„კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№406
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 67, 14/06/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №406

2010 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

„კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებაში (სსმ III, 2007 წ., №14, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) ბრძანებულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფიზიკურ პირთათვის მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული სახელმწიფო საბინაო ფონდის არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის პროცესის დასრულების მიზნით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 67-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი (დანართი №1) და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმები (დანართი №2 და №3).“;

ბ) ბრძანებულებით დამტკიცებული კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის:

ბ.ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი – საცხოვრებელი სახლი, რომელიც შედგება ერთი ან ორი ინდივიდუალური საკუთრების საგნისაგან (ბინისაგან);“;

ბ.ბ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლში არსებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობთან ერთად შესაბამისი მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, აგრეთვე ინფორმაცია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან (ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვა).“;

ბ.გ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში წარდგენისას, ინივიდუალურ საცხოვრებელ სახლზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზში მითითებული ფართობი არ უნდა აღემატებოდეს ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცულ საინვენტარიზაციო გეგმაში მითითებულ მიწის ნაკვეთის ფართობს. თუ ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში არ არის დაცული ინფორმაცია მიწის ნაკვეთის შესახებ, საკადასტრო აზომვით ნახაზში მიეთითება მიწის ნაკვეთის მხოლოდ ის ფართობი, რომელზედაც უშუალოდ განლაგებულია ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი.“;

ბ.დ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 და 24 პუნქტები:

„23. ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლში არსებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას კანონიერი მოსარგებლისათვის შესაბამისი მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

24. თუ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი შედგება ორი ინდივიდუალური საკუთრების საგნისაგან (ბინისაგან) ან/და ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლში არსებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობი კანონიერ მოსარგებლეებს გადაეცემათ თანასაკუთრებაში, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი მიწის ნაკვეთის საერთო საკუთრებაში გადაცემის შესახებ.“;

ბ.ე) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კანონიერი მოსარგებლის განცხადების დაკმაყოფილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო გასცემს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლის საკუთრებაში გადაცემის დამადასტურებელ დოკუმენტს – საკუთრების უფლების მოწმობას (დანართი №2) და დამოწმებულ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის შიდა საკადასტრო აზომვით ნახაზს.“;

ბ.ვ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლში არსებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობთან ერთად შესაბამისი მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო გასცემს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლის საკუთრებაში გადაცემის დამადასტურებელ დოკუმენტს – საკუთრების უფლების მოწმობას (დანართი №3), დამოწმებულ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის შიდა საკადასტრო აზომვით ნახაზს და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზს.“;

გ) ბრძანებულებით დამტკიცებული №2 დანართის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის №3 დანართი:

დანართი№3

მცირე სახელმწიფო გერბი

საკუთრების უფლების მოწმობა №

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს დასახელება)

 

ეძლევა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––                                                                    (მესაკუთრე და მისი მისამართი)

მასზედ, რომ მას გადაეცა

 საკუთრებაში ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ფართობი და

 (საცხოვრებელი, არასაცხოვრებელი, იზოლირებული, არაიზოლირებული)

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––საკუთრებაში შესაბამისი მიწის ნაკვეთი

           (საერთო/ინდივიდუალური)

 

რომელიც მდებარეობს ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(ადგილმდებარეობა)

 

ფართობი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– კვ. მეტრი––––––––––––

 

მიწის ნაკვეთის ფართობი –––––––––––––––––––––––––––––––– კვ. მეტრი––––––––––––

 

საფუძველი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილების რეკვიზიტები)

 

მოწმობა შედგენილია 2 ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, მეორე ინახება მოწმობის გამცემ ორგანოში. მოწმობა ძალაშია საფუძველთან,დამოწმებულ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის შიდა საკადასტრო აზომვით ნახაზთან და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მოწმობის განუყოფელ ნაწილს.

გაცემულია 20––– წლის ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-

უფლებამოსილი პირის ხელმოწერა /–––––––––––––––––––––––––––/“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი