„თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის №157 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№188
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 86, 15/07/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №188

2010 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

„თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის  ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების,  მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის №157 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის №157 დადგენილებით (სსმ III, 2008 წელი, №99, მუხლი 1095) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თზ-ის ორგანიზატორმა გარანტია უნდა წარადგინოს თზ-ის ფუნქციონირების დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვეში.“.

2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სავალდებულოა თზ-ს გააჩნდეს ტერიტორიის მთელი პერიმეტრის შემომსაზღვრელი, კაპიტალურად დამონტაჟებული მასალის არანაკლებ 2 მეტრი სიმაღლის ღობე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პერიმეტრის გეოგრაფიული მდებარეობა (უშუალოდ ზღვის, მდინარის, ჭაობის, კლდის მომიჯნავედ არსებული პერიმეტრი) შეუძლებელს ხდის ღობის აღმართვას, ან როდესაც არსებული პერიმეტრის მომიჯნავედ განთავსებულია ვიდეო თვალთვალის სისტემით აღჭურვილი 2 მ სიგანისა და სიღრმის თხრილი. ღობეს მთელ სიგრძეზე უნდა გასდევდეს გარე განათება. ღობეზე ან შენობა-ნაგებობის კედელზე გარე მხრიდან ყოველი 200 მეტრის შუალედში უნდა იყოს მიმაგრებული ტოლგვერდა სამკუთხედის ფორმის ფირნიში (სამკუთხედის გვერდის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 50 სანტიმეტრისა), რომელზეც მწვანე ფერის ფონზე თეთრი ფერით ქართულ და ინგლისურ ენებზე უნდა იყოს წარწერა: „საბაჟო კონტროლის ზონა“ – „Customs Control Zone“; ამასთან, ფირნიში დამზადებული უნდა იყოს „მანათობელი“ საღებავის გამოყენებით.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის №157 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.07.2010.
როდის იქნა მიღებული „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის №157 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის №157 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.07.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №188. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.000.000000.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის №157 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის №157 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.07.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „თავისუფალი ზონის შექმნისათვის წარსადგენი გარანტიის ოდენობის, თავისუფალი ზონის შექმნის პირობების, მათი ფუნქციონირების, საქონლის შენახვისა და საბაჟო კონტროლის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 ივლისის №157 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №188, 15.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1023848/