„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№607
სარეგისტრაციო კოდი
230150070.22.033.014901
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 91, 27/07/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.014.901

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №607

2010 წლის 26 ივლისი

ქ. თბილისი

„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №172, მუხლი 2330) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 82 პუნქტი:

„82. საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების მიზნით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების შემთხვევაში (საბაჟო საწყობში დროებითი დასაწყობების გარეშე) საბაჟო ორგანო ვალდებულია, მოწმობის ელექტრონულ ფორმატში შევიდეს ფუნქციის – „შემოწმება გადაადგილებისას“ მეშვეობით, მოწმობის D გრაფაში მითითებული დანიშნულების საბაჟოში ან დანიშნულების ადგილზე გამოცხადების თარიღი შეცვალოს საბაჟო დეკლარაციის წარდგენის თარიღით, ხოლო გვერდზე – „კონტროლი გადაადგილებისას“ მიუთითოს: ცვლილების განმახორციელებელი საბაჟო ორგანოს კოდი, მომსახურების გაწევისათვის (დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელებისათვის) საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები (ნომერი და თარიღი) და სხვა დამატებითი ინფორმაცია. შეცვლილი მოწმობა გამოიწერება 4 პირად და ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) პირველი პირი რჩება ცვლილების განმახორციელებელ საბაჟო ორგანოში და მოწმობის გამოწერიდან 7 დღის ვადაში ეგზავნება ზემდგომ საბაჟო ორგანოს დადგენილი წესით;

ბ) მეორე პირი თან მიყვება სატრანსპორტო საშუალებას დანიშნულების საბაჟო ორგანომდე და მოწმობის კონტროლიდან მოხსნის შემდეგ 7 დღის ვადაში ეგზავნება ზემდგომ საბაჟო ორგანოს დადგენილი წესით;

გ) მესამე და მეოთხე პირები რჩება დეკლარანტს ან/და გადამზიდველს.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.07.2010.
როდის იქნა მიღებული „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ?
„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ მიღებულია 26.07.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №607. სარეგისტრაციო კოდი — 230150070.22.033.014901.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.07.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ, №607, 26.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 230150070.22.033.014901 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.07.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1025749/