. გიორგობიანი