„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №120
2008 წლის 6 მარტი
ქ. თბილისი
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულების (სსმ III, 2003 წ., №126, მუხ. 1050) პირველი პუნქტით დამ-ტკიცებული ნუსხის მეორე მუხლს მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს 41 პუნქტი:
„41. სტრატეგიული მილსადენების დაცვის მთავარი სამმართველოს:
ა) მთავარი სამმართველოს უფროსი, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;
ბ) სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე;
გ) განყოფილების უფროსი, განყოფილების უფროსის მოადგილე;
დ) ქვეგანყოფილების უფროსი;
ე) უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი