თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ–სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 17.09.2010
ძალის დაკარგვა 15.09.2014
გამომცემი ორგანო თერჯოლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.126.016013
გამოქვეყნების წყარო სსმ, 34, 06/10/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 12.09.2014
დოკუმენტის ტექსტი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ–სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
h1 { margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; color:#365F91;}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
span.Heading1Char { color:#365F91; font-weight:bold;}
span.CharChar2 { color:#365F91; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 45.0pt 45.0pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
2010 წლის 1
7 სექტემბერი
ქ
. თერჯოლა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-11 მუხლის
მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:
1. დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 6 ივნისის №29 დადგენილება. (სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.35.126.004.614 19 ივნისი 2007 წელი)
.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ტ. ფანჩულიძე
დანართი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული.
3. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 18 აგვისტოს №17 დადგენილებით დამტკიცებული გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
4. სამსახურს აქვს ბლანკი, ბეჭედი და შტამპი სამსახურის სახლწოდების აღნიშვნით.
5. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. თერჯოლა, რუსთაველის ქ. №109.
6. სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
მუხლი 2🔗. სამსახურის ამოცანები
კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ამოცანებია:
ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის და ურბანული განვითარების დოკუმენტების შემუშავება;
ბ) კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტში არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირება და ზედამხედველობა;
გ) ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამებისა და პროექტების შემუშავება, მათი განხორციელების კოორდინაცია;
დ) მუნიციპალური ქონების აღრიცხვა და მართვის ორგანიზება;
ე) მუნიციპალური შესყიდვების ორგანიზება;
ვ) გამგეობის ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობა და მეთოდოლოგიური მომსახურება.
მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები
1. სივრცითი მოწყობის და ურბანული განვითარების სფეროში სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;
გ) დასახლებთა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას;
დ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;
ე) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
ვ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
ზ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
თ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;
ი) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის სფეროში სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;
ბ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
გ) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით;
დ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების შემუშავებას;
ე) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზებას;
ვ) არქტიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევების საქმეების წარმოებას;
ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას;
თ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
3. ინფრასტუქტურის განვითარების სფეროში სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ბ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას;
გ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების თაობაზე;
დ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;
ე) წინადადებების შემუშავებას ვაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე;
ვ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე;
ზ) ტერიტორიის დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის სამუშაოთა ორგანიზებას;
თ) მიწათსარგებლობის, საზოგადოებრივი მომსახურების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების, რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას;
ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
4. მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის სფეროში სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას;
ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას;
გ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით;
დ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით;
ე) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე;
ვ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით;
ზ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით;
თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
5. მუნიციპალური შესყიდვების სფეროში სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალური შესყიდვების გეგმის შემუშავებას;
ბ) შესყიდვების გეგმით განსაზღვრული მუნიციპალური შესყიდვების განხორციელებას მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად;
გ) მუნიციპალური შესყიდვების შესახებ ადმინისტრაციული გარიგებების მომზადებას, მათი შესრულების კონტროლს;
დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
6. გამგეობის ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობის სფეროში სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების ერთმანეთთან კომუნიკაციას;
ბ) ტერიტორიულ ორგანოთა მიერ ფუნქციათა განსახორციელების მიზნით სარეკომენდაციო და მეთოდოლოგიურ დახმარებას;
გ) ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საფუძველზე, პრობლემური საკითხების შესწავლას, ანალიზს და გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ წინადადებების მომზადებას;
დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) მუნიციპალური შესყიდვების განყოფილება;
ბ) გამგეობის ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილება
.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 18 აგვისტოს №17 დადგენილებით დამტკიცებული გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.
4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
5. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
6. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 18 აგვისტოს №17 დადგენილებით დამტკიცებული გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.
7. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
8. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობითა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 18 აგვისტოს №17 დადგენილებით დამტკიცებული გამგეობის დებულებით, განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
9. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. სამსახურის ფუნქციათა განხორციელების ორგანიზება
1. ამ დებულების მე-3 მუხლის 1-ლი მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისი უფლებამოსილებების შესრულებას უზრუნველყოფს სამსახურის მოხელეები ამ დებულებისა და მოხელის სამუშაოთა აღწერილობის შესაბამისად.
2. ადგილობრივი შესყიდვების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს ამ დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებას.
3. გამგეობის ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებას.