შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 27 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №15
2010 წლის 17 სექტემბერი
დ. შუახევი
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 27 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,
1.,,შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 27 ივლისის № 12 დადგენილებ ით დამტკიცებულ დებულებაში (რეგლამენტში) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) მე-3 მუხლის:
ა.ა. მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების მიზნით ხელშეკრულების დამტკიცება;“;
ა.ბ. მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენა და გარე რეკლამის გავრცელების გეგმის დამტკიცება;“;
ა.გ. მე-11 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მუნიციპალური არქივის შექმნა და საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა;“;
ბ) შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) მე-17 მუხლის მეორე პუნქტის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შ) გამგებლის წარდგინებით საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადგილობრივი შესყიდვების გეგმას; ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად ქმნის სატენდერო კომისიას, ნიშნავს სატენდერო კომისიის თავმჯდომარეს, გამგებლის წარდგინებით ხელს აწერს შესყიდვების ხელშეკრულებებს;“;
გ) შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) 107-ე მუხლის მეშვიდე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7) საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი საკრებულოს აპარატის უფროსის, ან/და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის (თუ საკითხი შეტანილია საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, გამგებლის წინადადებით) უფროსისა და რედაქტორის ვიზირების შემდეგ საკრებულოს მიერ მიღებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად;“
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. ამაღლობელი