„საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 იანვრის №110 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№501
სარეგისტრაციო კოდი
200150000.22.033.014774
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 74, 23/06/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.150.000.22.033.014.774

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №501

2010 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

,,საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 იანვრის №110 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 იანვრის №110 ბრძანებით (სსმ III, 07.02.2008, №19, მუხ. 227) დამტკიცებულ ,,საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური), თუ შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულება არ აღემატება 1 000 000 ლარს, ხოლო შეჩერების ვადა არ აღემატება 1 წელს.“.

2. ბრძანების დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.         

მუხლი 2.  ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

დანართი №2

 

ხელშეკრულება

საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ

 

ერთი მხრივ, შემოსავლების სამსახურის ————————————————————— (შემდგომში

                                                                                   (საგადასახადო ორგანოს დასახელება)

,,კრედიტორი“) და, მეორე მხრივ

———————————————————————————————————————————

(გადასახადის გადამხდელის გვარი და სახელი/დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი,                                                                        ფაქტობრივი მისამართი)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (შემდგომში ,,მოვალე“)

          (წარმომადგენლის სახელი და გვარი, თანამდებობა)

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 841 მუხლის, „საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 იანვრის №–––––– ბრძანებისა  და           ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––20–- წლის

              (საგადასახადო ორგანოს დასახელება)

 

 –––––––  ––––––––––––––  № ბრძანების საფუძველზე

  (დღე)           (თვე)                               

 20-–წ. ––––––––    ––––––––––––         ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––-

                  (დღე)         (თვე)                          (ხელშეკრულების გაფორმების ადგილი)

 

გავაფორმეთ ხელშეკრულება მასზედ, რომ მოვალეზე 20-–წლის ––––––  –––––––

                                                                                                                      (დღე)     (თვე)

რიცხული –––––––––– ლარის (მათ შორის ძირითადი –––– ლარი,სანქცია –––––– ლარი,             საურავი –––––––– ლარი, სავარაუდოდ დასარიცხი საურავი ––––––––– ლარი) საგადასახადო დავალიანების  მიმართ შეჩერდეს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება.

მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი

„კრედიტორი“ იღებს ვალდებულებას  20— წლის „——“ ——————— მდგომარეობით „მოვალეზე“ რიცხული —————— ლარის საგადასახადო ვალდებულების მიმართ არ განახორციელოს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები 20— წლის „—————“

           (დღე)                                                                                                                                     

———————————დან  20 — წლის „—————“ ————————— – მდე.

     (თვე)                                                                 (დღე)                          (თვე)

                    

მუხლი 2. ხელშეკრულების პირობები

1. „მოვალე“ ვალდებულია თანდართული გრაფიკის მიხედვით უზრუნველყოს შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებისა და შეჩერების პერიოდში მიმდინარე გადასახადების გადახდა.

2. „კრედიტორი“ ვალდებულია:

ა) განახორციელოს კონტროლი „მოვალის“ მიერ გრაფიკის შესაბამისად შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებისა და მიმდინარე საგადასახადო ვალდებულების შესრულებაზე;

 ბ) „მოვალის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოითხოვოს წარდგენილი საბანკო გარანტიის ან ფინანსური გარანტიის შესრულება.

მუხლი 3. ხელშეკრულების შეწყვეტა

1. საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერება ვადამდე წყდება:

ა) შესაბამისი გადაწყვეტილების (ხელშეკრულების) ვადის ამოწურვისას;

ბ) თუ ,,მოვალე“ დადგენილი ვადის ამოწურვამდე სრულად გადაიხდის გადასახადის კუთვნილ თანხებს და შესაბამის საურავს;

გ) თუ ,,მოვალე“ დაარღვევს გადავადების ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების ვადის შეწყვეტის შემთხვევაში კრედიტორი უფლებამოსილია „გარანტორს“ მოსთხოვოს არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა უზრუნველყოს საგარანტიო თანხის გადახდა.

 მუხლი 4. განსაკუთრებული გარემოებები

1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის/შესრულების გადავადებისათვის, თუ ეს გამოწვეულია დაუძლეველი ძალით.

2. დაუძლეველი ძალა ამ მუხლის მიზნებისათვის ნიშნავს ისეთ გარემოებებს, რომლებიც არ არსებობდა ხელშეკრულების დადების მომენტისათვის, წარმოიშვა მხარეთა ნების გარეშე, მათი ქმედებისგან დამოუკიდებლად და რომელთა კონტროლი აღემატება მხარეთა შესაძლებლობებს.

3. მხარე, რომელიც ვერ ასრულებს ვალდებულებებს დაუძლეველი ძალის გამო, ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მეორე მხარეს შესაბამისი გარემოების დადგომისთანავე, თუ ეს შეუძლებელი არ არის იმავე გარემოებების გამო.

4. წინამდებარე ხელშეკრულება ჩაითვლება ბათილ გარიგებად, თუ არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 841 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები.

5. ხელშეკრულება შესაძლებელია შეწყდეს განსაკუთრებული გარემოებების (გადამხდელი «საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად გადავიდა რესტრუქტურიზაციის რეჟიმში; საწარმო შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებით გადაყვანილია გაკოტრების ან რეაბილიტაციის რეჟიმში და სხვა) არსებობისას.

მუხლი 5. დასკვნითი დებულებები

1.  ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან.

2. ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით, მხარეთა შორის წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში (თუ შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულება არ აღემატება 1 000 000 ლარს, ხოლო შეჩერების ვადა არ აღემატება 1 წელს), აუცილებელია შემოსავლების სამსახურის უფროსის წერილობითი თანხმობა.

3. მხარეთა შორის წამოჭრილი სადავო საკითხები წყდება მხარეთა ურთიერთმოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში დავას განიხილავს ზემდგომი საგადასახადო ორგანო და/ან შესაბამისი სასამართლო, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. ხელშეკრულება შედგენილია 2 (ორი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. ერთი რჩება „კრედიტორთან“, ხოლო მეორე – გადაეცემა „მოვალეს“.

მხარეთა რეკვიზიტები:

„მოვალე“ -

 

(გადასახადის გადამხდელის გვარი და სახელი/დასახელება,

———————————————————————————————————————————       საიდენტიფიკაციო ნომერი, ფაქტობრივი მისამართი, მისი წარმომადგენლის

სახელი და გვარი, თანამდებობა)

 

„კრედიტორი“ შემოსავლების სამსახურის ————————————————————————

                                                                                        (საგადასახადო ორგანოს დასახელება)

საგადასახადო ორგანოს უფროსი/მისი მოადგილე —————————————————————                                                                                                                                                                                             (სახელი და გვარი)

 

     „მოვალის“ წარმომადგენელი          საგადასახადო ორგანოს უფროსი/მისი მოადგილე

 

                           /                    /                                  /                     /

                                   ბ.ა                                                    ბ.ა.“.