„საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება№250
2010 წლის 20 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეიქმნას საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი – კომისიის წევრი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – კომისიის წევრი
საქართველოს ფინანსთა მინისტრი – კომისიის წევრი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი – კომისიის წევრი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – კომისიის წევრი
საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი – კომისიის წევრი
საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი – პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი – კომისიის წევრი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი
სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარე – კომისიის წევრი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი – კომისიის წევრი
სსიპ – საქართველოს კომუნიკაციების ერო ვნული კომისიის წევრი – კომისიის წევრი
შპს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი – კომისიის წევრი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი
საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) მრჩეველი – კომისიის მდივანი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე – კომისიის წევრი
სსიპ – ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრის დირექტორი – კომისიის წევრი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი.
კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური