„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№157
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 67, 14/06/2010

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №157

2010 წლის 10 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქართ­ველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებუ­ლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №54,  მუხლი 460) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: ­

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამო­ყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტი;“.

2. 41 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქციით:

„2. შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის ძი­­­რითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს სისტემის ორგანოების მიერ საქართ­ვე­ლოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;

ბ) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება;

გ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადე­კვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

დ) სამინისტროს ფუნქციონირებისა და მართვის პროცე­დურების მწარმოებლურობის, ეფექტურობისა და ეკონომიურო­ბის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;

ე) სამინისტროს სისტემაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;

ვ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ სა­მარ­თალ­დარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა ჩა­დენის ფაქტების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დად­გენა;

ზ) წინასწარი კონტროლის ღონისძიებების განხორციე­ლება მინისტრის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული უფლე­ბამოსილების ფარგლებში;

თ) სამინისტროს სისტემის ორგანოებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამი­ნისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონს­ტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახ­ვის, სამ­სახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმ­დეგო ქმე­დებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან და­კავ­შირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;

ი) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ სამსა­ხურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების/ინსპექტირების ჩატარება, შემოწმების/ინსპექტირე­ბის შედე­გე­ბის შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისა­თვის წარდ­გე­ნა;

კ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ საქართ­ველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამინისტროს სისტემის ორგანოების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

ლ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსა­ხუ­რებ­რივი ეთიკის წესების შესრულების კონტროლისა და ზე­და­­მხედველობის განხორციელება;

მ) სამინისტროს სისტემის ორგანოების საქმიანობის სა­ჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგა­დო­ებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშე­წ­ყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში სა­ზო­გა­დოე­ბის მხარდაჭერის მოპოვება;

ნ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სა­მი­ნისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და შიდა აუდიტორის დამოუ­კიდებლობის პრინციპებს.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 12 ივ­ლი­­სიდან.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური