„ნორმატიული აქტების აღრიცხვისა და სისიტემატიზაციისა და გამოქვეყნების დროებითი წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის №134 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№176
სარეგისტრაციო კოდი
040150000.22.027.016007
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 126, 01/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №176

2010 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების დროებითი წესის დამტკიცების თაობაზე“საქართველოს იუსტიციის მინისტრის  2010 წლის 14 ივლისის №134 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების დროებითი წესის დამტკიცების თაობაზე“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის №134 ბრძანებაში (სსმIII, 14.07.2010წ., №85, მუხ.1234) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. ბრძანებით დამტკიცებული დროებითი წესის:

ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ნორმატიული აქტები,მათი სახისა და მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირის) მიხედვით რეგისტრირდება ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის შესაბამის ნაწილში.“;

ბ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5

სახელმწიფო რეესტრში შეიტანება ნორმატიული აქტის შესახებ შემდეგი მონაცემები:

ა) ნორმატიული აქტის სახე;

ბ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) სახელწოდება;

გ) ნორმატიული აქტის სათაური;

დ)ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი და მოქმედების ვადა (თუ უვადო არ არის);

ე) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი;

ვ) ნორმატიული აქტის გამოქვეყნების წყარო და თარიღი;

ზ) ნორმატიული აქტის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი;

თ) ნორმატიულ აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თარიღი;

ი)საერთაშორისო ხელშეკრულებების შემთხვევაში მისი მიღების ადგილი და ინფორმაცია შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელების შესახებ.“;

დ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6

1. „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის ასეთივე გრიფის მქონე ნაწილი შეიტანება სახელმწიფო რეესტრის საიდუმლო ნაწილში.

2. „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიულ აქტს ან ნორმატიული აქტის ასეთივე გრიფის მქონე ნაწილ ს დაესმება შტამპი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის აღნიშვნით.“;

ე) მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიულ აქტებს მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდები:

 

ნორმატიული აქტის სახე

კოდი

1

ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

29

2

ავტონომიური რესპუბლიკის კანონი

30

3

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება

31

4

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება

32

5

ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება

33

6

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება

34

7

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი

51

 

3. ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიულ აქტებს მიენიჭებათ შემდეგი ციფრობრივი კოდები:

 

ნორმატიული აქტის სახე

კოდი

1

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება

35

2

ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება

36

3

ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება

37

4

ქ. თბილისის მერის ბრძანება

52

5

ქ. თბილისის რაიონის გამგებლის ბრძანება

 53

                                                                                                                                               “;

ვ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების მიღების (გამოცემის) უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდი:

 

ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო (თანამდებობის პირი)

კოდი

1

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო

056

2

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

057

3

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი

058

4

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია

059

5

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო

060

6

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

061

7

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი

062

8

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია

063

                                                                                                                                              “.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი