თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.09.2010
ძალის დაკარგვა 15.09.2014
გამომცემი ორგანო თერჯოლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.126.016011
გამოქვეყნების წყარო სსმ, 34, 06/10/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,243 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.09.2010 მიღება
15.09.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } h1 { margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; color:#365F91;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } span.Heading1Char { color:#365F91; font-weight:bold;} span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:27.0pt 27.0pt 27.0pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება № 28 2010 წლის 1 7 სექტემბერი ქ . თერჯოლა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 38 -ე მუხლის მე -7 პუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების მე -3 მუხლის მე -3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე -11 მუხლის მე -2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:  1. დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის თანდართული დებულება.  2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 21 მარტის № 14 დადგენილება. (სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.35.126.004.479 3 აპრილი 2007 წელი). 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე      ტ . ფანჩულიძე        დანართი თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულება     მუხლი 1🔗. საფინანსო სამსახური 1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ და ეფექტიან გამოყენებას, ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას. 2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 18 აგვისტოს №17 დადგენილებით დამტკიცებული გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურს აქვს ბლანკი, ბეჭედი და შტამპი სამსახურის სახლწოდების აღნიშვნით. 4. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. თერჯოლა, რუსთაველის ქ. №109     მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან. 2. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 18 აგვისტოს №17 დადგენილებით დამტკიცებული გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. 3. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.     მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებები 1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საჭირო სამუშაოების ორგანიზებას; ბ) მუნიციპალური პროგრამების პროექტების საფინანსო გაანგარიშებასა და დასაბუთებას; გ) მუნიციპალური სამსახურების, ტერიტორიული ორგანოების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას; დ) საჭირო ინფორმაციის დამუშავებასა და წინადადებების მომზადებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების გასაანგარიშებლად; ე) ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შესახებ წინადადებების მომზადებას; ვ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ზ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენას; თ) წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის თაობაზე; ი) დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამგეობაში შემოსულ შენიშვნებსა და წინადადებებზე; კ) საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას; ლ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტლებისა და თვეების მიხედვით; მ) საფინანსო ზედამხედველობას მიღებული ბიუჯეტის შესრულებაზე; ნ) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებასა და გაანალიზებას, შესაბამისი წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ო) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ; პ) ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას; ჟ) ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის ანალიზს, შესაბამისი წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; რ) მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ; ს) მუნიციპალიტეტის საბუღალტრო აღრიცხვას; ტ) ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯის გაწევას, საფინანსო ოპერაციების წარმოებას; უ) მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშების მართვას, ურთიერთობებს ხაზინასთან და საბანკო დაწესებულებებთან; ფ) მუნიციპალიტეტის მიერ აღებული და გაცემული სესხების მართვას; ქ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაციას; ღ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯების და სხვა გადასახდელების გაცემას; ყ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. 2. სამსახურს უფლება აქვს: ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შედგენა–შესრულების პროცესთან დაკავშირებული მონაცემები; ბ) საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტების და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების, საბიუჯეტო დაწესებულებების წარმომადგენლები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია; გ) უზრუნველყოს კონტროლი ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის მიზნით ; დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.     მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსი 1. სამსახურის ხელმძღვანელი (სამსახურის უფროსი) არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს; ე) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ვ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 18 აგვისტოს №17 დადგენილებით დამტკიცებული გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს; ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.     მუხლი 5🔗. სამსახურის მოხელის უფლება-მოვალეობები 1. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 18 აგვისტოს №17 დადგენილებით დამტკიცებული გამგეობის დებულებითა და ამ დებულებით, ხოლო ფუნქციები სამსახურის მოხელეთა სამუშაოთა აღწერილობით. 2. სამსახურის მოხელეს უფლება აქვს: ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით; ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გამგეობის ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისაგან; გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით; დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები; ე) დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლო შვებულებით; ვ) მიღებული დავალების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე აცნობოს დავალების გამცემს და ზემდგომ ხელმძღვანელს; ზ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; თ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები; ი) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები; კ) ისარგებლოს ყოველწლიური 30-დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით; ლ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით. 3. სამსახურის მოხელე მოვალეა: ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები; გ) უარი თქვას უკანონო დავალების შესრულებაზე; დ) დაიცვას გამგეობის შინაგანაწესი; ე) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები; ვ) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები; ზ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ; თ) გაუფრთხილდეს გამგეობის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება; ი) იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის; კ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.