ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 11.08.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №132
სარეგისტრაციო კოდი 390.050.020.10.003.000.266
გამოქვეყნების წყარო სსმ, 94, 12/08/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,351 სიტყვა · ~7 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } h1 {margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; layout-grid-mode:line;} h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; letter-spacing:2.75pt; font-weight:normal;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; letter-spacing:2.5pt;} h6 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.MsoToc1, li.MsoToc1, div.MsoToc1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; } p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:12.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; } p.MsoToc3, li.MsoToc3, div.MsoToc3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:24.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; } p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:.5in; text-align:center; font-size:12.0pt; letter-spacing:5.0pt; font-weight:bold;} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin-top:300.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:16.0pt; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; } p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:12.0pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-before:always; font-size:10.0pt; font-style:italic;} p.MsoAutoSig, li.MsoAutoSig, div.MsoAutoSig {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.2in; font-size:11.0pt; } p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; layout-grid-mode:line;} p.data, li.data, div.data { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; layout-grid-mode:line; font-style:italic;} p.petiti, li.petiti, div.petiti { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.2pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.5pt; layout-grid-mode:line; font-style:italic;} p.prezident, li.prezident, div.prezident { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:10.0pt; layout-grid-mode:line;} p.kanoni, li.kanoni, div.kanoni { margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; letter-spacing:3.0pt; font-weight:bold;} p.kitxva, li.kitxva, div.kitxva { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:5.65pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.pasuxi, li.pasuxi, div.pasuxi { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:56.7pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-28.35pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.Style1, li.Style1, div.Style1 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.chveulebrivi-wigni, li.chveulebrivi-wigni, div.chveulebrivi-wigni { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; } p.satauri, li.satauri, div.satauri { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.tarigi, li.tarigi, div.tarigi { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.15pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.karixml, li.karixml, div.karixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; } p.karisataurixml, li.karisataurixml, div.karisataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.petitixml, li.petitixml, div.petitixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.cignixml, li.cignixml, div.cignixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-indent:-.25in; font-size:12.0pt; } p.StylecxrilixmlSylfaen, li.StylecxrilixmlSylfaen, div.StylecxrilixmlSylfaen { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } span.StylecxrilixmlSylfaenChar { } p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:9.0pt; } p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №132 2005 წლის 11 აგვისტო ქ. თბილისი  ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ თანდართული დებულება. 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი დებულება ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ     მუხლი 1🔗. დებულების მიზანი ეს დებულება განსაზღვრავს ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის (შემდგომში – გენერალური ლიცენზია), სამონადირეო მეურნეობისა და ხე-ტყის დამზადების მიზნით სპეციალური ლიცენზიების (შემდგომში – სპეციალური ლიცენზია), გაცემის წესსა და პირობებს.     მუხლი 2🔗. გენერალური ლიცენზია 1. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზია არის დოკუმენტი, რომელიც მოიცავს სამონადირეო მეურნეობისა და ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიებს. 2. ერთ-ერთი სპეციალური ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად გენერალური ლიცენზიის მოპოვება სავალდებულო არ არის.     მუხლი 3🔗. გენერალური და სპეციალური ლიცენზიების გამცემი ადმინისტრაციული ორგანო 1. გენერალურ და სპეციალურ ლიცენზიებს გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო). 2. ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილება სამინისტრომ შეიძლება მიანიჭოს თავის ტერიტორიულ ორგანოებს. 3. ლიცენზიის გამცემი სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით.     მუხლი 4🔗. გენერალური და სპეციალური ლიცენზიების გაცემის წესი 1. გენერალური და სპეციალური ლიცენზიები გაიცემა აუქციონის წესით. 2. აუქციონი ცხადდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ადმინისტრაციული აქტით, რომელიც უნდა გამოიცეს აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა. 3. მე-2 პუნქტში განსაზღვრული ადმინისტრაციული აქტის გამოცემის საფუძველია მაძიებლის განცხადება, რომელსაც სამინისტრო იხილავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, ან სამინისტროს გადაწყვეტილება. 4. ინფორმაციას აუქციონის გამართვის თაობაზე სამინისტრო აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა. 5. აუქციონის გამართვამდე სამინისტრომ შეიძლება დაადგინოს დასამზადებელი ხე-ტყის (ხე-ტყის დამზადების ადგილმდებარეობა, მერქნიანი მცენარეების ჯიშები, დამზადების მოცულობა, სარგებლობის კონკრეტულ წესი, საქმიანობის სუბიექტისადმი სავალდებულო მოთხოვნები და ა.შ.), ასევე სამონადირეო მეურნეობის მოწყობისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის რაოდენობრივი, თვისებრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები, რომლებიც ყოველი თითოეული შემთხვევისათვის მტკიცდება მინისტრის ცალკე სამართლებრივი აქტით. 6. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს ადგენს სამინისტრო.     მუხლი 5🔗. აუქციონში მონაწილეობის მიღების წესი და პირობები 1. აუქციონის წესით ლიცენზიის გაცემაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა ლიცენზიის მაძიებელს, რომლებიც დააკმაყოფილებენ კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს და იკისრებენ ვალდებულებას – დააკმაყოფილონ სარგებლობის ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრული მოთხოვნები. 2. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 3. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადება მიიღება აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს 15 დღისა. 4. თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს განაცხადებს აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი ექვემდებარება დაბრუნებას. მოცემული ვადის დარღვევის შემთხვევაში სალიცენზიო მოსაკრებლის თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. 5. ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდისა და ანგარიშსწორების წესი განისაზღვრება ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 6🔗. უარი აუქციონში მონაწილეობის მიღებაზე   1. აუქციონში მონაწილეობისათვის არ დაიშვება მაძიებელი, თუ: ა) დაგვიანებით წარადგინა აუქციონში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაცია; ბ) წარადგინა წინასწარ ყალბი ან არაზუსტი ინფორმაცია; გ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების საფუძველზე არ შეიძლება მონაწილეობდეს დანიშნულ აუქციონში. 2. მაძიებელს მოტივირებული უარი უნდა ეცნობოს განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა.     მუხლი 7🔗. საწყისი ფასი აუქციონზე გამოტანილი გენერალური და სპეციალური ლიცენზიების გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპების დაცვით ადგენს მინისტრი.     მუხლი 8🔗. სალიცენზიო პირობები საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დადგენილი სალიცენზიო პირობების გარდა მაძიებელს შეიძლება განესაზღვროს შემდეგი დამატებითი სალიცენზიო პირობები: ა) გენერალური ლიცენზიის ან ხე-ტყის დამზადების მიზნით ტყით სარგებლობის ლიცენზიის გაცემისას: ა.ა) ოც წლამდე ვადით ტყით სარგებლობის ლიცენზიის გაცემისას იურიდიული პირების მიერ ლიცენზიით გამოყოფილ ტერიტორიაზე ტყეთმოწყობის პროექტით გათვალისწინებული ტყის მოვლის, დაცვისა და აღდგენის სამუშაოების უზრუნველყოფის ვალდებულების აღება; ა.ბ) მოვლითი და სპეციალური ჭრების განხორციელების ვალდებულების აღება და ამ საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილება; ა.გ) ხე-ტყის ტრანსპორტირებისას იქონიოს და ექსპორტირებისას საბაჟო ორგანოებს წარუდგინოს მისი კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელთა ფორმასა და გაცემის წესს ადგენს მინისტრი. აგრეთვე აღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად წარდგენილ უნდა იქნეს რესურსის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი); ა.დ) ხე-ტყის რეალიზაციისას მყიდველს გაყიდულ ხე-ტყესთან ერთად გადასცეს „ა.გ” ქვეპუნქტში განსაზღვრული დოკუმენტაცია და რესურსის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) ასლი; ა.ე) ლიცენზიის მიღებიდან ორი თვის განმავლობაში წარადგინოს გარემოზე ზემოქმედების შეფასება; ბ) სამინისტროს მიერ გენერალური ლიცენზიის ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის აუქციონით გაცემამდე წინასწარ სრულდება „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურები, სამონადირეო სავარგულების გამოყოფისათვის საჭირო წინასწარი დასკვნების მომზადების, დამტკიცებისა და ტერიტორიების მესაკუთრეთა თანხმობის წარდგენის ჩათვლით.     მუხლი 9🔗. გარდამავალი დებულება 1. ხე-ტყის დამზადების (ტყით სარგებლობის) უფლების მინიჭების მიზნით დაწყებული ის პროცედურები, რომელთა განხორციელებაც დაწყებულია ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე, უნდა დასრულდეს საქართველოს „ტყის კოდექსითა“ და მის საფუძველზე გამოცემული საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. 2. სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით დაწყებული ის პროცედურები, რომელთა განხორციელებაც დაწყებულია ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე (სამონადირეო მეურნეობის შექმნაზე სავარგულის გამოყოფისათვის მიწის მესაკუთრეთა თანხმობის წარდგენის ჩათვლით) უნდა დასრულდეს „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი საკონკურსო წესით. 3. ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიისა და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის სპეციალური ლიცენზიის ფორმები მტკიცდება მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 4. სამინისტრო ვალდებულია პოტენციურ სალიცენზიო ობიექტებზე არ დაუშვას მოვლითი და სპეციალური ჭრების განხორციელება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე დასმული საკითხის განხილვის გარეშე.