⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (18.01.2012)
გაუქმებულია:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 28.09.2010
ძალის დაკარგვა 18.01.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/1564
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016006
გამოქვეყნების წყარო სსმ, 125, 30/09/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,627 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.09.2010 მიღება
18.01.2012 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:"BPG Nino Mkhedruli";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.gazette, li.gazette, div.gazette {mso-style-name:gazette; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:11.0pt; font-family:"BPG Nino Mkhedruli";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in .75in 63.0pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/1564 2010 წლის 28 სექტემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 17 აგვისტოს №646 ბრძანებულების მე-3 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ 1. დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დებულება”. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრის პირველი მოადგილე  ა. კეკელია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას. 2. სააგენტო, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გააჩნია თავისი შემოსავლები, შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 3. სააგენტო საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულების საფუძველზე. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ბანკში. 4. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, თავისუფლების მოედანი №2.     მუხლი 2🔗. სააგენტოს მიზნები და ამოცანები 1. სააგენტოს მიზნებია საქართველოში ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბება და განხორციელება, მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ტურიზმის განვითარების საფუძველზე ქვეყანაში მაღალი საექსპორტო შემოსავლების ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა. 2. სააგენტოს ამოცანებია საქართველოში უცხოელი ტურისტების მოზიდვა და შიდა ტურიზმის განვითარება, ტურისტული ადგილების, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის სფეროში ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა.     მუხლი 3🔗. სააგენტოს მართვა 1. სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე (შემდგომში – თავმჯდომარე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. 2. თავმჯდომარე: ა) იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ბ) ახორციელებს ზედამხედველობას სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ მოვალეობის შესრულების მიმდინარეობაზე, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე; კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სააგენტოს თანამშრომლების საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; გ) მოქმედებს სააგენტოს სახელით და წარმოადგენს მას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ; კომპეტენციის ფარგლებში დებს ხელშეკრულებებს სააგენტოს სახელით; დ) უფლებამოსილების ფარგლებში პასუხისმგებელია ტურიზმის პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაზე; ე) შეიმუშავებს სააგენტოს სამოქმედო გეგმასა და პრიორიტეტებს; ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს ცენტრალური აპარატის და სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლებს; ზ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს სააგენტოს საშტატო განრიგსა და ხელფასის ფონდს; თ) განსაზღვრავს სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლების დისციპლინური პასუხისმგებლობის და წახალისების ზომებს; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; კ) წელიწადში ერთხელ მინისტრს წარუდგენს სააგენტოს ფინანსურ ანგარიშს; ლ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს; მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით და სააგენტოს საქმიანობის მიზნებისთვის განკარგავს სააგენტოს შემოსავლებს; ნ) ახორციელებს სხვა ფუნქციებს, რომლებიც მას ეკისრება საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით. 3. თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე. 4. თავმჯდომარის მოადგილეებს შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს თავმჯდომარე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 5. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.     მუხლი 4🔗. სააგენტოს სტრუქტურა 1. სააგენტოს სისტემა შედგება ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოებისგან. 2. სააგენტოს ცენტრალური აპარატის ამოცანებია: ა) საქართველოში უცხოელი ტურისტების მოზიდვა და შიდა ტურიზმის განვითარება; ბ) ტურიზმის სფეროში საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია; გ)  ტურიზმის განვითარების ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივი სტრატეგიების და სამოქმედო გეგმების მომზადება; დ)     საქართველოს ტურისტული ქვეყნის იმიჯის პოპულარიზაცია და ქვეყნის პოტენციალის წარდგენა საერთაშორისო ბაზრებზე; ე)  ქვეყნის ტურისტული ბრენდის კონცეფციის შემუშავება და განვითარება; ვ) მონაწილეობა ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებსა და ბაზრობებში; ზ) უცხოელი ჟურნალისტებისა და ტუროპერატორებისათვის საქართველოში პრესტურებისა და გაცნობითი ტურების მოწყობა; თ) საქართველოს ტურისტული პოტენციალის უკეთ გაცნობის მიზნით საზღვარგარეთის ქვეყნებში პრეზენტაციებისა და პრესკონფერენციების მოწყობა; ი)  ტურიზმის სფეროში სარეკლამო-საინფორმაციო პროდუქციის (ბეჭდვითი, ვიდეო, ციფრული და ა.შ.) მომზადება და გავრცელება; კ) ტურისტული ვებგვერდების შექმნა და განახლება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მარკეტინგული კვლევების წარმოება და მათი ანალიზის საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. მ) ტურიზმის სფეროში არსებული სახელმწიფო რეგულირების მექანიზმების შემუშავება და მათი პრაქტიკაში დანერგვა; ნ) ტურიზმის სფეროში არსებული სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, ანალიზი და შესაბამისი კვლევების ჩატარება; ო) ტურისტული რესურსების ინვენტარიზაციის ჩატარება და მონაცემთა ბაზის შექმნა; პ) კომპეტენციის ფარგლებში, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება ინვესტიციებისა და გრანტების მოზიდვის ღონისძიებათა თაობაზე; ჟ)  ტურისტული ინდუსტრიის კადრების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; რ) კომპეტენციის ფარგლებში, უწყებათაშორისი პროექტების მომზადება და კოორდინაცია, ტურიზმის სფეროში საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა; ს) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოსა და საზღვარგარეთის სამთავრობო, კერძო და არასამთავრობო, ასევე დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ერთობლივ პროექტებში მონაწილეობა; ტ) საზღვარგარეთის ქვეყნებთან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების მიზნით საერთაშორისო შეთანხმებების მომზადებასა და რეალიზაციაში მონაწილეობა; უ) კომპეტენციის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ფ) საჯარო და კერძო სექტორისათვის რეკომენდაციების შემუშავება ინფრასტრუქტურისა და ტურისტული პროდუქტის გაუმჯობესების მიზნით; ქ) არსებული და ახალი ტურისტული ადგილების განვითარების ხელშეწყობა; ტურისტული ადგილების ინფრასტრუქტურული მოწყობის ორგანიზება; ღ) მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ტურისტულ ადგილებში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარება; ყ) ტურისტების მოზიდვის მიზნით ტურისტულ ადგილებში სხვადასხვა ღონისძიების მოწყობა (კულტურული სანახაობები, ფესტივალები და ა.შ.); შ) ადგილობრივი ხალხური რეწვისა და სუვენირების ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა; ჩ) ტურისტული ადგილების რეკლამირების ხელშეწყობა ადგილობრივ ბაზარზე და მათი ეფექტიანი პოზიციონირების უზრუნველყოფა საერთაშორისო ბაზრებზე; ც) ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან თანამშრომლობის საფუძველზე, ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი ტურისტული ობიექტების შექმნის პროექტების შეთანხმებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ძ) საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების ნუსხისა და სტატუსის შემუშავება; არსებული და ახალი ტურისტული ადგილების განვითარების ხელშეწყობა; წ)  საქართველოს რეგიონებში ტურიზმის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა; ჭ) სააგენტოში მიმდინარე პროცესებისა და გაწეული საქმიანობის გაცნობა საზოგადოებისათვის მასმედიის საშუალებით და საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმართვა; ხ)  სააგენტოს ფუნქციონირების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფისა და სამეურნეო საქმიანობის წარმართვა; ჯ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვა; ჰ)  სისტემაში სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზების უზრუნველყოფა; ჰ.ა)    სააგენტოს სისტემაში საფინანსო-ეკონომიკური და ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება; ჰ.ბ)    უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს საკადრო რესურსების მართვა, თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;              ჰ.გ)    სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, მათი საკვალიფიკაციო გამოცდების მომზადება-ჩატარების ორგანიზება; ჰ.დ)  შრომის შინაგანაწესის შემუშავება და მის შესრულებაზე კონტროლი; ჰ.ე)    საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად, საქმისწარმოების უზრუნველყოფა; ჰ.ვ)    შესაბამისი სამართლებრივი აქტების, სხვა საკონტროლო დავალებების და თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების შემოწმებისა და კონტროლის უზრუნველყოფა; ჰ.ზ) სააგენტოს იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფა; ჰ.თ)   ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელება. 3. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოებია – რეგიონული მართვისა და განვითარების სამსახურები, რომლებიც იქმნება თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ქვეყნის შესაბამის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში. 4. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში რეგიონული მართვისა და განვითარების სამსახურების ძირითადი ამოცანებია: რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ქსელის შექმნა და კოორდინაცია; რეგიონული პრიორიტეტებისა და სტრატეგიის შემუშავების მიზნით სააგენტოსთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება; რეგიონის მასშტაბით ტურისტული რესურსების ინვენტარიზაცია; რეგიონის მასშტაბით შესაბამისი კვლევების ჩატარება და სტატისტიკური მონაცემების შეგროვება; საქართველოს ტერიტორიაზე ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისათვის საჭირო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა; ტურიზმის სფეროში დასაქმებული კერძო მეწარმეებისათვის სარეკლამო პროდუქციის გავრცელებაში ხელშეწყობა; რეგიონში არსებული ტურისტული ობიექტების (განთავსების საშუალებები, კვების ობიექტები და ა.შ.) მონაცემთა ბაზის შექმნა. 5. ტურიზმის საინფორმაციო სამსახურს ფუნქციების შესასრულებლად სააგენტოსგან გადაცემული აქვს ბალანსზე რიცხული ქონება; სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო საოპერაციო ხარჯები გაიცემა სააგენტოს ბიუჯეტიდან.     მუხლი 5🔗. სააგენტოს დაფინანსება სააგენტოს შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი თანხები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის საფუძველზე მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი; დ) საწევროები და შენატანები; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.     მუხლი 6🔗. სააგენტოს ქონება კანონმდებლობით და ამ დებულებით სააგენტოსთვის განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად სააგენტოს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ, გადაეცემა შესაბამისი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 7🔗. სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას 1. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისთვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა. ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება საკუთარ ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 3. სააგენტოს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს/გაასხვისოს სხვა პირზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 8🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. 2. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.     მუხლი 9🔗. საბუღალტრო ანგარიშგება 1. სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. 2. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი, რომლის ხარჯებს ანაზღაურებს სააგენტო.     მუხლი 10🔗. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 11🔗. სააგენტოს ლიკვიდაცია სააგენტოს ლიკვიდაცია ხდება კანონით დადგენილი წესით.