აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 73, 01/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

სააქციო საზოგადოება „ბეჭდვითი სიტყვის კომბინატის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ

სს „ბეჭდვითი სიტყვის კომბინატის“ დირექტორატი იწვევს სს-ის აქციონერებს მორიგ საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება 2010 წლის 23 ოქტომბერს, 14 საათზე, ქ. თბილისში, მარჯანიშვილის ქ. № 5-ში მდებარე საზოგადოების ოფისში.

 

დღის წესრიგი:

1. საზოგადოების 2009 წლის სამეურნეო ანგარიში.

2. 2010 წლისათვის აუდიტორის არჩევა.

3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევა.

4. შპს „პოლიგრაფ თბილისის“ შესახებ.

5. სხვადასხვა.

 

სამეთვალყურეო საბჭო და ადმინისტრაცია რეკომენდაციას აძლევენ აქციონერებს დაამტკიცონ 2009 წლის სამეურნეო ანგარიში, მიიღონ დადებითი გადაწყვეტილება 2009 წლის მოგების სააქციო საზოგადოების ბალანსზე დატოვების შესახებ და 2010 წლისათვის სააქციო საზოგადოების აუდიტორად აირჩიონ შპს „ფინანსური მართვის ჯგუფი“.

აქციონერებს შეუძლიათ დღის წესრიგის თითოეულ საკითხზე რეკომენდაციებს დაწვრილებით გაეცნონ საზოგადოების დირექციაში.

საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს მიერ საერთო კრების სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2010 წლის 8 სექტემბერი.

კრების ჩატარებამდე ათი დღის განმავლობაში აქციონერებს შეუძლიათ შეამოწმონ კრებაში თავისი მონაწილეობის უფლება ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორთან – სს „კავკასრეესტრთან“ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №74ა. აქციონერი კრების მუშაობაში მონაწილეო-ბას იღებს პირადობის მოწმობის და აქციათა რეესტრის საფუძველზე.