შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.09.2010
ძალის დაკარგვა 18.02.2015
გამომცემი ორგანო შუახევის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.135.016003
გამოქვეყნების წყარო სსმ, 34, 06/10/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,732 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.09.2010 მიღება
18.02.2015 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:TTE238BA08t00; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2xml, li.satauri2xml, div.satauri2xml {mso-style-name:satauri2_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.petitixml, li.petitixml, div.petitixml {mso-style-name:petiti_xml; margin-top:.5pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-style:italic;} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:27.0pt 28.3pt .25in 67.5pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 2010 წლის 17 სექტემბერი დაბა შუახევი შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  1. დამტკიცდეს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 29 დეკემბრის №12 დადგენილება „შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“. 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე             ნ. ამაღლობელი დანართი შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის  დებულება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური 1. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომში  – ადმინისტრაციული სამსახური) წარმოადგენს შუახევის მუნიცი­პა­ლიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორ­ციელებს გამგეობის საქმიანობის ორგა­ნიზაციულ, იური­დიულ, დოკუმენტურ, ანალიტიკურ, საინ­ფორმაციო, საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნ­ველყოფას. 2. ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციაა უზრუნველყოს გამგეობის საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, გაუწიოს დახმარება გამგეობას უფლებამოსილების განხორციელებაში, მიაწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია გამგეობის საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოს მოქა­ლა­ქეთა ურიერთობა გამგეობასთან. 3. ადმინისტრაციული სამსახური წარმოადგენს გამგეობის მუდმივმოქმედ, მუდ­მივი და ანაზღაურებადი შტატების საფუძველზე შექმნილ სამ­სა­ხურს. 4. აპარატი არ არის იურიდიული პირი. ადმინისტრაციულ სამსახურს აქვს საკუ­თარი ბლანკი და შტამპი. ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობის და აპარატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელ­დება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.     მუხლი 2🔗. ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმარ­თვე­ლო­ბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, „საჯა­რო სამ­სა­ხურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქარ­თველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, გამგეობისა და ადმინისტრაციული სამსახურის დებულება. 2. ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების, საბუთების აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, გამგებლის მიერ დამტკიცებული შინაგანაწესით, საქმისწარმოების წესით და გამგებლის სხვა ადმინის­ტრა­ციული აქტებით.     მუხლი 3🔗. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციები ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს გამგეობის სა­მუშაო თათბირების, აგრეთვე გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული მართვის ორგანოებისა და გამ­გეობის თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ჩა­ტარება. უზრუნველყოს გამგეობის საქმიანობის შესახებ ოპე­რა­ტიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება; ბ) გამგებლის დავალებების შესაბამისად მოამზადოს გამ­გე­ობის სამუშაო გეგმების პროექტები; გ) ორგანიზება გაუწიოს გამგეობის ურთიერთობას საკრე­ბუ­ლოსთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწე­სე­ბულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზა­ციებთან და მოქალაქეებთან; დ) მოამზადოს გამგებლის ადმინისტრაციული აქტების, გამგებლის მიერ საკრებულოში წარსადგენი სამართლებრივი აქტების პროექტები; ე) უზრუნველყოს გამგეობის სამუშაო თათბირების ოქმე­ბის წარმოება; ვ) წარადგინოს და დაიცვას გამგეობისა და ტერიტორიული ორგანოების ინტერესები სასა­მართლოში; ზ) უზრუნველყოს გამგეობის ერთიანი საქმისწარმოება, სამ­სა­­ხურებრივი დოკუმენტების, მოქალაქეთა, ორგანიზა­ციების, დაწესებულებების მიერ გამოგზავნილი წერილებისა და მომართვების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, მათი გადაგზავნა ადრესატებისათვის; განახორციელოს კონტროლი დასმული საკითხების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განხილვაზე. უზრუნველყოს დოკუმენტაციის შენახვა და საარქივო მასა­ლების დამუშავება; თ) მოახდინოს გამგეობის საქმიანობის საინფორმაციო, ანა­ლი­ტიკური, საცნობარო და ტექნოლოგიურ-პროგრამული უზრუნ­­ველყოფა; გამგეობის ოფიციალური ინფორმაციის გავრცელება, თვითმმართველი ერთეულის საინფორმაციო-ტელეკო­მუ­ნიკაციური სისტემების ორგანიზება და განვითარება, მასობ­რივი ინფორმაციის ორგანოებთან მუშაობის ორგანიზება; ი) უზრუნველყოს გამგეობაში მოქალაქეთა მიღების ორგა­ნიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღ­რიც­ხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე; კ) მოახდინოს გამგეობის საქმიანობის მატერიალურ-ტექნი­კური უზრუნველყოფა; ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალის­წინებულ ასიგნებათა შესაბამისად ხარჯების გაწევა და საბუ­ღალტრო აღრიცხვის წარმოება; ლ) შეასრულოს გამგებლის სხვა დავალებები. თავი II ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები     მუხლი 4🔗. ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურული ერთეულები ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია: ა) საქმისწარმოების განყოფილება; ბ) იურიდიული განყოფილება.     მუხლი 5🔗. საქმისწარმოების განყოფილება საქმისწარმოების განყოფილება: ა) ახორციელებს გამგებლის სამუშაო თათბირების ორგანი­ზაციულ უზრუნველყოფას და ოქმების შედგენას, ორგანი­ზაციას უწევს განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას, თათბირებზე მონაწილე პირთა მოწვევას; ბ) უზრუნველყოფს გამგებლის დავალებათა პროექტების მომ­­ზადებას და აკონტროლებს მათ შესრულებას; გ) ამზადებს გამგეობის სამუშაო გეგმის პროექტს, აკონ­ტროლებს სამუშაო გეგმით და გამგებლის დავალებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებას; დ) უზრუნველყოფს გამგებლის სახელზე შემოსული წერი­ლების, განცხადებებისა და სხვა დოკუმენტაციის აღრიცხვას, ადრესატისადმი გადაცემას, კორესპონდენციის გადაგზავნას; ე) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ სამსახურში ერთიან საქმისწაროებას: ვ) უზრუნველყოფს გამგეობის საქმიანობის საინფორმა­ციო-საცნობარო, საინფორმაციო-ტექნოლოგიურ და პროგრამულ მომსახურებას; ზ) ორგანიზებას უწევს გამგეობის თანამდებობის პირების შეხვედრებს მოსახლეობასთან; თ) ორგანიზაციულ მომსახურებას უწევს თვითმმართველ ერთეულში ოფიციალური დელეგაციების მიღებას და თვით­მმართველი ერთეულის ოფიციალური დელეგაციების მივლინებას; ი) უზრუნველყოფს გამგებელთან, გამგებლის მოადგილეებთან, მოქალაქეთა მიღების ორგა­ნიზაციას, აანალიზებს მოქალაქეთა მიღების დროს დასმულ საკით­ხებს; უზრუნველყოფს საუწყებო არქივის წარმოებას; კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 6🔗. იურიდიული განყოფილება იურიდიული განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ახორციელებს საკრებულოში განსახილველი იმ სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას, რომელიც გამგებლის მიერ არის ინიციირებული; ბ) კოორდინაციას უწევს საკრებულოზე გამგებლის მიერ განსახილველად წარსადგენი სამართლებრივი აქტების პროექტების საბოლოო რედაქციის შემუშავებას და ამზადებს სათანადო დოკუმენტაციას; გ) შესაბამისი დავალების შემთხვევაში ახორციელებს გამგეობის ინტერესების დაცვას სახელმწიფო ორგანოებთან, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის დროს (მათ შორის, ამ ორგანოთა სხდომებზე, თათბირებზე და ა.შ.); დ) უზრუნველყოფს სათანადო ღონისძიებების გატარებას გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ცალკეული პროექტისა და საკითხის თაობაზე შეთანხმების მისაღწევად; ე) განიხილავს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების (ტერიტორიული ორგანოების) მიერ მომზადებულ ცალკეულ საკითხებს; ვ) ახორციელებს გამგებლის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას; ზ) შეისწავლის გამგეობის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებს, მოსაზრებებს და შესაბამისი რეაგირებისათვის წარუდგენს გამგებელს წინადადებებს; თ) ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის და გამგეობის წარმომადგენლობას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, საქართველოს საერთო სასამართლოებში, ასევე სხვა დაწესებულებებში (ორგანიზაციებში); ი) განიხილავს მოქალაქეთა წერილებსა და საჩივრებს; კ) უზრუნველყოფს კადრების აღრიცხვას, პირადი საქმეების წარმოებას, საკადრო საქმის-წარმოების განხორციელებას; ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. თავი III ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელობა     მუხლი 7🔗. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი 1. ადმინისტრაციული სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი: ა) უძღვება ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობას; ბ) შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას; გ) გამგებელს თანამდებობაზე დასანიშნად და თანამ­დებობიდან გასათავისუფლებლად წარუდგენს ადმინისტრაციული სამსახურის შესა­ბამის საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურებს; დ) გამგებელს ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს ადმინისტრაციული სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ე) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიმუშავებს შრომის შინაგანაწესს; ვ) განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურული ერთეულის მოსამ­­სახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; გამგებელს წარუდგენს წინადადებებს გამგეობის სტრუქტურული ერთე­ულის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხის­მგებლობის დაკის­რების თაობაზე; ზ) აკონტროლებს მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსა­ხურის შესახებ“ კანონისა და შინაგანაწესის მოთხოვნათა დაც­ვას; თ) ახორციელებს გამგეობისა და ამ დებულებით მინი­ჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 8🔗. ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი 1. ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს – განყოფილებას (შემდგომში  – განყოფილება) ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამ­დებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნი­ციპალიტეტის გამგებელი. 2. განყოფილების უფროსი: ა) ახორციელებს განყოფილებისა და განყოფილების საჯა­რო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვა­ნელობას; ბ) პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებული ამო­ცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) ამ დებულებით განსაზღვრული განყოფილების საქმი­ანობის ძირითადი მიმართულების შესაბამისად, შეიმუშავებს და ადმინისტრაციული სამსახურის  უფროსს წარუდგენს განყოფილების მოსამსა­ხურეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმას; დ) განსაზღვრავს განყოფილების მოსამსახურეთა თანამ­დე­ბობრივ მოვალეობებს, ადმინისტრაციული სამსახურის  უფროსს წარუდგენს წინა­დადებებს განყოფილების მოსამსახურეთა მორიგი და დამა­ტებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეებზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; ვ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზა­ციასა და დაგეგმარების წესს, შეიმუშავებს წინადადებებს ქვე­დანაყოფის მუშაობის საკითხებზე; ზ) უქმნის შესაბამისი განყოფილების მოსამსახურეებს მა­თი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, შრო­მის შინაგანაწესის დაცვისათვის აუ­ცილებელ პირობებს; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციული სამსახურის  უფროსისა და გამგებლის წინაშე. 4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში მუნი­ცი­­პა­ლიტეტის გამგებლის დავალებით მის მოვალეობას ას­რულებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. თავი IV ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეები     მუხლი 9🔗. ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი 1. ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან საჯარო კონკურსის შედეგების მიხედვით. 2. ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურის თანამდებობის დასა­კა­­ვებლად საჯარო კონკურსს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ატარებს საკონ­კურსო-საატესტაციო კომისია. 3. კონკურსი ტარდება კანონმდებლობით დადგენილი წე­სით.     მუხლი 10🔗. ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოსა და შტატების დამტკიცების წესი ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარ­გოს განაკვეთებს, თანამდებობათა დასახელებასა და შტატებს, მოქ­მედი კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის გამ­გებ­ლის წარდგინებით, ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრე­ბულო.     მუხლი 11🔗. ადმინისტრაციული სამსახურის  საჯარო მოსამსახურეთა უფლებები  ადმინისტრაციული სამსახურის  საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ: ა) წარუდგინოს უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მა­თი სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულ­ტა­ციები; გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართ­ლებ­რივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულები­სათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამ­­რავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებით; ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართვე­ლოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.     მუხლი 12🔗. ადმინისტრაციული სამსახურის  საჯარო მოსამსახურეთა სხვა მოვალეობები ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან: ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებ­ლო­ბით და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელობის დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმ­ლო­ების რეჟიმი; დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური დონის ასამაღ­ლებლად; ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინა­განა­წესის მოთხოვნები; ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინ­ფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას. თავი V დასკვნითი დებულებანი     მუხლი 13🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება გამგებლის წარდგინებით, საკრებულოს დადგენილებით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.