საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.09.2010
ძალის დაკარგვა 17.09.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/1563
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016005
გამოქვეყნების წყარო სსმ, 125, 30/09/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,540 სიტყვა · ~18 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.09.2010 მიღება
17.09.2012 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} span.MsoCommentReference {font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:"Times New Roman","serif";} span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 45.0pt 9.0pt 63.8pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/1563 2010 წლის 28 სექტემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 22 ივნისის №1-1/550 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  მინისტრის პირველი მოადგილე   ა. კეკელია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საწარმოთა მართვის სააგენტოს დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საწარმოთა მართვის სააგენტო“ (შემდგომში – სააგენტო) შექმნილია „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს გააჩნია საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი ყველა ის უფლება-მოვალეობა, რომელიც მინიჭებული აქვს საქართველოს კონსტიტუციით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, სხვა ნორმატიული აქტებითა და წინამდებარე დებულებით. 3. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ. 4. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით, ბლანკები, საბანკო ანგარიში (ანგარიშები) და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 5. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო). 6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ჭანტურიას ქუჩა №12.     მუხლი 2🔗. სააგენტოს მიზნები და ფუნქციები 1. სააგენტოს მიზნებია: ა) სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში (შემდგომში – საწარმოები) პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილების განხორციელება, გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზებასთან ან/და განკარგვასთან დაკავშირებული უფლებამოსილებებისა; ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების მართვის კოორდინაცია და სრულყოფა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად; გ) საწარმოებში სახელმწიფოს წარმომადგენლობის მეშვეობით სახელმწიფო ინტერესების დაცვა, სახელმწიფოსათვის განკუთვნილი დივიდენდების ზრდის ხელშეწყობა; დ) საწარმოთა ლიკვიდურობის დონის ამაღლება და პრივატიზების პროცესის დაჩქარებისათვის ხელშეწყობა. 2. სააგენტოს ფუნქციებია:  ა) საწარმოებში სახელმწიფო წილის, აქციების აღრიცხვა და აღნიშნული მონაცემების სამინისტროსათვის მიწოდება; ბ) საწარმოებში სახელმწიფოს წარმომადგენლების კანდიდატურების შერჩევა-დანიშვნა, მათი საქმიანობის კოორდინაცია, მეთოდურ-საინფორმაციო უზრუნველყოფა და ანგარიშების განხილვა-დამტკიცება; გ) საწარმოებიდან და სახელმწიფოს წარმომადგენლებისაგან მიღებული ანგარიშების, ინფორმაციის სისტემატიზაციისა და ანალიზის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობით (მათ შორის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) შესაბამისი ნორმატიული აქტით) დადგენილი წესის მიხედვით, საწარმოს წესდების შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შემდეგ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება: გ.ა) საწარმოების განვითარების ბიზნესგეგმების დამტკიცება; გ.ბ) საწარმოების მიერ სესხებისა და კრედიტების აღება; გ.გ) საწარმოების მიერ ფილიალების დაფუძნება-ლიკვიდაცია; გ.დ) საწარმოების მიერ აქციებისა და წილების (პაის) შესყიდვა, საწარმოთა წილობრივი მონაწილეობით კერძო სამართლის იურიდიული პირების შექმნა; გ.ე) საწარმოებში ინვესტიციების დაბანდება; გ.ვ) საწარმოების წმინდა მოგების განაწილება; გ.ზ) საწარმოების აქციებისა და წილების სხვა სუბიექტისათვის მართვის უფლებით გადაცემისათვის წინადადებების მომზადება; გ.თ) საწარმოების პრივატიზებისათვის წინადადებების მომზადება; გ.ი) საწარმოების გარდაქმნა, შერწყმა, გაყოფა, ლიკვიდაცია და გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის თაობაზე წინადადებების განხილვა; გ.კ) საწარმოების ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემა, ჩამოწერა, რეალიზაცია, გირაოთი, იპოთეკით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა ფორმებით დატვირთვა; გ.ლ) საწარმოების ანგარიშგების (ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში) და წლიური ბიუჯეტის განხილვა-დამტკიცება უფლებამოსილების ფარგლებში; გ.მ) სააგენტოს მართვაში არსებული საწარმოების საპრივატიზაციოდ მომზადება და სამინისტროსათვის წარდგენა; გ.ნ) საწარმოების აუდიტის დამტკიცება წლიური შედეგების შეფასების მიზნით; გ.ო) მოქმედი კანონმდებლობით სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა გადაწყვეტილებების მიღება.     მუხლი 3🔗. სააგენტოს მართვის ორგანოები და მათი შექმნის წესი 1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე (შემდგომში – თავმჯდომარე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი, რომელიც ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობებს მისი არყოფნის შემთხვევაში. თავმჯდომარის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით. ფუნქციებს თავმჯდომარის მოადგილეებს შორის ანაწილებს თავმჯდომარე.  მუხლი 4🔗. სააგენტოს თავმჯდომარე სააგენტოს თავმჯდომარე: ა) უშუალოდ ან რწმუნებული პირის მეშვეობით წარმოადგენს სააგენტოს, უზრუნველყოფს მისი ფუნქციების და უფლებამოსილებების განხორციელებას; ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესრულებისათვის სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში; გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს კომპეტენციის მიკუთვნებულ საკითხებზე და გამოსცემს სააგენტოს ბრძანებებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად; დ) მინისტრთან შეთანხმებით განსაზღვრავს საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს; ე) ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს და განსაზღვრავს მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობას; ვ) უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მიიღოს თანამშრომლები; ზ) ამტკიცებს სააგენტოში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის წესს და პირობებს და განსაზღვრავს სტაჟიორის ანაზღაურების ოდენობას; თ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს; ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს სააგენტოს სახსრებს; კ) ორგანიზაციული საკითხების გადასაწყვეტად ქმნის სათათბირო ორგანოებს (კომისიებს) და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; ლ) უფლებამოსილია მოახდინოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლება-მოვალეობების დელეგირება თავმჯდომარის მოადგილეებზე; მ) უფლებამოსილია თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები; ნ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს; ო) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა სააგენტოს ამოცანების შესასრულებლად; პ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 5🔗. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფები 1. სააგენტო მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით. 2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ადმინისტრაცია, რომელიც შედგება შემდეგი ქვედანაყოფებისაგან: ა.ა) საწარმოთა მონაცემთა ბაზის რეგისტრაციის სექტორი; ა.ბ) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სექტორი; ა.გ) ბუღალტერია; ა.დ) კანცელარია; ა.ე) სამეურნეო და კომპიუტერული მომსახურების სექტორი; ა.ვ) სამდივნო. ბ) იურიდიული სამმართველო; გ) რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის სამმართველო; დ) დარგობრივი ეკონომიკის სამმართველო; ე) სოციალური ინფრასტრუქტურის სამმართველო; ვ) საწარმოთა ფინანსური ანალიზის სამმართველო.     მუხლი 6🔗. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები 1. ადმინისტრაციის ფუნქციებია: ა) სააგენტოს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საწარმოების შესახებ არსებული ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში შეყვანის უზრუნველყოფა ინფორმაციის მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში; ბ) საწარმოებში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების მონაცემთა ბაზაში ასახვა შესაბამისი დოკუმენტის (სამსახურებრივ ბარათთან ერთად) მიღებიდან არა უგვიანეს ორი სამუშაო დღისა; გ) სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველთვიური (არა უგვიანეს ყოველი თვის მომდევნო თვის 5 რიცხვისა) ინფორმაციის წარდგენა; დ) სააგენტოს დაინტერესებული სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება და მიწოდება; ე) საერთაშორისო, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებული საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებთან თანამშრომლობა და მათთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება, ასევე სტუმართა მიღების ორგანიზება; ვ) სააგენტოს ეგიდით მიმდინარე სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიების სათანადოდ გაშუქების მიზნით სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან თანამშრომლობა; ზ) სააგენტოს ხელმძღვანელობის დავალებით, სააგენტოს სახელით მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა უწყებებსა და ორგანიზაციებში წარმომადგენლობა; თ) სააგენტოს ვებგვერდის მუდმივი განახლება სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან და სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე; ი) სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად სათანადო პროგრამებისა და ღონისძიებების შემუშავება; კ) საჯარო ინფორმაციის გაცემა; ლ) სააგენტოს შემოსავლებსა და ხარჯებზე, მის ფინანსურ მდგომარეობაზე სრული და უტყუარი ინფორმაციის ჩამოყალიბება; მ) ბუღალტრული ანგარიშგება; ნ) სააგენტოს საფინანსო გეგმისა და ბიუჯეტის პროექტის შედგენა; ო) დამტკიცებულ ხარჯებში ცვლილებების შეტანის შესახებ წინადადებების მომზადება; პ) სააგენტოს მუშაკების ხელფასების, პრემიების, დახმარებების, მივლინებების სწორი და დროული გაანგარიშება; ჟ) სააგენტოს კუთვნილი მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული აღრიცხვა; რ) სააგენტოს კუთვნილ მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ყოველწლიურად ჩატარება და ინვენტარიზაციის შედეგების დროული და სწორი ბუღალტრული აღრიცხვა; ს) სააგენტოს კუთვნილი ფინანსური სახსრების დანიშნულებისამებრ ხარჯვა; ტ) დადგენილ ვადებში საშემოსავლო დეკლარაციების საგადასახადო ორგანოსა და სტატისტიკის დეპარტამენტში წარდგენა; უ) ყოველკვარტალურად სამინისტროში სააგენტოს საფინანსო გეგმის ბალანსის წარდგენა; ფ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება, შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავება და ხელშეკრულებების მიმწოდებლებთან გაფორმება; ქ) მიმწოდებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებისა და მათგან მიწოდებული ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად, სახაზინო სამსახურში ვალდებულებების აღება და თანხების გადარიცხვა; ღ) განხორციელებული შესყიდვების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ანგარიშის წარდგენა კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პერიოდულობით; ყ) დადგენილი წესით საბუღალტრო დოკუმენტაციის შენახვა, მათი გაფორმება და, შესაბამისად, არქივისათვის გადაცემა; შ) სააგენტოს ხელმძღვანელობისაგან ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისათვის სათანადო პირობების შექმნის მოთხოვნა; ჩ) სააგენტოს ფინანსური ვალდებულებების წარმოშობასთან დაკავშირებული ყველა საკითხის განხილვა, კომპეტენციის ფარგლებში; ც) სააგენტოს თანამშრომელთა, მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის, გათავისუფლებისა და გადაადგილების, სახელფასო განაკვეთების, მატერიალური წახალისებების საკითხების განხილვა, კომპეტენციის ფარგლებში; ძ) სააგენტოში შემოსული წერილების რეგისტრაცია ელექტრონული (კომპიუტერული) მეთოდით და დროულად შესრულებაზე კონტროლის განხორცილება; წ) ადმინისტრაციის უფროსისათვის ვადაგადაცილებული წერილების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება; ჭ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის კორესპონდენციის მიწოდება; ხ) სააგენტოში შემოსულ-გასული კორესპონდენციის შენახვა; ჯ) სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ბრძანებების) ელექტრონული (კომპიუტერული) ფორმით რეგისტრაცია და მათი ასლების სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის გაცნობა; ჰ) სააგენტოს თანამშრომელთა პირადი საქმეების სააგენტოში დადგენილი წესით წარმოება და შენახვა, შრომითი ხელშეკრულებისა და საკადრო ბრძანებების მომზადება; ჰ​1) სააგენტოს მიერ საწარმოთა დირექტორებთან დადებული ხელშეკრულებების აღრიცხვა-სისტემატიზაცია; ჰ​2) თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვა; ჰ​3) საიდუმლო საქმის წარმოების უზრუნველყოფა: ჰ​4) სააგენტოს მომარაგება საკანცელარიო, სამეურნეო და სხვა საქონლით; ჰ​5) სააგენტოში არსებული კომპიუტერული და სხვა ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ჰ​6) მატერიალური პასუხისმგებლობა სააგენტოში არსებულ ქონებაზე; ჰ​7) მიმწოდებლებთან საქონელზე და მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების აქტების და სხვა სათანადო დოკუმენტაციის გაფორმება; ჰ​8) თავმჯდომარესთან და თავმჯდომარის მოადგილეებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, კორესპონდენციის აღრიცხვა, თავმჯდომარის და თავმჯდომარის მოადგილეების სხვადასხვა დავალებების შესრულება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” - „დ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს საწარმოთა მონაცემთა ბაზის რეგისტრაციის სექტორი, „ე” – „კ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას – საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სექტორი, „ლ” – „ც” ქვეპუნქტებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას – ბუღალტერია, „ძ” – „ჰ​3” ქვეპუნქტებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას – კანცელარია, „ჰ​4” – „ჰ​7” ქვეპუნქტებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას – სამეურნეო და კომპიუტერული მომსახურების სექტორი, ხოლო „ჰ​8” ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას უზრუნველყოფს სამდივნო. 3. იურიდიული სამმართველოს ფუნქციებია: ა) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა ; ბ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებისა და სხვა სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტების პროექტების მომზადება და სამინისტროსათვის წარდგენა; გ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული დავების თაობაზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება და სასამართლოში სააგენტოს წარმომადგენლობა; დ) სააგენტოს სახელით გამოსაცემი სამართლებრივი ხასიათის, სახელმძღვანელო თუ სარეკომენდაციო მასალების მომზადება; ე) მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კომპეტენციის ფარგლებში, იურიდ იული დახმარების გაწევა სააგენტოს მართვაში არსებული საწარმოებისათვის; ვ) ხელშეკრულებების გაფორმება საწარმოთა ხელმძღვანელებთან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ზ) სააგენტოს შესაბამისი სამსახურების მიერ მომზადებული დოკუმენტაციის სამართლებრივი თვალსაზრისით ვიზირება; თ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისათვის სააგენტოს საქმიანობის სფეროში მიმდინარე საკანო ნმდებლო სიახლეების გაცნობა; ი) სამმართველოს კომპეტენციას მიკუთვნებულ შემოსულ კორესპონდენციაზე დროული რეაგირება. 4. რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის სამმართველოს ფუნქციებია: ა) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესის წარმართვა და მონიტორინგი „მეწარმეთა შესახებ “საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე; ბ) საწარმოთა ლიკვიდატორის კანდიდატურების შერჩევასთან დაკავშირებით წინადადებების განხილვა და სააგენტოს ხელმღვანელობისათვის წარდგენა; გ) საწარმოთა ლიკვიდაციის გეგმის დამტკიცების ან მათში ცვლილებების შეტანის თაობაზე წინადადებების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა და სააგენტოში არსებული მუდმივმოქმედი კომისიისათვის წარდგენა; დ) საწარმოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების შემდგომ განკარგვასთან დაკავშირებით წინადადებების წარდგენა სააგენტოს თავმჯდომარისათვის; ე) ლიკვიდატორის პერიოდული ანგარიშების განხილვა ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობის თაობაზე; ვ) მიღებული ინფორმაციის გაანალიზების შემდგომ სააგენტოს ხელმძვანელობის წინაშე ლიკვიდატორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება; ზ) საწარმოთა მონაცემთა ბაზის რეგისტრაციის სექტორისათვის მონაცემთა ბაზაში აღრიცხვის მიზნით , საწარმოების შესახებ განახლებული ინფორმაციის (სამსახურებრივი ბარათით და თანდართული იურიდიული დოკუმენტით) მიწოდება მათი მიმდინარე სტატუსის (ლიკვიდირებული, ლიკვიდაციის, რეაბილიტაციის და გაკოტრების რეჟიმში მყოფი) შესახებ ბრძანების ან სათანადო დოკუმენტის გაფორმებიდან ორი სამუშაო დღის ვადაში. 5 . დარგობრივი ეკონომიკის სამმართველო უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტის, კომუნიკაციების, სათბობ -ენერგეტიკის სფეროში არსებულ საწარმოებში (შპს, სს) შემდეგი ფუნქციების განხორციელებას: ა) წილებისა და აქციების მართვა; ბ) კანონმდებლობის შესაბამისად, საწარმოთა (წილების, აქციების, ქონების) საპრივატიზაციოდ მომზადება სამინისტროსათვის გადასაცემად; გ) სამინისტროდან შემოსული წინადადებების განხილვა საწარმოს აქციების (წილის) მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე და სათანადო ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადება; დ) სამინისტროდან შემოსული წინადადებების განხილვა საწარმოს (აქციების, წილების) მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე და სათანადო ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადება; ე) საწარმოების მიერ ფილიალების დაფუძნება-ლიკვიდაციის თაობაზე შემოსული წინადადებების განხილვა და სათანადო ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადება; ვ) საწარმოების მიერ აქციებისა და წილების (პაის) შესყიდვის, საწარმოთა წილობრივი მონაწილეობით კერძო სამართლის იურიდიული პირების შექმნის თაობაზე შემოსული წინადადებების განხილვა და სათანადო ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადება; ზ) საწარმოებში ინვესტიციების დაბანდების საკითხის განხილვა და სათანადო ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადება; თ) მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული წესების შესაბამისად , საწარმოთა ბალანსზე რიცხული ქონების ჩამოწერის, რეალიზაციის, სარგებლობის უფლებით გადაცემისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა ფორმებით განკარგვის საკითხების განხილვა და სათანადო ანალიზის თაობაზე წინადადებების წარდგენა სააგენტოს მუდმივმოქმედ კომისიაზე განსახილველად; ი) საწარმოებში სახელმწიფო წარმომადგენლების (სამეთვალყურეო საბჭო, დირექტორი) კანდიდატურების დანიშვნის ან არჩევის შესახებ წინადადებების განხილვა და სათანადო ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადება; კ) საწარმოებიდან ინფორმაციისა და ანგარიშის მიღება გაწეული საქმიანობის შესახებ, მათი განხილვა და საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს ხელმძღვანელობასთან საწარმოს ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება; ლ) საწარმოების ლიკვიდაციის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა საწარმოთა ფინანსური ანალიზის სამმართველოსთან ერთად და საწარმოთა ლიკვიდაციის თაობაზე მომზადებული წინადადებების სააგენტოს მუდმივმოქმედ კომისიაზე წარდგენა; მ) სააგენტოს სხვა სამმართველოებთან ერთად საწარმოების რეორგანიზაციის (გარდაქმნა, შერწყმა, გაყოფა) თაობაზე წინადადებების ერთობლივი განხილვა და სათანადო ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადება; ნ) სააგენტოს საწარმოთა ფინანსური ანალიზის სამმართველოსათვის წინადადებების მიწოდება საწარმოთა ბიზნესგეგმის დამტკიცებისა და კორექტირების თაობაზე; ო) საწარმოთა ფინანსური ანალიზის სამმართველოს მოთხოვნის შემთხვევაში წინადადებების მიწოდება საწარმოებში წლიური შედეგების შეფასების მიზნით აუდიტის დამტკიცების თაობაზე; პ) მოქმედი კანონმდებლობისა და სააგენტოს დებულების მოთხოვნათა შესაბამისად, საწარმოს მიერ წარმოდგენილი დღის წესრიგიდან და დასმული საკითხიდან გამომდინარე, პარტნიორთა (აქციონერთა) კრებებზე დასწრება და სააგენტოს პოზიციის დაფიქსირება; ჟ) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების პროექტის შემუშავება; რ) საწარმოთა მონაცემთა ბაზის რეგისტრაციის სექტორისათვის საწარმოებში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების (საწარმოთა წილებისა და აქციების განკარგვა, კაპიტალის გაზრდა-შემცირება, ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემა, იურიდიული მისამართის შეცვლა, დირექტორის დანიშვნა-გათავისუფლება, დივიდენდების გადახდის გრაფიკის ცვლილება, ქონების ჩამოწერა-რეალიზაცია, რეორგანიზაცია, გაკოტრება, რეაბილიტაცია და სხვ.) ამსახველი ინფორმაციის მიწოდება (სამსახურებრივი ბარათით) თანდართული დოკუმენტაციით, მონაცემთა ბაზაში აღრიცხვის მიზნით სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გამოცემიდან ან/და შესაბამისი დოკუმენტის გამოცემიდან/გაფორმებიდან არა უგვიანეს ორი სამუშაო დღის ვადაში; ს) გაწეული საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიშის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ტ) თავის კომპეტენციის ფარგლებში, შემოსულ კორესპონდენციაზე დროული რეაგირება. 6. სოციალური ინფრასტრუქტურის სამმართველო უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, განათლების, კულტურის და სპორტის სფეროში არსებულ საწარმოებში (შპს, სს) შემდეგი ფუნქციების განხორციელებას: ა) წილებისა და აქციების მართვა; ბ) კანონმდებლობის შესაბამისად, საწარმოთა (წილების, აქციების, ქონების) საპრივატიზაციოდ მომზადება სამინისტროსათვის გადასაცემად; გ) სამინისტროდან შემოსული წინადადებების განხილვა საწარმოს აქციების (წილის) მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე და სათანადო ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადება; დ) სამინისტროდან შემოსული წინადადებების განხილვა საწარმოს (აქციების, წილების) მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე და სათანადო ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადება; ე) საწარმოების მიერ ფილიალების დაფუძნება-ლიკვიდაციის თაობაზე შემოსული წინადადებების განხილვა და სათანადო ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადება; ვ) საწარმოების მიერ აქციებისა და წილების (პაის) შესყიდვის, საწარმოთა წილობრივი მონაწილეობით კერძო სამართლის იურიდიული პირების შექმნის თაობაზე შემოსული წინადადებების განხილვა და სათანადო ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადება; ზ) საწარმოებში ინვესტიციების დაბანდების საკითხის განხილვა და სათანადო ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადება; თ) მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული წესების შესაბამისად , საწარმოთა ბალანსზე რიცხული ქონების ჩამოწერის, რეალიზაციის, სარგებლობის უფლებით გადაცემისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა ფორმებით განკარგვის საკითხების განხილვა და სათანადო ანალიზის თაობაზე წინადადებების წარდგენა სააგენტოს მუდმივმოქმედ კომისიაზე განსახილველად; ი) საწარმოებში სახელმწიფო წარმომადგენლების (სამეთვალყურეო საბჭო, დირექტორი) კანდიდატურების დანიშვნის ან არჩევის შესახებ წინადადებების განხილვა და სათანადო ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადება; კ) საწარმოებიდან ინფორმაციისა და ანგარიშის მიღება გაწეული საქმიანობის შესახებ, მათი განხილვა და საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს ხელმძღვანელობასთან საწარმოს ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება; ლ) საწარმოების ლიკვიდაციის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა საწარმოთა ფინანსური ანალიზის სამმართველოსთან ერთად და საწარმოთა ლიკვიდაციის თაობაზე მომზადებული წინადადებების სააგენტოს მუდმივმოქმედ კომისიაზე წარდგენა; მ) სააგენტოს სხვა სამმართველოებთან ერთად საწარმოების რეორგანიზაციის (გარდაქმნა, შერწყმა, გაყოფა) თაობაზე წინადადებების ერთობლივი განხილვა და სათანადო ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადება; ნ) სააგენტოს საწარმოთა ფინანსური ანალიზის სამმართველოსათვის წინადადებების მიწოდება საწარმოთა ბიზნესგეგმის დამტკიცებისა და კორექტირების თაობაზე; ო) საწარმოთა ფინანსური ანალიზის სამმართველოს მოთხოვნის შემთხვევაში წინადადებების მიწოდება საწარმოებში წლიური შედეგების შეფასების მიზნით აუდიტის დამტკიცების თაობაზე; პ) მოქმედი კანონმდებლობისა და სააგენტოს დებულების მოთხოვნათა შესაბამისად, საწარმოს მიერ წარმოდგენილი დღის წესრიგიდან და დასმული საკითხიდან გამომდინარე, პარტნიორთა (აქციონერთა) კრებებზე დასწრება და სააგენტოს პოზიციის დაფიქსირება; ჟ) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის შემუშავება; რ) საწარმოთა მონაცემთა ბაზის რეგისტრაციის სექტორისათვის საწარმოებში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების (საწარმოთა წილებისა და აქციების განკარგვა, კაპიტალის გაზრდა-შემცირება, ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემა, იურიდიული მისამართის შეცვლა, დირექტორის დანიშვნა-გათავისუფლება, დივიდენდების გადახდის გრაფიკის ცვლილება, ქონების ჩამოწერა-რეალიზაცია, რეორგანიზაცია, გაკოტრება, რეაბილიტაცია და სხვ.) ამსახველი ინფორმაციის მიწოდება (სამსახურებრივი ბარათით) თანდართული დოკუმენტაციით, მონაცემთა ბაზაში აღრიცხვის მიზნით სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გამოცემიდან ან/და შესაბამისი დოკუმენტის გამოცემიდან/გაფორმებიდან არა უგვიანეს ორი სამუშაო დღის ვადაში; ს) გაწეული საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიშის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შემოსულ კორესპონდენციაზე დროული რეაგირება. 7. საწარმოთა ფინანსური ანალიზის სამმართველოს ფუნქციებია: ა) სააგენტოს მართვაში არსებული საწარმოების ფინანსური ანგარიშგებების გაანალიზება აუდიტორულ დასკვნებთან ერთად, ამ საწარმოთა მიმართ კონკრეტულ ი წინადადებისა და რეკომენდაციების შემუშავება, საჭიროების შემთხვევაში ამ მიზნით სათანადო ინფორმაციის მიღება სააგენტოს დარგობრივი ეკონომიკისა და სოციალური ინფრასტრუქტურის სამმართველოსაგან; ბ) საწარმოების ბიზნეს-გეგმის პროექტების განხილვა და დასკვნების მომზადება „ბიზნესგეგმების პროექტების განხილვის, დამტკიცების, კორექტირების “ მიზნით შექმნილ სააგენტოს მუდმივმოქმედ კომისიაზე წარსადგენად; გ) ფაქტობრივად მიღებული მოგების განაწილების თაობაზე საწარმოებიდან შემოსული წინადადებების განხილვა, საჭიროების შემთხვევაში მათში კორექტივების შეტანა და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე “ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 14-15 სექტემბრის №589, №1-1/91 ერთობლივ ი ბრძანებით შექმნილ კომისიაზე განსახილველად; დ) საწარმოთა მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში დივიდენდების სახით თანხების ჩარიცხვის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი წინადადებების წარმოდგენა გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე; ე) საწარმოს მიერ დამტკიცებული ბიზნესგეგმის შესრულების მიმდინარეობაზე მონიტორინგი, საწარმოების ფინანსური ანგარიშების მიღება ექვს თვეში ერთხელ, მათი ანალიზი და , ამის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში საწარმოებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა; ვ) საწარმოების ფინანსური ანგარიშგების აუდიტორული შემოწმების ჩატარების მიზნით აუდიტორული კომპანიის შერჩევის თაობაზე წინადადებების განხილვა სააგენტოს დარგობრივი ეკონომიკისა და სოციალური ინფრასტრუქტურის სამმართველოებთან ერთად და გადაწყვეტილების მომზადება; ზ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტში საწარმოების მიერ ბიუჯეტში გადასახდელი დივიდენდის სახით საპროგნოზო მაჩვენებლების პარამეტრების თაობაზე სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წინადადებების მომზადება , საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარსადგენად; თ) საწარმოების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ორგანიზება ფინანსურ და სხვა საკითხებთან კონსულტაციების მიზნით; ი) საწარმოების უზრუნველყოფა ფინანსური ანგარიშგების წარმოებისა და ბიზნესგეგმის პროექტის შედგენის საკითხებთან დაკავშირებული მეთოდური ხასიათის დოკუმენტაციით; კ) კომერციული ბანკებიდან საწარმოების მიერ სესხების აღებასთან დაკავშირებით შემოსული მოთხოვნების განხილვა და სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის სათანადო ანალიზის საფუძველზე კონკრეტული წინადადებების წარდგენა; ლ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად , საწარმოებიდან ბიუჯეტის მიმართ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ შემოსული წინადადებების განხილვა და სათანადო ანალიზის საფუძველზე შესაბამისი წინადადების მომზადება; მ) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის შემუშავება; ნ) საწარმოთა მონაცემთა ბაზის დამუშავებისა და რეგისტრაციის სექტორისათვის ფინანსური მაჩვენებლებისა და დივიდენდების ჩარიცხვის შესახებ პერიოდული ინფორმაციის მიწოდება (სამსახურებრივი ბარათით და თანდართული დოკუმენტებით) საწარმოების სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გამოცემიდან ან/და შესაბამისი დოკუმენტის გამოცემიდან/გაფორმებიდან არა უგვიანეს ორი სამუშაო დღის ვადაში; ო) ფინანსური ანალიზის საფუძველზე საწარმო ების ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის საკითხის, ხარჯების ოპტიმიზაციის და საწარმოების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების წარმოდგენა; პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საწარმოების პრივატიზების, რეორგანიზაციის, რეაბილიტაციის, ლიკვიდაციის, გაკოტრების შესახებ წინადადებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შემოსულ კორესპონდენციაზე დროული რეაგირება.     მუხლი 7🔗. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა 1. სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ხელმძვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე. 2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებ ის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელიც ასრულებს უფროსის მოვალეობებს მისი არყოფნის შემთხვევაში ან/და მისთვის დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებს. სტრუქტურული ქვედანაყოფებ ის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.     მუხლი 8🔗. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა უფლებამოსილება სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი: ა) ანგარიშვალდებულია სააგენტოს თავმჯდომარის წინაშე; ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას; გ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას; დ) ანაწილებს მოვალეობებს სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს; ე) ზედამხედველობს სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ვ) ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მომზადებულ ან/და სააგენტოს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს; ზ) წარუდგენს სააგენტოს თავმჯდომარეს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფების სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; თ) სააგენტოს თავმჯდომარესთან შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე; ი) ასრულებს სააგენტოს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს.     მუხლი 9🔗. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი 1. სააგენტომ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, მის საკუთრებაში უძრავი ქონების გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.     მუხლი 10🔗. სააგენტოს ფინანსები და ქონება 1. სააგენტოს დასახული მიზნებისა და თავისი ფუნქციების შესრულების განსახორცილებლად სამინისტროს მიერ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაეცემა შესაბამისი სახელმწიფო ქონება. 2. სააგენტოს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. 3. სააგენტოს შეიძლება ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები და ქონება.     მუხლი 11🔗. სააგენტოს საბუღალტრო აღრიცხვა და ანგარიშგება 1. სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. 2. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 12🔗. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. სააგენტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.