„გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.014.773
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №500
2010 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
„გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებით (სსმ III, 22.03.2005, №32, მუხლი 306) დამტკიცებულ ,,გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის შესაბამისად;“.
2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. თუ საქართველოს კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის სამართლებრივ ფორმას, ამასთანავე ამ გადასახადის გადამხდელს არ განუხორციელებია საგადასახადო ანგარიშგება (დეკლარაციების ან/და გაანგარიშებების წარდგენა) და საგადასახადო ვალდებულებების შესრულება ბოლო 6 კალენდარული წლის განმავლობაში, ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხის განსახილველად მომზადების მიზნით, საგადასახადო ორგანოს მიერ შემოსავლების სამსახურს წერილობით წარედგინება ინფორმაცია:
ა) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების შესახებ;
ბ) გადასახადის გადამხდელის სამართლებრივი ფორმის, სახელმწიფო რეგისტრაციისა და საგადასახადო აღრიცხვის შესახებ;
გ) გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ანგარიშგებისა (დეკლარაციებისა ან/და გაანგარიშებების წარდგენა) და საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ბოლო 6 კალენდარული წლის განმავლობაში განუხორციელებლობის თაობაზე.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.06.2010.
- როდის იქნა მიღებული „გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"?
- „გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" მიღებულია 23.06.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №500. სარეგისტრაციო კოდი — 200010000.22.033.014773.
- რამდენი მუხლისგან შედგება „გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.06.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების მიხედვით ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 17 მარტის №148 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე", №500, 23.06.2010, სარეგისტრაციო კოდი 200010000.22.033.014773 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1024083/