„საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 6 აპრილის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №190
2010 წლის 15 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 6 აპრილის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 6 აპრილის №70 დადგენილებით (სსმ III, 2009 წელი, №43, მუხლი 492) დამტკიცებულ წესსა და პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და მე-5 მუხლის 251 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„251. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება იდება ათი წლის ვადით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე საქართველოს მთავრობა, სამინისტროს წინადადების საფუძველზე, უფლებამოსილია, მისცეს სამინისტროს თანხმობა ხელშეკრულების მოქმედების გაგრძელების თაობაზე ისე, რომ ექსკლუზიური უფლების მოქმედების ვადა მთლიანობაში არ უნდა აღემატებოდეს 15 წელს.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური