„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№49/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.014777
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 74, 23/06/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.014.777

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №49/ნ

2010 წლის 21 ივნისი

ქ. თბილისი

,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის                              №127 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 მუხლი 1. ,,ერთიანი ეროვნული  გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებით (სსმ III, 01.04.2005წ., №37, მუხლი 380) დამტკიცებული დებულების 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 23. გარდამავალი დებულებები

1. ამ დებულების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იმ აბიტურიენტების ჩარიცხვის შესახებ, რომლებიც 2008 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დროს განხორციელებული საომარი მოქმედებების შედეგების გამო ვერ ახერხებენ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის ან მისი დუბლიკატის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარდგენას, უნდა გამოიცეს აბიტურიენტის  სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის/დუბლიკატის მოთხოვნის გარეშე.  ჩარიცხვის შესახებ რექტორის აქტში მითითებული აბიტურიენტებისათვის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის  – ატესტატის/დუბლიკატის მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ 2009-2010 სასწავლო წლის დაწყების შემდეგ.

2. 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის გამოცდების ეროვნულ ცენტრს უფლება აქვს დაადგინოს ამ დებულების მე-11 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით და მე-19 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილისგან განსხვავებული ვადები.

3. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა განხორციელდეს 2012-2013 სასწავლო წლიდან.“.

 მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.06.2010.
როდის იქნა მიღებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"?
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" მიღებულია 21.06.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №49/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.022.014777.
რამდენი მუხლისგან შედგება „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.06.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე", №49/ნ, 21.06.2010, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.014777 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1025316/