„საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადებისა და ყადაღადადებული ქონების ამოღების, შეფასებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№249
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 103, 24/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება№249

2010 წლის 20 აგვისტო

ქ. თბილისი

„საგადასახადო დავალიანების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადებისა და ყადაღადადებული ქონების ამოღების, შეფასებისა და შენახვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საგადასახადო და­ვა­ლი­ა­ნების მქონე გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადა­ღის დადებისა და ყადაღადადებული ქონების ამოღების, შეფასე­ბისა და შენა­ხვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავ­რობის 2005 წლის 25 იანვრის №14 დადგენილებით (სსმ III, 2005 წელი, №10, მუხლი 107) დამტკიცებულ წესებში შეტა­ნილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ციით:

„გ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილე­ბის საფუძველზე.“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საჭიროების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მოთ­ხოვნის შესაბამისად, დაყადაღების პროცესის დროს საგადა­სახა­დო ორ­განოს თანამშრომელთა უსაფრთხოებას უზრუნველყოფს საქარ­თვე­ლოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.“.

2. მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ციით:

„ე) აქტში შეტანილი თითოეული საგნის რაოდენობა, შეფა­სე­ბა და მთელი ქონების ღირებულება;“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ფასიან ქაღალდებს ან/და ფასიან ნივთებს შესანახად სა­ქარ­თველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოიღებს საგა­და­­სახადო ორგანოს წარმომადგენელი, თუ არსებობს ყადაღადა­დე­­ბუ­­ლი ნივთებისხელყოფის საშიშროება. თუ ეს ნივთები მო­­ვა­ლეს­თან რჩება, მაშინ ყადაღის დადება ხდება დალუქვით.“.

4. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„3. ყადაღადადებული ქონების შეფასებისას, თუ ცალკეული საგნების შეფასება შეუძლებელია, მოიწვევა ექსპერტი ან აუდიტი, რო­მელსაც აქვს საჭირო ცოდნა, ჩვევები და დაინტერესებული არ არის საქმის შედეგით.“.

5. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქციით:

„ბ) გადასახადის გადამხდელი/საგადასახადო აგენტი, სხვა ვალ­­დებული პირი ემზადება ქვეყნის დასატოვებლად ისე, რომ არ ასრულებს საგადასახადო ვალდებულებებს და არ ახორციელებს არანაირ ქმე­დე­ბას საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზ­ნით;“.

6. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღ­სრუ­ლების ეროვნული ბიუროს შესაბამისი ტერიტორიული ორ­გა­ნოს – სააღსრულებო ბიუროს ან საგადასახადო ორგანოს მი­ერ, ანდა გაკოტრების საქმის წარმოებისას ყადაღადადებული ქო­ნების დადგენილი წესით აუქციონზე რეალიზაციის შემ­თხვევა­ში;

გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის, საქართველოს ფი­ნანს­თა მინისტრის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტი­ლე­ბით;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირო­ბე­ბის არსებობისას, გადა­სახადის გადამხდელის მიმართვის საფუძ­ველზე, საგადასახადო ორ­­განოს უფროსი/მოადგილე ერთი სამუ­შაო დღის განმავლობაში გა­მოსცემს ინდივიდუალურ ადმინის­ტრა­ცი­ულ-სამართლებრივ აქტს (ბრძა­ნებას) გადასახადის გადამხდე­ლის ქონებაზე ყადაღის გაუქ­მების (ყადაღის მოხსნის) თაობაზე და უგზავნის შესაბამის მა­რე­გისტრირებელ ორგანოს.“.

7. №2 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

             „დანართი№2

მოვალის ქონების დაყადაღების (აღწერის) შესახებ

—————————— ——————————— 20—წ. —————————————-

 (აქტის შედგენის ადგილი)   (რიცხვი, თვე)     (საათი, წუთი)

———————————— 20— წლის “—-““———“ №— ბრძანების საფუძველზე

 (საგადასახადო ორგანოს დასახელება)

—————————————————————————————————————

(საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი)

მოვახდინე მოვალის ————————————————————————————

                                        (მოვალის დასახელება, მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი)

ქონების დაყადაღება (აღწერა) შემდეგი პირების თანდასწრებით:

1.—————————————————————————————————————

(სახელი, გვარი, მისამართი და პირადი ნომერი)

2.—————————————————————————————————————

        (სახელი, გვარი, მისამართი და პირადი ნომერი)

3.—————————————————————————————————————

       (სახელი, გვარი, მისამართი და პირადი ნომერი)

მოვალე (მოვალის წარმომადგენელი) ————————————————————

                                                       (სახელი, გვარი, მისამართი და პირადი ნომერი)

აღწერილ იქნა შემდეგი ქონება (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებიც მოვალეს­თა­ნაა, მას ეკუთვნის):

 

 

 

 

საგნების დასახელება და აღ­წერა (განმასხვავებელი ნიშ­ნები, ცვეთა და სხვ.)

 

 

ზომის ერთეუ-ლი (ზომა, წონა, მეტრაჟი და სხვ.)

 

 

რაო-დე- ნო­ბა

 

თითოეული საგნის შეფასება ლარობით

 

 

აღნიშნული საგნების ან/და სადგომის

 დალუქვის შესახებ

 აღნიშვნა და

 დადებული ლუქების (ბეჭდების) რაოდენობა და ნომრები

 

ერთე-ული ფასი

საერთო ღირებუ-ლება

1

2

3

4

5

6

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                            

                             

ყადაღადადებული ქონების

საერთო ღირებულება ________________________________________________ლარი

(თანხა სიტყვიერად)

თუ ქონების აღწერისას ფასების დადგენა შეუძლებელია, აღწერილი ქონების შე­ფასება განხორციელდება ექსპერტის/აუდიტის მიერ, დაერთვება მოვალის დაყა­და­ღების (აღწერის) აქტს და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.

ყადაღადადებული ქონება შესანახად ჩაბარდა_____________________________                                                   

                                                                                  (შემნახველის სახელი, გვარი და პირადი ნომერი)

 _________________________________, რომელსაც განემარტა

                      (მისამართი)

საქართველოს სსსკ 377-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის სა­კითხი ამ ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადების ან/და ქონების შესა­ნა­ხად გადაცემისათვის.

მოვალეს და დამსწრე პირებს განემარტათ, რომ საგადასახადო ორგანოს გადა­წყვეტილებები საჩივრდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის VIII კარით დადგენილი წესით.

ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტი შედგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 87-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით და მისი სისწორე დასტურდება ხელ­მოწერით:

       

              

საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი   /_____________/

დამსწრეები:

             

1.                                                                        /______________/

2.                                                                       /______________/

მოვალე:                                                          /_______________/

ქონების შემნახველი:                                    /_______________/

შენიშვნა:____________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი. გილაური