„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 ნოემბრის №533 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№433
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 72, 21/06/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №433

2010 წლის 21 ივნისი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის  25 ნოემბრის №533 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 ნოემბრის №533 ბრძანებულებაში (სსმ III, №138, 2004 წ., მუხ. 1233) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.“;

ბ) ბრძანებულების მე-2 პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს დებულების:

ბ.ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში მომხდარ განსაკუთრებით მნიშვნელოვან შემთხვევებსა და გატარებულ ღონისძიებებზე წერილობითი და/ან ზეპირი ინფორმაციის წარდგენა საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისათვის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისათვის.“;

ბ.ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგინებით.“;

ბ.გ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალა და ინფორმაცია, შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი