„საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №134
2008 წლის 11 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულების (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 1996 წლის თებერვალი, გვ. 32) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მიწების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით შეიქმნას საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ზაალ გამცემლიძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ირაკლი ღვალაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ნინო ბახტაძე – ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურის უფროსი
ვასილ გედევანიშვილი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე
პაპუნა დავითაია – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე
დავით იოსელიანი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე
დავით კერესელიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე
გოჩა მამაცაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე
პაპუნა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
ალექსანდრე ცინცაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
პაატა ჭიპაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიწის მართვის სამმართველოს უფროსი
ლაშა ჭკადუა – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარე.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.03.2008.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- „საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 11.03.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №134. სარეგისტრაციო კოდი — 010.220.020.08.002.004.
- სად არის „საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.03.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №134, 11.03.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.03.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/102580/