„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №67
2008 წლის 5 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №78, მუხ. 831) დამტკიცებულ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ამოღებულ იქნეს დებულების მე-5 მუხლის „მ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები;
ბ) დებულების მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „რ“ ქვეპუნქტი:
„რ) ეკონომიკური სამსახური;“;
გ) ამოღებულ იქნეს დებულების მე-6 მუხლის მე-12, მე-13 და მე-14 პუნქტები;
დ) დებულების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-17 პუნქტი:
„17. ეკონომიკური სამსახურის ფუნქციებია:
ა) ადმინისტრაციის ფუნქციონირების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ბ) ადმინისტრაციის ქონების აღრიცხვა, შენობების საინჟინრო სისტემების ტექნიკური მომსახურება და ექსპლუატაცია;
გ) დაპროექტების, მშენებლობის, მიმდინარე კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ორგანიზება და მათი ტექნიკური ზედამხედველობა;
დ) ადმინისტრაციის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
ე) საბუღალტრო აღრიცხვის წარმართვა და ხარჯთა ნუსხის შედგენა;
ვ) ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ორგანიზება;
ზ) ადმინისტრაციის კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება, კომპიუტერების ტექნიკური უზრუნველყოფა;
თ) პროგრამული უზრუნველყოფა და შესაბამისი წინადადებების მომზადება პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესების თაობაზე;
ი) ერთიანი კომპიუტერული სისტემის ფორმირება, კოორდინაცია და ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ერთიანი ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
კ) საქართველოს პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.“.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.02.2008.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
- „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 05.02.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №67. სარეგისტრაციო კოდი — 010.210.040.08.002.004.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.02.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 30 ივნისის №562 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, №67, 05.02.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.210.040.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.02.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/102328/