„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №753
2010 წლის 2 9 სექტემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანებაში (სსმ III, 28.12.07, №186, მუხლი 2103) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 31 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიმწოდებელთან 100 000 ლარისა და მეტი ოდენობით (საბიუჯეტო წლის ფარგლებში) გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციას (დანართი №6) ორგანიზაცია წარადგენს სახელმწიფო ხაზინაში ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.“.
2. ინსტრუქციის 32 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ორგანიზაცია, საქონლის/მომსახურების/სამუშაოს შესყიდვის მიზნით განსახორციელებელ გადახდებზე ვალდებულების დოკუმენტთან და მივლინების ხარჯებზე განსახორციელებელ გადახდებზე კვარტალურ განაცხადთან (გარდა გრიფით „საიდუმლო“) ერთად, სახელმწიფო ხაზინაში ინფორმაციას (დანართი №6) წარადგენს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემდეგ მუხლებზე:
ა) საქონელი და მომსახურება;
ბ) სუბსიდიები;
გ) სხვა ხარჯები;
დ) ძირითადი აქტივები;
ე) მატერიალური მარაგები;
ვ) ფასეულობები;
ზ) არაწარმოებული აქტივები;
თ) სესხები;
ი) სხვა კრედიტორული დავალიანებები.“.
3. ინსტრუქციის 3 2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 1 პუნქტი:
„11. ინფორმაციის წარდგენა ორგანიზაციის მიერ მივლინების ხარჯებზე განსახორციელებელ გადახდებზე ხორციელდება:
ა) „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებით განსაზღვრული მთავარი საჯარო და წამყვანი საჯარო თანამდებობის პირებისა და დაწესებულების ხელმძღვანელის მივლინების შემთხვევაში, დანართი №6-ით ინფორმაციის წარდგენა ხდება თითოეულ მივლინებულ პირზე;
ბ) დაწესებულების ხელმძღვანელის ცალკეული ბრძანებით ერთი და იმავე მიზნით და ერთი და იმავე დანიშნულების ადგილზე მოსამსახურეთა მივლინებისას, ასევე უმაღლესი რანგის თანამდებობის პირების ვიზიტთან დაკავშირებით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად მოსამსახურეთა მივლინების შემთხვევაში, დანართი №6-ით ინფორმაციის წარდგენა ხდება ჯამურად მთლიან ჯგუფზე;
გ) სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილეთა გრძელვადიანი მივლინების შემთხვევაში დანართი №6-ით ინფორმაციის წარდგენა არ მოითხოვება.“.
4. ამოღებული იქნეს ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი.
5. ინსტრუქციის მე-5 მუხლის „ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მივლინების ხარჯები;“.
6. დანართები №2 და №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი
დანართი№2
კვარტალური განაცხადი
20.......... წლის …...... კვარტალი
ვალდებულება № --------
სახაზინო კოდი და დასახელება ––––––––
საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება ––––––––––––––––––––––
დაფარვის წყარო ––––––––––––––––––––––
| საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლი | ...… კვარტალი | |
| 1 | 2 | |
| 1 | შრომის ანაზღაურება |
|
| ხელფასი ფულადი ფორმით – თანამდებობრივი სარგო |
| |
| ხელფასი ფულადი ფორმით – წოდებრივი სარგო |
| |
| ხელფასი ფულადი ფორმით – პრემია |
| |
| ხელფასი ფულადი ფორმით – დანამატი |
| |
| ხელფასი ფულადი ფორმით – ჰონორარი |
| |
| ხელფასი ფულადი ფორმით – კომპენსაცია |
| |
| სოციალური შენატანები |
| |
| 2 | საქონელი და მომსახურება |
|
| შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება |
| |
| წარმომადგენლობითი ხარჯები |
| |
| მივლინება ქვეყნ ის გარეთ |
| |
| მივლინება ქვეყნ ის შ ი გნ ი თ |
| |
| სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება |
| |
| დიპლომატიური დაწესებულებების შენახვისა და ატაშატის ხარჯი |
| |
| სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული დანარჩენი ხარჯი |
| |
| 3 | სუბსიდიები |
|
| 4 | გრანტები |
|
| უცხო სახელმწიფოთა მთავრობებს |
| |
| მიმდინარე |
| |
| კა პიტ ალუ რი |
| |
| საერთაშორისო ორგანიზაციებს |
| |
| მიმდინარე |
| |
| კა პიტ ალუ რი |
| |
| სხვა დონის სახელმწიფო ერთეულებს |
| |
| მიმდინარე |
| |
| კა პიტ ალუ რი |
| |
| 5 | სოციალური უზრუნველყოფა |
|
| სოციალური დაზღვევა |
| |
| ფულადი ფორმით |
| |
| სასაქონლო ფორმით |
| |
| სოციალური დახმარება |
| |
| ფულადი ფორმით |
| |
| სასაქონლო ფორმით |
| |
| დამქირავებლის მიერ გაწეული სოციალური დახმარება |
| |
| ფულადი ფორმით |
| |
| სასაქონლო ფორმით |
| |
| 6 | სხვა ხარჯები |
|
| სხვადასხვა ხარჯები – მიმდინარე |
| |
| 7 | ვალდებულებები |
|
| საშინაო - სხვა კრედიტორული დავალიანებები |
| |
| სულ |
| |
შენიშვნა --------------------------------------------------------------------------------
საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელი შემსრულებელი
პასუხისმგებელი პირი შემმოწმებელი
თარიღი/---/------/------/ ბ. ა. თარიღი /---/------/------/ “.