„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის №735 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№743
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.033.016007
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 123, 27/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №743

2010 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის №735 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის №735 ბრძანებით (სსმ III, 13.11.09, №140, მუხლი 1614) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნ ე ს;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სახელმწიფო ხაზინას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი დასახელებით, დებულება და დამოუკიდებელი ბალანსი.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სახელმწიფო ხაზინა შედგება შემდეგი დეპარტამენტებისაგან:

ა) საოპერაციო დეპარტამენტი;

ბ) ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხებისა და სადეპოზიტო ოპერაციების დეპარტამენტი;

გ) სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტი;

დ) ფინანსური რისკების მართვის დეპარტამენტი;

ე) ანგარიშსწორების და ანგარიშგების დეპარტამენტი;

ვ) აღრიცხვის მეთოდოლოგიის და ანალიზის დეპარტამენტი;

ზ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი.“;

დ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნ ე ს;

ე) მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნ ე ს;

ვ) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნ ე ს;

ზ) მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნ ე ს;

თ) მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნ ე ს;

ი) მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნ ე ს;

კ) მე-6 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნ ე ს;

ლ) მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნ ე ს;

მ) მე-6 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნ ე ს;

ნ) მე-6 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნ ე ს;

ო) მე-6 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნ ე ს;

პ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნ ე ს;

ჟ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სახელმწიფო ხაზინის დეპარტამენტების შექმნისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.“.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. სახელმწიფო ხაზინის დეპარტამენტების ძირითადი ფუნქციები

1. სახელმწიფო ხაზინის დეპარტამენტების ძირითადი ფუნქციებია:

ა) საოპერაციო დეპარტამენტი – დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სადამფუძნებლო იურიდიული დოკუმენტაციის მიღება და ამ დოკუმენტაციასთან საგადახდო საბუთების შესაბამისობის კონტროლი; დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ვალდებულებების მიღება, შემოწმება და რეგისტრაცია სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში დადგენილი წესით; რეგისტრირებული ვალდებულებების რეესტრის ჩამოყალიბება და გადაგზავნა სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტში; დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საგადახდო მოთხოვნების მიღება, შემოწმება და რეგისტრაცია სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში დადგენილი წესით; რეგისტრირებული საგადახდო მოთხოვნების რეესტრის ჩამოყალიბება და გადაგზავნა სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტში; საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესებით დადგენილი ფორმების მიღება და დამუშავება; დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სავარაუდო გადახდებზე ინფორმაციის მიღება და დამუშავება; დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წინასწარ გადახდილ თანხებზე დამოწმების დოკუმენტების მიღება და სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაცია; დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ფულადი სახსრების მოთხოვნების დამუშავება და ინფორმაციის წარდგენა ფინანსური რისკების მართვის დეპარტამენტში ფულადი სახსრების ოპერატიული გეგმის შედგენის მიზნით; დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სავალუტო საგადახდო დოკუმენტების მიღება, დამუშავება და გადაგზავნა სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტში;

ბ) ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხებისა და სადეპოზიტო ოპერაციების დეპარტამენტი – აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების სახსრების მფლობელების მიხედვით განაწილების შესახებ საგადახდო დავალებების რეგისტრაცია; ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი გადასახადების დაბრუნების ან/და საინვესტიციო პროექტის განხორციელებისას წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებების დაფარვის მიზნით ოპერაციების განხორციელება, აღრიცხვა და ანგარიშგება; ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების მიმდინარე შემოსულობების ფარგლებში დაბრუნება, შემოსულობის სხვა სახეში გადატანა ან/და შეცდომის გასწორება, აღრიცხვა და ანგარიშგება; სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული დეპოზიტური თანხების ორგანიზაციების მიხედვით აღრიცხვა, სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმ მ ართველი ერთეულების ბიუჯეტებში შესაბამისი შემოსულობის სახეების მიხედვით მიმართვა, გადამხდელისათვის უკან დაბრუნება და შეცდომით განთავსებული დეპოზიტური თანხის ერთი სადეპოზიტო კოდიდან სხვა სადეპოზიტო კოდზე გადატანა; დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში საგადახდო დავალებების რეგისტრაცია და გადაგზავნა დოკუმენტური და ელექტრონული სახით სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტში; შემოსავლების სამსახურის, ადგილობრივი თვითმ მ ართველობის ორგანოების და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მიერ სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე მობილიზებული თანხების ამონაწერების მომზადება და მიწოდება;

გ) სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტი – სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზის ცნობარების შედგენა და განახლება ბიუჯეტის გადასახდელების ორგანიზაციული, ფუნქციონალური და ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის, არაფინანსური აქტივების, ფინანსური აქტივების და ვალდებულებებზე ოპერაციების მიხედვით; მინისტრის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების განწერისა და მის საფუძველზე მხარჯავი დაწესებულებების მიერ დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიხედვით საბიუჯეტო ასიგნებების განაწილებების მიღება, შემოწმება, დამუშავება და დაშვება საოპერაციო დეპარტამენტზე; სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების განწერის ხარჯთაღრიცხვის ცნობების დამუშავება და დაშვება საოპერაციო დეპარტამენტზე; სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტებისა და მიზნობრივი დაფინანსების შესახებ ხარჯთაღრიცხვის ცნობების მიღება, დამუშავება და დაშვება საოპერაციო დეპარტამენტზე; სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული ვალდებულებების შემოწმება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების მიხედვით; სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ვალდებულებების რეესტრის მომზადება და წარდგენა მინისტრთან შესათანხმებლად; მინისტრის თანხმობის საფუძველზე ვალდებულებების დამტკიცება და დაშვება საოპერაციო დეპარტამენტზე; სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული საგადახდო მოთხოვნების შემოწმება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით; საგადახდო მოთხოვნების ელექტრონული რეესტრის შედგენა და გაგზავნა ანგარიშსწორების და ანგარიშგების დეპარტამენტში გასანაღდებლად; სავალუტო ოპერაციებზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება, ავტორიზაცია და გადაგზავნა ანგარიშსწორების და ანგარიშგების დეპარტამენტში; საოპერაციო დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ გადახდებზე ფულადი სახსრების ყოველდღიური ზღვრული მოცულობების კონტროლი; სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების სახსრების მფლობელების მიხედვით განაწილების შესახებ საგადახდო დავალებების შემოწმება და ავტორიზაცია; ხაზინის ერთიანი ანგარიშის დაბრუნების ქვეანგარიშიდან ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი გადასახადების დაბრუნების ან/და საინვესტიციო პროექტების განხორციელებისას წარმოქმნილი საგადასახადო ვალდებულებების დაფარვის მიზნით ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული საგადახდო დავალების შემოწმება და ავტორიზაცია; მიმდინარე შემოსავლებიდან ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი ბიუჯეტის შემოსულობის დაბრუნების ან/და სხვა შემოსულობის გადახდის ანგარიშში გადატანის შესახებ ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული საგადახდო დავალების შემოწმება და ავტორიზაცია; სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული დეპოზიტური თანხების დაბრუნების ან/და ბიუჯეტში მიმართვის შესახებ ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული საგადახდო დავალების შემოწმება და ავტორიზაცია;

დ) ფინანსური რისკების მართვის დეპარტამენტი – ფულადი სახსრების მართვა საბიუჯეტო სისტემის ლიკვიდურობის უზრუნველყოფის მიზნით; ხაზინის ანგარიშებზე განთავსებული ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზების მომზადება; სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფ ორგანიზაციებზე ფულადი სახსრების გაცემის ოპერატიული გეგმის შედგენა, შესრულება და ანგარიშგება მინისტრის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად; ფულადი სახსრების გაცემის ოპერატიული გეგმების საფუძველზე საოპერაციო დეპარტამენტის მიხედვით ხარჯების გასაწევად საჭირო ფულადი სახსრების ზღვრული მოცულობის განსაზღვრა; ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებული ფულადი სახსრების ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსების ორგანიზება; სახელმწიფო საშინაო სავალო ვალდებულებების (სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების) გამოშვების, მიმოქცევისა და დაფარვის ძირითადი პირობების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; საშინაო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები სასესხო რესურსების მოცულობის განსაზღვრა და დაგეგმვა; სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიის ყოველწლიური გეგმის შემუშავება; სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებისა და საშინაო სავალო ვალდებულებების დაფარვის ოპერაციების წარმოება; არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოქმნილი სახელმწიფო სავალო ვალდებულებების სახელმწიფო საშინაო ვალისათვის მიკუთვნების მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლა და წინადადებების შემუშავება მისი დაფარვის წესის შესახებ; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო საშინაო ვალის ოდენობის განსაზღვრა და აღრიცხვა; სახელმწიფო საშინაო ვალის რეესტრის წარმოება; სახელმწიფო საშინაო ვალის ფორმირების, მათ შორის,სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებასთან დაკავშირებული ურთიერთპრეტენზიების საკითხთა განხილვაში მონაწილეობის მიღება; სახელმწიფო საშინაო ვალების რესტრუქტურიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება; სახელმწიფოს შიდა და საგარეო საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების ერთიანი რეესტრის წარმოება; სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე სესხის მიმღებ საწარმოებთან და ორგანიზაციებთან გასაფორმებელი სესხის ხელშეკრულების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების მართვა; სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების უზრუნველყოფის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებში მონაწილეობა; სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების რესტრუქტურიზაციის, სასესხო დავალიანების დაზუსტების, სასესხო დავალიანების გარკვეული ოდენობის პატიების, სასესხო დავალიანების უიმედოდ აღიარებისა და ჩამოწერის თაობაზე საკითხის განხილვის მიზნით „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიისათვის“ შესაბამისი მასალებისა და ინფორმაციის მომზადება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე სესხის მიმღებ საწარმოებსა და ორგანიზაციებს შორის სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის თაობაზე დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი; „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სასესხო დავალიანებათა მქონე სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე სესხის მიმღები საწარმოებისა და ორგანიზაციების მიმართ დაწყებულ გაკოტრებისა და რეაბილიტაციის პროცესებში მონაწილეობა;

ე) ანგარიშსწორების და ანგარიშგების დეპარტამენტი – ანგარიშსწორების განხორციელება საქართველოს ეროვნულ ბანკთან ელექტრონული საგადახდო საბუთების მეშვეობით; სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტიდან გადმოცემული საგადახდო მოთხოვნების და საგადახდო დავალებების რეესტრების დამუშავება, შესაბამისი ელექტრონული საგადახდო დავალებების მომზადება და გაგზავნა საქართველოს ეროვნულ ბანკში გასანაღდებლად; ხაზინის ერთიან ანგარიშზე შიდა ოპერაციების განხორციელება; სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული საგადახდო დავალებების წარდგენა საბანკო დაწესებულებებში ხაზინის ანგარიშებზე ოპერაციების განსახორციელებლად; სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტის მიერ სავალუტო ოპერაციების განსახორციელებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიღება, დამუშავება და წარდგენა ეროვნულ ბანკში გასანაღდებლად. ხაზინის სალარე და სავალუტო ანგარიშებზე ამონაწერების დამუშავება და დაშვება საოპერაციო დეპარტამენტზე; საოპერაციო დეპარტამენტის მიერ ფინანსური გეგმის ფარგლებში კვირების მიხედვით გასაწევი ხარჯების და სახელმწიფო ბიუჯეტის ყოველდღიური ხარჯების ზღვრული მოცულობების საპროგნოზო მაჩვენებლების კონტროლი; სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა და ანგარიშგება; სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების შესრულების ანგარიშების მომზადება კანონმდებლობით დადგენილი ფორმებით; წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების კონსოლიდირება და გადასახდელების შესრულების ანგარიშების მომზადება; ხაზინის ანგარიშებზე ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგების მომზადება; სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების შესრულების ანგარიშგების მომზადება: ხაზინის ანგარიშებიდან თანხების ჩამოჭრაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების რეესტრის წარმოება; საინკასო დავალებით ჩამოჭრილ თანხებზე მხარჯავი დაწესებულებების ინფორმირება; წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, საოპერაციო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიღება და განხილვა;

ვ) აღრიცხვის მეთოდოლოგიის და ანალიზის დეპარტამენტი – სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების აღრიცხვისა და ანგარიშგების მეთოდოლოგიის, ფორმების და წესების შემუშავება; საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების საერთო მეთოდოლოგიის, დებულებების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების, ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების და ანგარიშგების ფორმების, ნორმებისა და წესების პროექტების შემუშავება; სამინისტროების, სხვა მხარჯავი დაწესებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგებისადმი მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობისა და მონიტორინგის საკითხებზე წინადადებების მომზადება; სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებების კვარტალური და წლიური ნაერთი ბუღალტრული ანგარიშების (ბალანსის და ბალანსის დანართის ფორმების) მიღება, შემოწმება, ანალიზი და ანგარიშის შედგენისას დაშვებული არსებითი შეცდომების და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში რეაგირება; კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის ხელშეწყობის პროექტების განხორციელება;

ზ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი – სახელმწიფო ხაზინის ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით წლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში საჯარო სექტორის ფინანსური მართვის რეფორმის ხელშეწყობის პროექტების განხორციელება; სახელმწიფო ხაზინის საქმიანობის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკურ ი უზრუნველყოფა; სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში შესყიდვების განხორციელება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; სახელმწიფო ხაზინის ადამიანური რესურსების მართვა, ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების ორგანიზება და ჩატარება, საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების ორგანიზება, მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, სახელმწიფო ხაზინის საჯარო მოსამსახურეთა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შეგროვება, შესაბამის ორგანოებში ჩაბარების ორგანიზება; სახელმწიფო ხაზინაში საქმისწარმოების ორგანიზება და წარმართვა დადგენილი წესით; სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული მასალების საქმისწარმოება; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, დაიტერესებულ პირთა უზრუნველყოფა საჯარო ინფორმაციით; შინაგანაწესის დაცვის კონტროლი; საარქივო საქმიანობის წარმართვა.

2. სახელმწიფო ხაზინის დეპარტამენტების ფუნქციები და ამოცანები განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.“.

3. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ამტკიცებს სახელმწიფო ხაზინის საშტატო ნუსხას.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სახელმწიფო ხაზინის თანამდებობის პირები არიან სახელმწიფო ხაზინის დეპარტამენტების უფროსები და მათი მოადგილეები, რომელთაც სახაზინო სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.“.

    მუხლი 2

1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ვ–კ“ და „მ–ო“ ქვეპუნქტებისა ამოქმედდეს 2010 წლის 5 ნოემბრიდან.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „მ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2010 წლის 27 სექტემბრიდან.

3. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 4 ოქტომბრიდან.

4. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ა მ ოქმედდეს 2010 წლის 11 ოქტომბრიდან.

5. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 18 ოქტომბრიდან.

6. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2010 წლის 25 ოქტომბრიდან.

7. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 29 ოქტომბრიდან.

კ. ბაინდურაშვილი