„სატრანსპორტო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №129
2005 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
„სატრანსპორტო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად,„სატრანსპორტო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„1. შეიქმნას საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში
დავით ბაქრაძე – საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე
კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში
ირაკლი ეზუგბაია – საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე, კომისიის მდივანი
სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ირაკლი თაქთაქიშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსი
გიორგი მჟავანაძე – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის უფროსი
ნიკოლოზ ნათბილაძე – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე
დავით ონოფრიშვილი – შპს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი
ირაკლი ჩოგოვაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
გიორგი ცაგარელი – სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის დირექტორი
დავით წიკლაური – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე.“.
შალვა ჯანაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სატრანსპორტო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.08.2005.
- როდის იქნა მიღებული „სატრანსპორტო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”?
- „სატრანსპორტო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” მიღებულია 11.08.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №129. სარეგისტრაციო კოდი — 010.220.020.10.003.000.263.
- სად არის „სატრანსპორტო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.08.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სატრანსპორტო პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”, №129, 11.08.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.10.003.000.263 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.08.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10222/