„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№439
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 74, 23/06/2010

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №439

2010 წლის 22 ივნისი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის  2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) პირველი პუნქტით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში შეტანილ იქნეს ცვლილება და XI თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XI

საქართველოს დაზვერვის სამსახურის სახელმწიფო თანამდებობები

    მუხლი 39. მთავარი საჯარო თანამდებობა

ა) საქართველოს დაზვერვის სამსახურის (შემდეგში – სამსახური) უფროსი;

ბ) სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე;

გ) სამსახურის უფროსის მოადგილე.

    მუხლი 40. წამყვანი საჯარო თანამდებობა

ა) სამსახურის დირექტორატის უფროსი;

ბ) სამსახურის უფროსის მრჩეველი;

გ) ინსტრუქტორ-კონსულტანტი;

დ) სამსახურის დირექტორატის უფროსის მოადგილე;

ე) სამსახურის სამმართველოს უფროსი;

ვ) სამსახურის ინსტრუქტორი;

ზ) სამსახურის დაზვერვის ოფიცერი (შესაბამისი კატეგორიის მიხედვით);

თ) სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ი) სამსახურის ექსპერტ-ანალიტიკოსი;

კ) სამსახურის განყოფილების უფროსი.

    მუხლი 41. უფროსი საჯარო თანამდებობა

ა) სამსახურის განყოფილების უფროსის მოადგილე;

ბ) სამსახურის მთავარი სპეციალისტი;

გ) სამსახურის დაზვერვის ოფიცერი (კატეგორიის გარეშე);

დ) სამსახურის წამყვანი სპეციალისტი;

ე) სამსახურის მთავარი ბუღალტერი.

    მუხლი 42. უმცროსი საჯარო თანამდებობა

ა) სამსახურის დაცვის ოფიცერი;

ბ) სამსახურის ოპერატიული მორიგე;

გ) სამსახურის უფროსი სპეციალისტი;

დ) სამსახურის უმცროსი სპეციალისტი;

ე) სამსახურის დაცვის თანამშრომელი;

ვ) სამსახურის სპეციალისტი;

ზ) სამსახურის მძღოლი;

თ) სამსახურის დამხმარე მოსამსახურე.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2010 წლის 1 ივლისიდან.

მ. სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.06.2010.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"?
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" მიღებულია 22.06.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №439. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.000.000000.
სად არის „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.06.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე", №439, 22.06.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1023777/