⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (07.08.2013)
გაუქმებულია:

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.09.2010
ძალის დაკარგვა 07.08.2013
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ფოთი
ნომერი №9/32
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016004
გამოქვეყნების წყარო სსმ, 35, 08/10/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,322 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.09.2010 მიღება
07.08.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } span.BalloonTextChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:44.95pt 42.5pt 28.4pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს დადგენილება №9/32 2010 წლის 23 სექტემბერი ქ. ფოთი თვითმმართველი ქალაქ ფოთის  საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“    საქართველოს ორგანული კანონის    22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 0 მუხლის შესაბამისად , 1. დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქ ფოთის  საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო საკითხთა კომისიი ს დებულება , თანახმად  დანართი №1-ისა. 2.   ეს  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე                                     ი. საღინაძე დანართი №1 თვითმმართველი ქალაქ ფოთის  საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო საკითხთა კომისიის დ ე ბ უ ლ ე ბ ა ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად , განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქ ფოთის საფინანსო-სარევიზიო საკითხთა კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს.     მუხლი 1🔗. კომისიის სტატუსი 1. საფინანსო-სარევიზიო საკითხთა კომისია (შემდგომ – ,,კომისია “) წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას. 2. კომისია იქმნება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 28 -ე მუხლის,  საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით დადგენილი წესით. 3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით. 4. კომისიის საქმიანობის წესი , ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 28 -ე მუხლის მე -3 პუნქტის შესაბამისად , განისაზღვრება საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით).     მუხლი 2🔗. კომისიის უფლებამოსილება 1. კომისია: ა) სამუშაო გეგმის შესაბამისად საკრებულოს წარუდგენს ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების მიზნობრივად ხარჯვის მდგომარეობის შესახებ გაწეული მუშაობის ყოველკვარტალურ და წლიურ ანგარიშს (ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ინფორმაციის წარმოდგენა ხდება ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგების სათანადო ფორმებით); ბ) განიხილავს და ამზადებს დასკვნებს, რეკომენდაციებს, წინადადებებს და  განსახილველად წარუდგენს საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს სხდომას. თანამომხსენებლად გამოდის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვისას, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვა საბიუჯეტო ნორმატიული აქტის პროექტთან დაკავშირებით; გ) სწავლობს და აანალიზებს საბიუჯეტო პროცესში გამოვლენილ დარღვევებს, დადგენილი საბიუჯეტო მაჩვენებლებისაგან გადახრებს და წარადგენს წინადადებებს ამ დარღვევების  აღმოსაფხვრელად; დ) განიხილავს ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებებსა და საჩივრებს, თვითმმართველი ქალაქ ფოთის აღმასრულებელი ორგანოების მიერ საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში არსებული სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დარღვევების შესახებ და ახდენს სათანადო რეაგირებას; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს თვითმმართველი ქალაქ ფოთის ბიუჯეტის საფინანსო შემოწმებას, რაც მოიცავს ყოველკვარტალურად თვითმმართველი ქალაქ ფოთის აღმასრულებელ (თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის, მერიის სტრუქტურული ერთეულების) და წარმომადგენლობითი ორგანოსათვის დამტკიცებული ასიგნებების საფინანსო შემოწმებას ,   ხოლო წელიწადში ერთხელ ,  თვითმმართველი ქალაქ ფოთის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული) ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების საფინანსო შემოწმებას; ვ) ყოველთვიურად განიხილავს მერიის საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის მიერ საქართველოს კანონის ,,საბიუჯეტო კოდექსი “ 84 -ე მუხლის მე -4 ნაწილის შესაბამისად მომზადებულ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით წარმოდგენილ ანგარიშს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს; ზ) განიხილავს საქართველოს კანონის ,,საბიუჯეტო კოდექსი “ 85–ე მუხლის  შესაბამისად თვითმმართველი ქალაქ ფოთის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მომზადებული ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების), ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს და რეკომენდაციებს; თ) საკრებულოს სამ თვეში ერთხელ  წარუდგენს ინფორმაციას სარეზერვო ფონდის გამოყენების თაობაზე; ი) განიხილავს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 57 -ე მუხლის მე -2 და მე -3 პუნქტებით დადგენილი აუდიტორული შემოწმების ანგარიშსა და დასკვნას, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს, ნიშნავს საკრებულოს სხდომაზე კომისიიდან თანამომხსენებელს ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცებისას; კ) ახორციელებს საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.     მუხლი 3🔗. საფინანსო შემოწმების პროცესი და საფინანსო შემოწმების შედეგები 1. საფინანსო-სარევიზიო საკითხთა კომისიის მოთხოვნით კონკრეტული პერიოდის შემოწმების განხორციელების გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე. 2. კომისიის სამუშაო გეგმით (ან დავალებით) გათვალისწინებული საკითხები, კომისიის სხდომაზე ნაწილდება კომისიის წევრებსა და ექსპერტ-კონსულტანტებზე (მოწვეულ სპეციალისტებზე). 3. კომისიის წევრი ან ექსპერტ-კონსულტანტი (მოწვეული სპეციალისტი) შემოწმებას აწარმოებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. 4. შემოწმების პერიოდი განისაზღვრება შესამოწმებელი საკითხის სირთულით, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს ; შემოწმების ვადის 2 კვირით გაგრძელების უფლებას იძლევა საკრებულოს თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის  მიერ სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენის შემდეგ. 5. კომისიის წევრს ან ექსპერტ-კონსულტანტს (მოწვეულ სპეციალისტს) შესამოწმებელი შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მოთხოვნის შემთხვევაში უნდა წარუდგინოს დამატებითი ინფორმაცია, თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ფორმების მიხედვით. 6. საფინანსო შემოწმების განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს კომისიის წევრის ან ექსპერტ-კონსულტანტის (მოწვეული სპეციალისტის) მიერ შედგენილი „აქტი“. 7. შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით, კომისიის წევრი ან ექსპერტ-კონსულტანტი (მოწვეული სპეციალისტი) ადგენს აქტს, რასაც თან დაურთავს საჭირო და აუცილებელ მასალებს, აღნიშნულს ეცნობა და ხელს აწერს შესამოწმებელი დაწესებულების ხელმძღვანელი. თუ შესამოწმებელი დაწესებულების ხელმძღვანელი არ ეთანხმება აქტის შინაარსს, კომისიის წევრი ან ექსპერტ-კონსულტანტი (მოწვეული სპეციალისტი) აკეთებს აქტში შესაბამის ჩანაწერს.     მუხლი 4🔗. კომისიის თავმჯდომარე 1. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 28 -ე და საკრებულოს დებულების (რეგლამენტის)დადგენილი წესით. 2. კომისიის თავმჯდომარე: ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას; ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას; გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ; დ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებსა და ექსპერტ-კონსულტანტებს (მოწვეულ სპეციალისტებს) შორის; ე) ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას; ვ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებსა და ექსპერტ-კონსულტანტებს (მოწვეულ სპეციალისტებს); ზ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს; თ) საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილი კვოტის ფარგლებში კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ -სპეციალისტებს (მოწვეულ სპეციალისტებს) და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს, შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად; ი) ნიშნავს კომისიის საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას; კ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას; ლ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; მ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს, წინადადებებსა და კომისიის სხდომების ოქმებს; ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის , უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ -ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არარსებობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის უფლება -მოვალეობებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.     მუხლი 5🔗. კომისიის საკონსულტაციო საბჭო 1. კომისიის საკონსულტაციო საბჭო იქმნება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე, მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტებისაგან (მოწვეული სპეციალისტებისაგან). 2. კომისიის საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას მოწვეულ პირებთან შეთანხმებით განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 3. საკონსულტაციო საბჭო კომისიის თავმჯდომარის წინადადებით წინასწარ განიხილავს კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებს, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებსა და წინადადებებს. განიხილავს კომისიის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში არსებულ პრობლემებს და მათი გადაწყვეტის შესაძლო გზებს.     მუხლი 6🔗. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა 1. კომისიისა და კომისიის საკონსულტაციო საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. 2. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტანტებს (მოწვეულ სპეციალისტებს).