"შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 27 ივლისის №13 დადგენლებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №16
2010 წლის 17 სექტემბერი
დაბა შუახევი
„შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 27 ივლისის №13 დადგენლებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. „შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 27 ივლისის №13 დადგენილებ ით(გამოქვეყნებ უ ლი– საკანონმდებლო მაცნე,№11, 2010 წლის 13 აგვისტო) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნ ე ს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ყ) გასცემს მშენებლობის ნებართვას და გამგებლის მიერ მომზადებული წინადადებების შესაბამისად გამგეობას აძლევს თანხმობას იმ სამუშაოთა განხორციელების თაობაზე, რომელიც უკავშირდება მშენებლობებსა და საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებას, თუ ამ სამუშაოთა განხორციელება არ მოითხოვს მშენებლობის ნებართვის გაცემას;“;
ბ) დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ, ქვეპუნქტების ანბანური ნუმერაცია გაგრძელდეს შემდეგი თანმიმდევრობით: „პ), ჟ), რ)“ და ამავე პუნქტის ახალი ნუმერაციით „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) გამგეობას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს დროებით ი კომისიების შექმნის შესახებ;“;
გ) დებულების მე-10 მუხლის:
გ.ა) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) განსაზღვრავს მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
გ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი მოხელე.“;
დ) დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური;“;
ე) დებულების მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ძირითადი ფუნქციები
გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.“;
ვ) დებულების მე-20 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოსათვის დაკავშირებულ საკითხებზე გამოცემული საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებებისა და გამგებლის ბრძანებების ფორმები, აგრეთვე ოფიციალური წერილების ბლანკის ფორმები (მათ აღწერილობასთან ერთად) მტკიცდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. ხოლო, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების და საჯარიმო ქვითრის ფორმები (მათ აღწერილობასთან ერთად) მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით.“;
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. ამაღლობელი