„საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №133
2005 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებით (სსმ III, 03.06.2004 წ., №56, მუხლი 480) დამტკიცებულ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მინისტრის აპარატის ამოცანებია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის მინისტრის მიერ კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ბ) მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა;
გ) მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო დაწესებულებებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის სამუშაო პირობების შექმნის ორგანიზება;
ვ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება;
ზ) სამინისტროს სისტემაში სტაჟირების ორგანიზება; სტაჟირების გავლის კონტროლი;
თ) მოსამსახურეთა სამსახურებრივი ინსტრუქციების მომზადება; სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენა;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა; შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება; სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობების გაცემა და აღრიცხვა.”.
2. დებულების მე-8 მუ ხ ლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დევნილთა რეგისტრაციის დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა რეგისტრაციისა და ანკეტირების ორგანიზება;
ბ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მაძიებელი პირის განცხადების განხილვა, მაძიებლის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის მომზადება და საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა, სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის მომზადება და საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;
დ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის შეჩერების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხის განხილვა, სათანადო დასკვნების მომზადება და, შესაბამისად, საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება;
ე) იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ ინფორმაციის ანალიზი და მის საფუძველზე სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება;
ვ) იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა რეგისტრაციის ჩატარების აუცილებლობის თაობაზე წინადადების მომზადება, დევნილის მოწმობის ფორმის შემუშავება და მოწმობების გაცემის ორგანიზება;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა.”.
3. დებულების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ლტოლვილთა, რეპატრიანტთა და მიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) ლტოლვილთა რეგისტრაციისა და ანკეტირების ორგანიზება;
ბ) ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი პირის საკითხის განხილვა, მაძიებლის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის მომზადება და საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;
გ) ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა, სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის მომზადება და საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;
დ) ლტოვილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხის განხილვა, სათანადო დასკვნების მომზადება და, შესაბამისად, საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება;
ე) ლტოლვილთა ანკეტისა და ლტოლვილის მოწმობის ფორმების შემუშავება, ანკეტების წარმოება და მოწმობების გაცემის ორგანიზება;
ვ) „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციითა და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1967 წლის ოქმით გათვალისწინებული ლტოლვილის სტატუსის მაძიებელ პირთა და ლტოლვილთა უფლებების დაცვის, რეალიზებისა და გარანტიების უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
ზ) რეპატრიაციის საკითხების რეგულირება; მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე დეპორტირებულ პირთა იდენტიფიკაციის, რეპატრიანტთა შესახებ საინფორმაციო ბანკის შექმნის; რეპატრიანტთა ადაპტაცია-ინტეგრაციის პროცესების წარმართვა და კოორდინაცია; შესაბამისი პროექტების შემუშავება და რეალიზების ხელშეწყობა;
თ) სტიქიური მოვლენებით გამოწვეული შიდა მიგრაციული პროცესების მართვა; ეკომიგრაციული პროცესების ეფექტიანი მართვის სისტემის შემუშავება და რეალიზაციის ხელშეწყობა;
ი) სტიქიასაშიში რეგიონებიდან მოსალოდნელი მიგრაციის პროგნოზირება და ეკომიგრანტთა განსახლების პროგრამების განხორციელება; ეკომიგრანტთა ახალ საცხოვრებელ ადგილზე ადაპტაცია-ინტეგრაციის პროექტების შემუშავება და განხორციელების ორგანიზება;
კ) შიდა და გარე მიგრაციის პოლიტიკის განსაზღვრისა და მისი განხორციელების შესახებ წინადადებებისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე მიგრაციული პროცესების მონიტორინგი და კონტროლი;
მ) კომპეტენციის ფარგლებში მიგრანტთა ინსპექტირება;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში უკანონო მიგრაციის აღკვეთის მიზნით სათანადო რეაგირება;
ო) მიგრაციის სფეროში სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
პ) შრომითი და მიგრაციული პროცესების ხელშეწყობა და ნებაყოფლობით დაბრუნებულთა სარეაბილიტაციო და სხვა პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანოებთან თანამშრომლობა;
რ) ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დაცვის მექანიზმების შემუშავება;
ს) კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა;
ტ) ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა სოციალური დაცვის ხელშეწყობა.”.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი