„საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №45 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№68
სარეგისტრაციო კოდი
130.060.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 21, 11/02/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №68

2008 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №45 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და            36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №45 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №7, მუხ. 82) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) დებულების V თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილე“;

ბ) დებულების მე-16, მე-17 და მე-18 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 16.

სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე.

    მუხლი 17.

სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით.

    მუხლი 18.

1. სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის უფლებამოსილება განისაზღვრება სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით.

2. სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე უფროსის არყოფნისას ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობას.“;

გ) დებულების 22-ე მუხლს დაემატოს მე-2 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 22.

1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ოპერატიული დაზვერვის სამმართველო;

ბ) ინფორმაციისა და ანალიზის სამმართველო;

გ) ადმინისტრაცია (სამმართველო).

2. სამსახურის მმართველობის სფეროშია საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტო, რომლის ფუნქციები და ამოცანები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №45 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.02.2008.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №45 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“?
„საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №45 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 05.02.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №68. სარეგისტრაციო კოდი — 130.060.000.08.002.004.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №45 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №45 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.02.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 იანვრის №45 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“, №68, 05.02.2008, სარეგისტრაციო კოდი 130.060.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.02.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/102334/